09.09.2022

09.09.2022 – აიბი მთიებში სასწავლო პროცესის მოსამზადებელი პერიოდი მიმდინარეობს: ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის ტრენინგები, მოწვეულ სტუმრებთან საკონსულტაციო შეხვედრები აკადემიური მიმართულებისა და სწავლების ტექნიკების გასაუმჯობესებლად, აკადემიური და აღმზრდელობითი პროცესების შინაარსობრივი და სტრუქტურული დაგეგმვა, ახალი მიმართულებებისა და საინტერესო პროექტების შინაარსობრივი და საორგანზიაციო დაგეგმვა შევხვდებით 14 სექტემბერს!

01.09.2022

აიბი მთიების 70-ვე კურსდამთავრებული სტუდენტია!!! გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას! ჩვენი მოსწავლეები სწავლას საქართველოსა და უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელებენ წარმატებულ სტუდენტობას გისურვებთ!

21.06.2022

სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხში, ევროპული ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებითა და ევროკავშირის მხარდაჭერით პირველად გაიმართა „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2022“. ფორუმს დაესწრო 200-ზე მეტი მონაწილე, მათ შორის ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების, სხვადასხვა სექტორული ბიზნესის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ფორუმზე მიწვეულნი იყვნენ აიბი მთიების დამფუძნებელი და…

03.06.2022

3 ივნისს ყვარელში, ილიას ტბაზე გაიმართა წლის შემაჯამებელი შემოქმედებით – სარელაქსაციო დღე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო აიბი მთიების 1400-მდე მოსწავლემ, 600-მდე მშობელმა და სკოლის ყველა თანამშრომელმა აიბი მთიებმა უმაპსინძლა უკრაინიდან ჩამოსულ ოჯახებს, რომლებიც სიამოვნებით ჩაერთვნენ სხვადასხვა აქტიბობებში პროექტის მხარდამჭერი იყო საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაცია

31.05.2022

3 ივნისს ყვარელში, ილიას ტბაზე იმართება წლის შემაჯამებელი შემოქმედებით სარელაქსაციო დღე, რომელშიც მონაწილეობას იღებს აიბი მთიების ყველა მოსწავლე 5-დან 18 წლამდე და ასევე სკოლის ყველა თანამშრომელი. ამ პროექტში აიბი მთიები მასპინძლობს უკრაინიდან ჩამოსულ ოჯახებს. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაცია და მათი შუამდგომლობით დღეს შედგა პროექტის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა უკრაინელ ოჯახებთან

25.05.2022

აიბი მთიები გთავაზობთ საზაფხულო სკოლას დიდ ბრიტანეთში! თარიღი: 11 – 25 ივლისი ასაკი: 8-დან 16-მდე კურსის ხანგრძლივობა: 2 კვირა მდებარეობა: კენფორდის სკოლა, დიდი ბრიტანეთი ინგლისურის დონე: A1(დამწყები) და ზემოთ ფასი: 2850£ ფუნტი ფასი მოიცავს: ავიაბილეთი თბილისი – ლონდონი – თბილისი სასწავლო პროგრამა საცხოვრებელი სამჯერადი კვება ტრანსფერი: აეროპორტი – სკოლა – აეროპორტი სამოგზაურო დაზღვევა ექსკურსიები (ლონდონი,…

23.05.2022

აიბი მთიების პარტნიორ – კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაცია, რომელიც არის ინოვაციური პროექტი ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო სფეროში. პროგრამა ხორციელდება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით საფრანგეთის რენის უნივერსიტეტთან ერთად. პროგრამის დასრულებისას სტუდენტი იღებს ორმაგ დიპლომს: კავკასიის უნივერსიტეტისა და რენის ბიზნეს სკოლის დიპლომებს. ხვალ გაიმართება შეხვედრა დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებთან, სადაც ისინი მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას სასწავლო პროგრამის,…

23.05.2022

აიბი მთიები იწყებს სურსათის უვნებლობის ახალი საერთაშორისო სტანდარტის HACCP- ის დანერგვას, რაც უზრუნველყოფს საკვები პროდუქტების მეტ უსაფრთხოებას და აკმაყოფილებს საქართველოს საკანონმდებლო სისტემისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს. მიუხედავად იმისა, რომ აიბი მთიები უკვე წლებია არის ორი საერთაშორისო სტანდარტის, ISO 9001 და ISO 45001 -ის მფლობელი, ის აგრძელებს ხარისხის განვითარებაზე ზრუნვას და როგორც საქართველოს საკანონმდებლო სისტემის, ასევე…

16.05.2022

აიბი მთიებს გერმანელი პარტნიორები, IB-ის ბორდის წევრები ესტუმრნენ, დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა, შეხვდნენ ხელმძღვანელებს და ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე

11.05.2022

აიბი მთიების აკადემიურმა გუნდმა შეიმუშაავა 2022-2023 სასწავლო წლის სასწავლო და სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამების პაკეტი. პროგრამების დასრულებულ პაკეტს გაეცნობიან სკოლის მოსწავლეები და მშობლები შემდეგი განრიგის მიხედვით: დაწყებითი სკოლა კლასი თარიღი დრო შეხვდერის ფორმატი პასუხისმგებელი პირი I კლასების მშობელთა სათათბიროს წევრებთან შეხვედრა 11.05 15:00 სთ ზუმის პლათფორმა ნ.აბაშიძე ს.შარაშიძე II კლასების მშობელთა სათათბიროს წევრებთან შეხვედრა 11.05 16:00 სთ…

19.04.2022

აიბი მთიები ტრადიციულად აგრძელებს ქველმოქმედებას მოსწავლეები მშობლებსა და თანამშრომლებთან ერთად სააღდგომო ნობათით უმასპინძლდებიან მიუსაფარ ადამიანებს, სტუმრობენ ეკლესია მონასტრებსა და მრავალშვილიან ოჯახებს

15.04.2022

ამა წლის 18, 19, 20 მარტს აიბი მთიების დაწყებით, საბაზო და საშუალო სკოლაში ჩატარდება მოსწავლეთა ცოდნის შესამოწმებელი დიაგნოსტიკური ტესტირება

14.04.2022

„მხოლოდ დედა ენა არის ენა სულისა და გულისა, ყველა უცხო ენანი კი არიან ენანი მეხსიერებისა. . . მხოლოდ დედა ენაზე შეიძლება ილოცოს ადამიანმა გულმხურვალედ.“ იაკობ გოგებაშვილი აიბი მთიები გილოცავთ დედაენის დღეს!

30.03.2022

აიბი მთიების თანამშრომელთათვის ჩატარდა ტრენინგი შრომის უსაფრთხოების შესახებ. ტრენინგის ორგანიზატორი შპს „ბიზნეს უსაფრთხოების ასოციაცია“ ტრენინგის წამყვანი ნიკა ხარაშვილი