21-29.12.2021

21-29 დეკემბერს აიბი მთიების დაწყებით, საბაზო და უმაღლეს სკოლებში განხორციელდება დეკემბრის თვის ცოდნის შემაჯამებელი სარეიტინგო ტესტირება, როგორც საკლასო გარემოში, ასევე Online და ჰიბრიდული რეჟიმის მოსწავლეთათვის შემდეგი გარფიკის მიხედვით: დაწყებითი სკოლა 5-6 კლასები: 23.12.2021 – მეცნიერების საწყისები; პასკალის საათი; 24. – ჩვენი სამშობლო; ჰეროდოტეს საათი; 27.12 ქართული ენა და ლიტ, მსოფლიო ლიტ 28 მათემატიკა, ეილერის საათი…

17.12.2021

17 დეკემბერს აიბი მთიების დირექტორატმა და აკადემიურმა საბჭომ აქტიურად იმუშავა შემაჯამებელი წერების დებულებაზე, რომელიც მორგებულია როგორც ონლაინ რეჟიმზე, ასევე სასკოლო სივრცეში მყოფ მოსწავლეებზე, და მათზე, რომელთაც ჰიბრიდული სწავლება აირჩიეს. სკოლა მზად არის სამივე რეჟიმის მოსწავლეებისათვის ჩაატაროს ცოდნის შემაჯამებელი სამუშაოები, რომელიც ხელს შეუწყობს მეორე სემესტრის მიზნობრივ და ხარისხიან დაგეგმარებას.

06-17.12.2021

აიბი მთიების საბაზო სკოლაში მიმდინარეობს პროექტი „მუსიკა ყველგან“. პროექტის ფარგლებში მუსიკით დაინტერესებულ მოსწავლეთათვის, აიბი მთიების პედაგოგის გიორგი ხურცილავას მოწვევით, ჯგუფი „ინფადუსი“-ს წევრებმა ჩაატარეს მასტერკლასი „როგორ შევქმნათ მუსიკალური კომპოზიცია“. https://youtu.be/8BasRNBCjE4

13-17.12.2021

13-17 დეკემბერს აიბი მთიების ტრანზიტულ სკოლაში სააღმზრდელო სამსახურისა და სკოლის ადმინისტრატორის ჩართულობით ჩატარდა  კვირეული “როგორ შევქმნათ ხელნაკეთი ნივთები“. მოსწავლეებმა სხვადასხვა ინსტრუმენტებისა და მასალის გამოყენებით ისწავლეს და შექმნეს ორნამენტები და საახალწლო მორთულობები. მიღებული ცოდნის საფუძველზე მოსწავლეები მორთავენ საკლასო ოთახებს.

11.12.2021

აიბი მთიებისა და კოლეჯი ,,სპექტრის’’ თანამშრომლობის ფარგლბში , მე-11 კლასის მოსწავლეთათვის დაგეგმილ პროგრამაში კიდევ ერთი სპეციალობა დაემატა  – შრომის უსაფრთხოება. მოსწავლეები, რომლებიც შეუერთდნენ ამ სპეციალობას, აღნიშნავენ, რომ კურსის გავლის შემდეგ კრიტიკულად მიუდგებიან უსაფრთოების ნორმების დაცვას, როგორც საზოგადოებრივ, ისე პირად სივრცეში.