07.02.2023

გსურს დაისვენო არაჩვეულებრივ ადგილას და ამავდროულად შეისწავლო ინგლისური ენა მაღალკვალიფიციურ პედაგოგებთან? დარეგისტრირდი ჩვენს საზაფხულო სკოლებში და გაატარე ზაფხულის ერთი კვირა საინტერესოდ. აიბი მთიები 10-დან 17 წლამდე მოსწავლეებს გთავაზობთ 2 კვირიან საზაფხულო სკოლას დიდ ბრიტანეთში Canford School. სასწავლო პროგრამის თარიღებია: 10 – 24 ივლისი. კურსის ღირებულება შეადგენს 3400 ფუნტს.  ფასი მოიცავს სრულ პაკეტს: აიბი მთიები 12-დან…

06.02.2023

აიბი მთიების მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სპორტულ შეჯიბრებებში. გასულ კვირას მათ ამხანაგურ ტურნირში მიიღეს მონაწილეობა და საკალათბურთო მატჩი ჩაატარეს ქართულ – ამერიკულ აკადემიასა და ბრიტანულ- ქართულ აკადემიასთან.

02.02.2023

აიბი მთიების ლიბრარიუმთან არსეული „თანამედროვე მკითხველთა კლუბის“ წევრებსა და მწერალ ტორესა მოსის შორის საინტერესო შეხვედრა შედგა. მწერალი მოზარდებს ესაუბრა თუ რამდენად შეიძლება იყოს ლიტერატურა წარმატების მოდერატორი. აქტიური დიალოგი გაიმართა თანამედროვე ავტორის შემოქმედების გარშემო. დიდი მადლობა ტორესა მოსის და ჩვენს მკითხველებს ასეთი საინტერესო შეხვედრისათვის.

01.02.2023

მშობელთა სივრცე – აიბი მთიების მორიგი ინოვაციური პროექტი, რომელიც სასწავლო სააღმზრდელო პროცესში მშობელთა ჩართულობას ეძღვნება. პროექტი მოიცავს სხვადასხვა თემას, ლექცია / დიალოგების წარმართვას. ასეთი შეხვედრები ხელს შეუწყობს თანამედროვე გამოწვევათა უკეთ გააზრებას, სკოლისა და მშობლის ურთიერთობის კულტურის ამაღლებას. პროექტის ფარგლებში ჩატარდა პირველი ინტერაქციული შეხვედრა მშობლებთან, თემაზე: როგორ გვეხმარება “ვეფხისტყაოსანი” ბავშვის აღზრდაში, რომელიც წარმართა პროექტის ხელმძღვანელმა, გია…

16.01.2023

აიბი მთიების მოსწავლეების ზამთრის ბანაკი ინგლისში . საინტერესო თავგადასავლები Bell English School in London-ში, სადაც მოსწავლეები ორი კვირის განმავლობაში სწავლობენ ზოგად ინგლისურს და ჩართულნი არიან სხვადასხვა შემეცნებით აქტივობებში

19.12.2022

აიბი მთიებში საშობაო საქველომოქმედო ბაზრობა გაიმართა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან ერთად. დაწყებითი, საბაზო და უმაღლესი სკოლის მოსწავლებმა ხელნაკეთი ნივთები და საახალწლო ნუგბარი გამოფინეს და გაყიდეს ამ აქციით მოსწავლეები უერთდებიან საქართველოს წითელი ჯვრის კამპანიას ,,მათ ვჭირდებით”, რომელიც განსაკუთრებული საჭიროების მქონე 400 შინმოვლის ბენეფიციარს გაულამაზებს შობის დღესასწაულს.

05.12.2022

დაიწყო აიბი მთიების თანამშრომლობის პირველი ეტაპი ევროპისა და აშშ-ს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რომლის მიზანია აიბი მთიების უფროსკლასელთა ჩართულობა მსოფლიო საგანმანათლებლო სისტემებში. STEAM განათლების დანერგვამ საშუალება მისცა უმაღლესი სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს ადაპტირდნენ საერთაშორისო საგანმანათლებლო სისტემებთან. პირველი შეხვედრა შედგა ავსტრიის ვებსტერის უნივერსიტეტთან ვებსტერის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორმა მარკ მეუმ უფროსკლასელთათვის ჩაატარა ლექცია თემაზე: ემოციური კომუნიკაციის ფსიქოლოგია.

02.12.2022

აიბი მთიებისა და კოლეჯ სპექტრის თანამშრომლობის ეფექტურობიდან გამომდინარე სამომავლო საქმიანობის განვითარებისთვის დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენს ევროპის ბიზნეს ასოციაცია. პროფესიული განათლების პოპულარიზაციის ფარგლებში შეხვედრა შედგა აიბი მთიების, კოლეჯ სპექტრსა და ევროპის ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებლებს შორის, რომლებმაც სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. ასევე მათ დაათვალიერეს კოლეჯი, გაეცნენ სხვადასხვა მიმართულებების საქმიანობებს და შეხვდნენ აიბი მთიების მოსწავლეებს, რომლებიც ამ ეტაპზე კოლეჯში ეუფლებიან…

29.11.2022

გია მურღულიას ახალი წიგნი ,,ცხრის ნახევარზე” წიგნის პრეზენტაცია 28 ნოემბერს თავისუფალ თეატრში შედგა მეგობრებისა და მკითხველის წინაშე. წიგნი სახელწოდებით ,,ცხრის ნახევარზე” საუბრობს ყველაფერზე, რასაც ჩვენი ცხოვრება ჰქვია: სიყვარულზე, ლიტერატურაზე, საქართველოზე, ხელოვნებასა და შემოქმედებაზე… “კაცობრიობამ არაერთი “ფიქრები”, “აზრები”, “ჩანაწერები” თუ “ნაკვესები” შემოგვინახა, და რა გასაკვირია, ყველა მათგანი ამა თუ იმ ეპოქის სურნელით იყოს გაჟღენთილი. ეს კი…

18.11.2022

აიბი მთიებში ჩატარდა ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის -ISO 9001:2015 გარე აუდიტის რესერთიფიცირება, რომელიც წარმართა ინტერტეკის წამყვანმა საერთაშორისო აუდიტორმა ჯავიდან მელიკოვამ. სკოლამ წარმატებით გაიარა რესერთიფიცირების ეტაპი, სრულად დააკმაყოფილა ISO 9001:2015 მოთხოვნები და მიიღო წინადადებები გაუმჯობესებისათვის

08.11.2022

აიბი მთიების წარმომადგენლობის ვიზიტი გერმანელ პარტნიორებთან IB -ს სათაო ოფისში განვითარების პერსპექტივების პროექტის ფარგლებში. აიბი მთიების გენერალური დირექტორი ნინო ჩიკვაიძე, ფინანსური მენეჯერი ანა ჯავახიშვილი და საგარეო ურთიერთობების სამსახურის მენეჯერი ტატო გახოკიძე ეწვივნენ IB-ის სათაო ოფისს ფრანკფურტში. სკოლა IB-თან 2008 წლიდან თანამშრომლობს და ის თანაპარტნიორია. ვიზიტის ფარგლებში დამფუძნებელთა კრებაზე გერმანელმა პარტნიორებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს აიბი…

31.10.2022

აიბი მთიებში წარმატებით წარიმართა და საერთაშორისო სტანდარტებთან სრულად შესაბამისობით შეფასდა ISO 45001-ის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის გარე აუდიტი. აუდიტის დროს შემოწმდა: წლიური და სამომავლო სამოქმედო გეგმები. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა სამუშაო შეხვედრები

20.10.2022

აიბი მთიებში ჩატარდა მენეჯმენტის სხდომა, სადაც განხილული იყო მიმდინარე აკადემიური და ადმინისტრაციული პროცესები, ახალი პროდუქტები და პრიორიტეტები, სკოლის სამომავლო გეგმები და მიზნები. ასევე, დამტკიცდა დაწყებითი, საბაზო და უმაღლესი სკოლების, ადმინისტრაციული სამსახურებისა და კათედრების სამუშაო მართვის პაკეტები. სხდომის დასასრულს გენერალურმა დირექტორმა ნინო ჩიკვაიძემ ჩაატარა აიბი მთიების განვითარების გეგმის პრეზენტაცია, რომელიც რამდენიმე დღეში ფინანსურ დირექტორ ანა ჯავახიშვილთან…

11.10.2022

აიბი მთიებში ჩატარდა ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის ჯანმრთელობის შემოწმება, რომელიც სკოლის ექიმმა შორენა რურუამ და მოწვეულმა ექიმებმა კამილა მურაჯოვამ და ნანა აბუაშვილმა წარმართეს

08.10.2022

დღეს აიბი მთიებმა მშობლებს უმასპინძლა. მათ შეხვდნენ დაწყებითი, საბაზო და უმაღლესი სკოლის მმართველი გუნდები, აღმზრდელ- პედაგოგები და საგნობრივი პედაგოგები. ჩატარდა პროგრამული პრეზენტაციები, სადაც მშობლებს გაეცნოთ აკადემიური მიმართულებები, აღმზრდელობითი სისტემის მუშაობა, სამოტივაციო პროექტები და აქტივობები, დღის რეჟიმის ფუნქციონირება და მისი მნიშვნელობა.