აიბი მთიების უმაღლესი სკოლა
კოლეჯ სპექტრსა და აიბი მთიებს შორის 2019 წელს გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები ირჩევენ მოკლვადიან სასერტიფიკატო კურსებს და ეუფლებიან სხვადასხვა პროფესიებს, რაშიც საკმაოდ დიდია მოსწავლეების დაინტერესება და ჩართულობა.
წელს ამ პროექტში ჩართულია სრულად 60 მეთერთმეტე კლასელი.
დღეს აიბი მთიების მე-11 კლასის მოსწავლეებს შეხვდა კოლეჯ “სპექტრის” დირექტორი მათე ტიკაძე, რომელიც მათ ესაუბრა პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და მის განსაკუთრებულ როლზე სამომავლო კარიერაში.
მომავალი სამი თვე კოლეჯში საინტერესო დღეებს გაატარებენ ჩვენი მოსწავლეები, რომელთაც მნიშვნელოვან მეგზურობას გაუწევენ კოლეჯის დირექტორი და მისი კოლეგები.
დიდი მადლობა კოლეჯ “სპექტრს” და მათე ტიკაძეს თანამშრომლობისთვის და მოსწავლეების განათლებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.