05.05.2022

პროფესიულ კოლეჯ სპექტრში გაიმართა გამოფენა “პროფესიული განათლება წარმატებისთვის”, სადაც მოხდა პროფესიების გაცნობა და გაიმართა შეჯიბრი იმ პროფესიებში, რომელთაც სკოლის მოსწავლეები ეუფლებოდნენ გასულ თვეებში. აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს და გაიმარჯვეს შემდეგ მიმართულებებში: ექსპერიმენტალური სახლის აწყობა და კეთილმოწყობა; ელექტროობა. სასკოლო შეჯიბრის თითოეულ მიმართულებას ჰყავდა მხარდამჭერი კომპანია, რომელმაც დააჯილდოვა წარმატებული მოსწავლეები. აიბი მთიების გენერალურმა დირექტორმა,…

Details

02.05.2022

აიბი მთიების დაწყებით სკოლაში 5, 6 და 7 წლის მოსწავლეებისთვის დაიწყო სასწავლო წელს მიღებული ცოდნის შემაჯამებელი პროექტი: “წერე, იკითხე, იმეტყველე” პროექტში ჩართულია ყველა საგნობრივი გაერთიანება და სააღმზრდელო სამსახური, რომლებიც ერთობლივად მუშაობენ მოსწავლის კითხვის, წერისა და მეტყველების უნარების განვითარებასა და მიღებული ცოდნის შეჯამებაზე წარმატებები ჩვენს პატარა მოსწავლეებს!

Details

27.04.2022

“ლიტერატურა და თანამედროვე მკითხველი” სამოტივაციო აქტივობის ფარგლებში საბაზო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებმა, წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, ერთმანეთს მათთვის საინტერესო წიგნები აჩუქეს

19.04.2022

აიბი მთიებისა და ბრიტანული უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე ბრიტანულმა უნივერსიტეტმა ჩაატარა აიბი მთიების აბიტურიენტთა ინგლისური ენის ცოდნის დიაგნოსტიკური ტესტირება, რაც მიზნად ისახავდა ეროვნული გამოცდების იმიტაციას, საუნივერსიტეტო სივრცეში მოსწავლეების, როგორც მომავალი სტუდენტების, ადაპტაციის ხელშეწყობას და მნიშვნელოვანი რეკომენდაციების მიღებას გამოცდებისთვის დიდ მადლობას ვუხდით ბრიტანულ უნივერსიტეტს სასწავლო პროცესებში აქტიური თანამშრომლობისთვის

Details

19.04.2022

აიბი მთიები ტრადიციულად აგრძელებს ქველმოქმედებას მოსწავლეები მშობლებსა და თანამშრომლებთან ერთად სააღდგომო ნობათით უმასპინძლდებიან მიუსაფარ ადამიანებს, სტუმრობენ ეკლესია მონასტრებსა და მრავალშვილიან ოჯახებს

Details

15.04.2022

ხანგრძლივი პანდემიური მდგომარეობის შემდეგ აიბი მთიებმა განახორციელა მასშტაბური გასვლითი პროექტი ,,მოიარე და დაანახე საქართველო”, რომელიც ითვალისწინებდა შემეცნებით, სარელაქსაციო და საქველმოქმედო ტურს ქართლ – კახეთის რეგიონში და მიზნად ისახავდა უცნობი ღირსშესანიშნაობებისა და ისტორიული ძეგლების აღმოჩენასა და ფართო საზოგადოებისთვის გაზიარებას, ასევე მოსწავლეებში ეკო კულტურის განვითარებას ჰეშთეგით პროექტმა გააერთიანა დაწყებითი, საბაზო და უმაღლესი სკოლების 1300-ზე მეტი მოსწავლე და…

Details

15.04.2022

ამა წლის 18, 19, 20 მარტს აიბი მთიების დაწყებით, საბაზო და საშუალო სკოლაში ჩატარდება მოსწავლეთა ცოდნის შესამოწმებელი დიაგნოსტიკური ტესტირება

15.04.2022

აიბი მთიების სპორტის კათედრის სარელაქსაციო დღე მსხვილი მოტორიკის უნარების განსავითარებლად 5, 6 და 7 წლის მოსწავლეებისთვის. პედაგოგიური გუნდისა და აღმზრდელ პედაგოგების ჩართულობით მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში

14.04.2022

სამეცნიერო პიკნიკი აიბი მთიებში პროექტი: “დედამიწა ჩვენი სახლია – გარემო და ორგანიზმები” ყოველწლიურად საბუნებისტყველო მეცნიერებათა კათედრა საინტერესო და შემოქმედებით პროექტებს ახორციელებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია წლევანდელი პროექტი რადგან ონლაინ და ჰიბრიდული სწავლების შემდეგ ეს იყო პროექტი, სადაც მოსწავლეებს სკოლაში გუნდურად მუშაობისა და კვლევების განხორციელების შესაძლებლობა ჰქონდათ, და რომელიც წარმართეს დაწყებითი და საბაზო სკოლის მოსწავლეებმა. პროექტის ერთ-ერთ მთავარ…

Details

14.04.2022

აიბი მთიებში 15 აპრილს ხორციელდება პროექტი “მოიარე საქართველო”, რის ფარგლებშიც მოსწავლეები სხვადასხვა კულტურულ ღირსშესანიშნაობებს მოინახულებენ. წელს პირველად აიბი მთიების უმაღლესი სკოლის გასვლით აქტივობაში მონაწილეობენ პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტები, რომლებიც იზრუნებენ მოსწავლეებისთვის საინტერესო და შემოქმედებითი დღის შექმნაზე. ამ პროექტის ფარგლებში სკოლაში მოწვეული გვყავდა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი, ასოცირებული პროფესორი და საქართველოს ტურიზმის ასოციაციის საგანმანათლებლო კომიტეტის…

Details

14.04.2022

„მხოლოდ დედა ენა არის ენა სულისა და გულისა, ყველა უცხო ენანი კი არიან ენანი მეხსიერებისა. . . მხოლოდ დედა ენაზე შეიძლება ილოცოს ადამიანმა გულმხურვალედ.“ იაკობ გოგებაშვილი აიბი მთიები გილოცავთ დედაენის დღეს!

13.04.2022

აიბი მთიების უმაღლეს სკოლაში გაიმართა პროექტ “ვირტუსი”-ს ფინალური ნაშრომების დაცვა, სადაც ტექნიკური და ჰუმანიტარული სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო ნაშრომები შემდეგ თემებზე: რუსეთ- უკრაინის ომი; კრიმინალისტიკური ამოცანები; შეიარაღება- ომის თანამედროვე სახე; Travelling through your own mind; თაობათა შორის დაპირისპირება; ბრბოს ფსიქოლოგია; ჰომეოსტაზური დარღვევები ფსიქოსომატური დაავადებებისას – მიზეზები და შედეგები; მათემატიკა და არქიტექტურა; ელექტროობა და ცოცხალი ორგანიზმები;…

Details

08.04.2022

– აიბი მთიებისა და კოლეჯ სპექტრის 3 თვიანი პროფესიული განათლების კურსი წარმატებით დასრულდა. ჩვენი მოსწავლეები კოლეჯის ხელმძღვანელებისა და პედაგოგებისგან დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით. მათ კურსის განმავლობაში მიღებული თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა მნიშვნელოვნად გამოადგებათ მომავალ პროფესიებში. დიდ მადლობას ვუხდით სპექტრის გუნდს ასეთი აქტიური თანამშრომლობისთვის!

08.04.2022

აიბი მთიების ელემენტალური სკოლის პირველ და მეორე კლასებში დასრულდა  პროექტი „როგორ თანავცხოვრობთ პლანეტაზე“ შემაჯამებელი გაკვეთილებით. პედაგოგებმა მოსწავლეებთან ერთად განსხვავებული ფორმატით და საინტერესო ნამუშევრებით წარმოგვიდგინეს ორი კვირის განმავლობაში მიღებული ცოდნა