08.10.2022

დღეს აიბი მთიებმა მშობლებს უმასპინძლა. მათ შეხვდნენ დაწყებითი, საბაზო და უმაღლესი სკოლის მმართველი გუნდები, აღმზრდელ- პედაგოგები და საგნობრივი პედაგოგები. ჩატარდა პროგრამული პრეზენტაციები, სადაც მშობლებს გაეცნოთ აკადემიური მიმართულებები, აღმზრდელობითი სისტემის მუშაობა, სამოტივაციო პროექტები და აქტივობები, დღის რეჟიმის ფუნქციონირება და მისი მნიშვნელობა.

07.10.2022

დღეს აიბი მთიებში ამერიკულ- ქართული განათლების ცენტრის LEAF-ისა და სკოლის ორგანიზებით ჩატარდა განათლების საერთაშორისო გამოფენა, სადაც აიბი მთიების მე-12, მე-11 და მე-10 კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან უნივერსიტეტების წარდმომადგენლები. უმაღლესი სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ უნივერსიტეტებს, მათ პროგრამებს და მიეღოთ ინფორმაცია საზღვარგარეთ სწავლასა და დაფინანსებასთან დაკავშირებით. ასევე, აიბი მთიების უმაღლეს სკოლაში საფუძველი დაედო ევროპისა…

07.10.2022

კოლეჯ სპექტრსა და აიბი მთიებს შორის 2019 წელს გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები ირჩევენ მოკლვადიან სასერტიფიკატო კურსებს და ეუფლებიან სხვადასხვა პროფესიებს, რაშიც საკმაოდ დიდია მოსწავლეების დაინტერესება და ჩართულობა. წელს ამ პროექტში ჩართულია სრულად 60 მეთერთმეტე კლასელი. დღეს აიბი მთიების მე-11 კლასის მოსწავლეებს შეხვდა კოლეჯ “სპექტრის” დირექტორი მათე ტიკაძე, რომელიც მათ ესაუბრა პროფესიული განათლების…

06.10.2022

აიბი მთიების მე-8 კლასის 10 მოსწავლე მონაწილეობას იღებს Erasmus + -ის ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამაში “Tolerance Rules”, რომელიც იმართება ხორვატიაში. პროექტის ფარგლებში აიბი მთიების ორგანიზებით მოსწავლეებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში შედგა შეხვედრა საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორთან ქალბატონ ირინე ბართაიასთან, რომელმაც წარმართა საუბარი თემაზე: ევროპული ღირებულებები და ადამიანთა უფლებები. ეს დაეხმარება მოსწავლეებს გაიფართოონ წარმოდგენები აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით, იყვნენ…