02.11.2021
დასრულდა მათემეტიკის კათედრის მიერ ორგანიზებული პროექტი „კანონზომიარებათა ალგებრა“ პროექტ „ლაბორატორიის“ ფარგლებში. აიბი მთიების საბაზო სკოლის მოსწავლეებმა დაამუშავეს თემები და წარადგინეს პრეზენტაციები აუდიტორიის წინაშე.
დასრულდა მათემეტიკის კათედრის მიერ ორგანიზებული პროექტი „კანონზომიარებათა ალგებრა“ პროექტ „ლაბორატორიის“ ფარგლებში. აიბი მთიების საბაზო სკოლის მოსწავლეებმა დაამუშავეს თემები და წარადგინეს პრეზენტაციები აუდიტორიის წინაშე.
აიბი მთიების საბაზო სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა მწერალ თამარ გეგეშიძის მხარვრული წერის მასტერკლასი, პროექტის „ჩემი ლიტერატურული დებიუტი“ ფარგლებში.
2021 წლის 3-5 ნოემბერს აიბი მთიებში ჩატარდება შრომის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის საერთასორისო სტანდარტის ISO : 45001-2018 გარე აუდიტორის მონიტორინგი, რესერთიფიცირების მიზნით. აუდიტის ფარგლებში შემოწმდება ორგანიზაციაში მოსწავლეთა და თანამშრომელთა შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და მოთხოვნების საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობა. რესერტიფიცირების პროცესს წარმართავს საერთაშორისო აუდიტორული და მასერტიფიცირებელი კომპანია ინტერტეკის წამყვანი აუდიტორი.
პროექტ “სამკუთხედის” ფარგლებში გრძელდება თანამშრომლობა აიბი მთიებსა და უნივერსიტეტებს შორის. ჩვენი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ბრიტანულ სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრნენ, სადაც მათ შეხვდა რექტორის მოადგილე ლაშა მარკოზაშვილი, რომელმაც გააცნო ბრიტანული უნივერსიტეტის პროგრამებისა და სერვისების თავისებურებები. მოსწავლეებს ასევე უმასპინძლა ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა რევაზ მიქაძემ და უნივერსიტეტის დამფუძნებელი ორგანიზაციის ვიცე პრეზიდენტმა მიხეილ გურგენიძემ, რომელთან ერთადაც…
დღეს აიბი მთიების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები: მარკეტინგული ღონისძიებების მენეჯერი – მერი ხვიჩია, კავკასიის სამართლის სკოლის დეკანი – სოფო შენგელია და კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი – დავით ნატროშვილი. მათ გააცნეს უნივერსიტეტის სხვადასხვა პროგრამები და სწავლების მეთოდოლოგია, ესაუბრნენ დაფინანსების შესაძლებლობებსა და სტუდენტური რესურსების შესახებ. ასევე კავკასიის უნივერსიტეტის მარკეტინგული ღონისძიებების მენეჯერმა…
აიბი მთიებისა და კოლეჯ “სპექტრის” თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა მოკლევადიანი სასერთიფიკატო კურსების პრეზენტაცია. სკოლის გენერალური დირექტორი ნინო ჩიკვაიძე მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებს ესაუბრა მეორადი პროფესიების არჩევისა და სხვადასხვა ხელობის დასწავლის მნიშვნელობაზე. მოსწავლეებს საშუალება ექნებათ აირჩიონ მათთვის სასურველი კურსი და გაიარონ თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები კოლეჯ “სპექტრში”.
„მსოფლიოს ცნობილი ნაგებობები“ და „კოსმოსი“ ეს არის თემები, რომელის გარშემოც, ინგლისური ენის კათედრის ჩართულობით, მუშაობდნენ დაწყებითი სკოლის მოსწავლეები, პროექტ „სახელოსნოს“ ფარგლებში. მოსწავლეები ერთი კვირის განმავლობაში ეცნობოდნენ თემასთან დაკავშირებულ მასალებს და ძალიან საინტერესო ნამუშევრების პრეზენტაცია მოაწყვეს.
პროექტი “სამკუთხედი”-ს ყოველკვირეული შეხვედრების ფარგლებში აიბი მთიების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები სტუდენტური ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციების მიღებას აგრძელებენ. დღეს ისინი შეხვდნენ ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის წარმომადგენელს – ანა ჭიპაშვილს, რომელიც მათ ბაკალავრის შეფასების სისტემაზე ესაუბრა. ანა გახლავთ ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის გარე კომუნიკაციებისა და კარიერის ცენტრის ხელმძღვანელი.
აიბი მთიების ზოგადი განათლების უმაღლეს სკოლაში დაიწყო აკადემიური პროექტი “ვირტუსი“
აიბი მთიებში მიმდინარეობს თანამშრომლების ჯანმრთელობის შემოწმება, რომელსაც ანხორციელებს მოწვეული ექიმების ჯგუფი მე-14 შერეული პოლიკლინიკიდან. ჩვენ უზრუნველვყოფთ მოსწავლისა და თანამშრომლის უსაფრთხო გარემოს.
“ჩემი ლიტერატურული დებიუტი” – ეს არის პროექტი, რომელზეც ერთი კვირის განმავლობაში მუშაობდნენ აიბი მთიების ტრანზიტული სკოლის მოსწავლეები. მათ უნდა შეექმნათ საინტერესო ბიოგრაფიის მქონე მწერალი, რომესაც უნდა ეცხოვრა მათივე ფანტაზიით შექმნილ ეპოქაში, და ამ მწერალს უნადა დაეწერა ლიტერატურული ნაწარმოები. ჩვენმა მოსწავლეებმა არაჩვეულებრივად გაართვეს თავი ამ სამუშაოს. დაიწერა ზღაპრები, მოთხრობები, ნოველები, შეიქმნა კომიქსები, ილუსტრაციები, რომლებიც ხელნაწერ წიგნებად…
პროექტი “სამკუთხედი” _ აიბი მთიებისა და უმაღლესი სასწავლებლების ერთობლივი პროექტის ფარგლებში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა ზურა მხეიძემ, რომელიც გახლავთ ფსიქოლოგი და მკვლევარი სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით, ასევე ფსიქოლოგიისა და ნეირომეცნიერების ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ის მომავალ სტუდენტებს ესაუბრა საუნივერსიტეტო ცხოვრების მოლოდინებსა და სტრესის მართვასთან დაკავშირებულ თემებზე.
აიბი მთიების საბაზო სკოლაში დაიწყო სასწავლო აკადემიური პროექტი “ლაბორატორია”
აიბი მთიების ხუთივე სკოლაში დაიწყო სასწავლო – სააღმზრდელო, შემოქმედებითი პროექტი “გახდი ავტორი”