21.03.2022

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა  ინკლუზია ნიშნავს არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებაში, არამედ ყველა ადამიანისთვის თავისუფალ, თანასწორ, მშვიდობიან გარემოში ცხოვრებას.  აიბი მთიებიში ქრომოსომებს არ ითვლიან!

21.01.2022

24 იანვრიდან 28 იანვრის ჩათვლით აიბი მთიების დაწყებით, საბაზო და უმაღლეს სკოლაში იგეგმება მოსწავლის ცოდნის შემაჯამებელი განმეორებითი ტესტირება. ტესტირება წარიმართება შემდეგი განრიგის მიხედვით: უმაღლესი სკოლა რიცხვი/დღე დრო საგანი 24 იანვარი – ორშაბათი 15:00-16:00 ბიოლოგია 24 იანვარი – ორშაბათი 16:10-17:10 ფიზიკა 25 იანვარი – სამშაბათი 15:00-16:00 ქართული ენა და ლიტერატურა 25 იანვარი – სამშაბათი 16:10-17:10 ინგლისური…

21.01.2022

28 – 29 იანვარს აიბი მთიების დაწყებით, საბაზო და უმაღლეს სკოლაში ჩატარდება სკოლის პედაგოგთა და აღმზრდელ პედაგოგთა გაერთიანებული დარბაზის სხდომა. შეხვედრაზე შეჯამდება პირველ სემეტრში ჩატარებული სამუშაოები და დამტკიცდება მეორე სემეტრის სამოქმედო გეგმა.

21.01.2022

აიბი მთიებში 24 იანვრიდან 28 იანვრის ჩათვლით იგეგმება სამუშაო შეხვედრები  აკადემიური დისციპლინების საგნობრივ გაერთიანებეთან. შეხვედრის დღის წესრიგი: კათედრის მიერ პირველ სემსტრში ჩატარებული  საქმიანობის ანგარიში;  მოსწავლეთა აკადემიური შედეგების შემაჯემება; კათედრის მეორე სემესტრის გეგმის განხილვა; დაწყებითი სკოლის შეხვედრების განრიგი: თარიღი კათედრა საათი აუდიტორია 24.01.22 ქართული ენისა და ლიტერაურის საგონობრივი გაერთიანება 15:30 104 25.01.22 საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივი გაერთიანება…

10.01.2022

აიბი მთიებში განახლდა სამუშაო პროცესი და დღე დაიწყო მმართველი გუნდის ტრენინგით. ტრენინგი გაიმართა აუდიტის ჩატარების ტექნიკისა და ადამიანური რესურსების მართვის შესახებ. ტრენინგი დაფუძნებულია უახლესი სტანდარტებზე ISO 45001:2018 და ISO9001:2015. მმართველი გუნდი და სამასწავლებლო კოლექტივი შეუდგა მეორე სემესტრის დაგეგმარებას, რაც მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების მიღებაზეა ორიენტირებული.

10.01.2022

აიბი მთიების ყველა ხელმძღვანელი პირისთვის ტარდება ტრენინგი აუდიტის ჩატარების, ტექნიკისა და ადამიანური რესურსების მართვის შესახებ. ტრენინგი დაფუძნებულია უახლეს სტანდარტებზე ISO:2018 ISO და 9001:2015. ტრენინგს გაუძღვება აიბი მთიების ხარისხის მართვის მენეჯერი, ISO45001 და ISO9001 წამყვანი აუდიტორი სალომე ჩხეიძე. ჩვენ მზად ვართ შევქმნათ ახალი და ვიფიქროთ მუდმივ განვითარებაზე, რათა ჩვენ მოსწავლეებს ჰქონდეთ საშუალება მიიღონ ხარისხიანი განათლება.

30.12.2021

აიბი მთიები გილოცავთ დამდეგ შობა – ახალ წელს, გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებას! აიბი მთიებში სამუშაო პროცესი განახლდება 2022 წლის 10 იანვარს, ხოლო სასწავლო პროცესი – 2022 წლის 17 იანვარს.

20.12.2021

აიბი მთიებმა წარმატებით გაიარა ხარისხის მართვის მენეჯმენტის აუდიტი ISO 9001:2015 და შრომის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის საერთაშორისო სტანდარტის ISO 45001:2018 გარე აუდიტი. საერთაშორისო სტანდარტებთან სრულად შესაბამისობით შეფასდა სკოლის საქმიანობა, მართვის სისტემა, მატერიალური და ადამიანური რესურსი.

20-21.12.2021

20-21 დეკემბერს ჩატარდა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის უახლესი საერთაშორისო სტანდარტის ISO 45001:2018 წამყვანი აუდიტორის ტრენინგი. ტრენინგი წარიმართა IRCA აკრედიტირებული ორგანიზაციის მიერ.

21-29.12.2021

21-29 დეკემბერს აიბი მთიების დაწყებით, საბაზო და უმაღლეს სკოლებში განხორციელდება დეკემბრის თვის ცოდნის შემაჯამებელი სარეიტინგო ტესტირება, როგორც საკლასო გარემოში, ასევე Online და ჰიბრიდული რეჟიმის მოსწავლეთათვის შემდეგი გარფიკის მიხედვით: დაწყებითი სკოლა 5-6 კლასები: 23.12.2021 – მეცნიერების საწყისები; პასკალის საათი; 24. – ჩვენი სამშობლო; ჰეროდოტეს საათი; 27.12 ქართული ენა და ლიტ, მსოფლიო ლიტ 28 მათემატიკა, ეილერის საათი…

17.12.2021

17 დეკემბერს აიბი მთიების დირექტორატმა და აკადემიურმა საბჭომ აქტიურად იმუშავა შემაჯამებელი წერების დებულებაზე, რომელიც მორგებულია როგორც ონლაინ რეჟიმზე, ასევე სასკოლო სივრცეში მყოფ მოსწავლეებზე, და მათზე, რომელთაც ჰიბრიდული სწავლება აირჩიეს. სკოლა მზად არის სამივე რეჟიმის მოსწავლეებისათვის ჩაატაროს ცოდნის შემაჯამებელი სამუშაოები, რომელიც ხელს შეუწყობს მეორე სემესტრის მიზნობრივ და ხარისხიან დაგეგმარებას.

06-10.12.2021

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური – 6 – 10 დეკემბერს აიბი მთიების მეათე-მეტორმეტე კლასის მოსწვლეები მონაწილოებას მიიღებენ ,,ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში’’  შემდეგ დისციპლინებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, ქიმია, ინგლისური და გერმანული ენები, მათემატიკა, ბიოლოგია, ფიზიკა და გეოგრაფია. ოლიმპიადა ტარდება სკოლის შიდა ტერიტორიაზე ონლაინ ფრომით, 09:00 საათიდან 20:00 საათამდე

03.12.2021

დუალური განათლება აიბი მთიებში – აიბი მთიებისა და კოლეჯი ,,სპექტრის’’ თანამშრომლობის ფარგლბში , მე-11 კლასის მოსწავლეთათვის დაგეგმილ პროგრამაში კიდევ ერთი სპეციალობა დაემატა  – შრომის უსაფრთხოება

30.11.2021

ერთი დღე დაწყებით სკოლაში – აიბი მთიების დაწყებით სკოლაში განხორციელდა პროექტი „ერთი დღე სკოლაში“, რაც გულისხმობს აიბი მთიების სამსახურების კომპლექსურ მუშაობას, კერძოდ, ფსიქოლოგის, ექიმის, ადმინისტრატორის, ხარისხის მართვის მენეჯერის, სააღმზრდელო სამსახურის მიერ დაწყებითი სკოლის სასწავლო – სააღმზრდელო პროცესების ღრმა კვლევას. შედეგად დაწყებითი სკოლის სასწავლო – სააღმზრდელო საქმიანობა შეფასდა დადებითად.

24.11.2021

აიბი მთიების სკოლების ხემძღვანელებსა და დარგობრივი კათედრების სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს და მიიღეს „მოსწავლის გაკვეთილის“ მენეჯმენტის ახალი ფორმა, რომელიც დეკემბრის თვეში გაივლის პილოტირებას და იანვრის თვიდან შევა სასწავლო პროცედურებში.