19.04.2022

აიბი მთიებისა და ბრიტანული უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე ბრიტანულმა უნივერსიტეტმა ჩაატარა აიბი მთიების აბიტურიენტთა ინგლისური ენის ცოდნის დიაგნოსტიკური ტესტირება, რაც მიზნად ისახავდა ეროვნული გამოცდების იმიტაციას, საუნივერსიტეტო სივრცეში მოსწავლეების, როგორც მომავალი სტუდენტების, ადაპტაციის ხელშეწყობას და მნიშვნელოვანი რეკომენდაციების მიღებას გამოცდებისთვის დიდ მადლობას ვუხდით ბრიტანულ უნივერსიტეტს სასწავლო პროცესებში აქტიური თანამშრომლობისთვის

19.04.2022

აიბი მთიები ტრადიციულად აგრძელებს ქველმოქმედებას მოსწავლეები მშობლებსა და თანამშრომლებთან ერთად სააღდგომო ნობათით უმასპინძლდებიან მიუსაფარ ადამიანებს, სტუმრობენ ეკლესია მონასტრებსა და მრავალშვილიან ოჯახებს

15.04.2022

ხანგრძლივი პანდემიური მდგომარეობის შემდეგ აიბი მთიებმა განახორციელა მასშტაბური გასვლითი პროექტი ,,მოიარე და დაანახე საქართველო”, რომელიც ითვალისწინებდა შემეცნებით, სარელაქსაციო და საქველმოქმედო ტურს ქართლ – კახეთის რეგიონში და მიზნად ისახავდა უცნობი ღირსშესანიშნაობებისა და ისტორიული ძეგლების აღმოჩენასა და ფართო საზოგადოებისთვის გაზიარებას, ასევე მოსწავლეებში ეკო კულტურის განვითარებას ჰეშთეგით პროექტმა გააერთიანა დაწყებითი, საბაზო და უმაღლესი სკოლების 1300-ზე მეტი მოსწავლე და…

15.04.2022

ამა წლის 18, 19, 20 მარტს აიბი მთიების დაწყებით, საბაზო და საშუალო სკოლაში ჩატარდება მოსწავლეთა ცოდნის შესამოწმებელი დიაგნოსტიკური ტესტირება

15.04.2022

აიბი მთიების სპორტის კათედრის სარელაქსაციო დღე მსხვილი მოტორიკის უნარების განსავითარებლად 5, 6 და 7 წლის მოსწავლეებისთვის. პედაგოგიური გუნდისა და აღმზრდელ პედაგოგების ჩართულობით მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში

14.04.2022

სამეცნიერო პიკნიკი აიბი მთიებში პროექტი: “დედამიწა ჩვენი სახლია – გარემო და ორგანიზმები” ყოველწლიურად საბუნებისტყველო მეცნიერებათა კათედრა საინტერესო და შემოქმედებით პროექტებს ახორციელებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია წლევანდელი პროექტი რადგან ონლაინ და ჰიბრიდული სწავლების შემდეგ ეს იყო პროექტი, სადაც მოსწავლეებს სკოლაში გუნდურად მუშაობისა და კვლევების განხორციელების შესაძლებლობა ჰქონდათ, და რომელიც წარმართეს დაწყებითი და საბაზო სკოლის მოსწავლეებმა. პროექტის ერთ-ერთ მთავარ…

14.04.2022

აიბი მთიებში 15 აპრილს ხორციელდება პროექტი “მოიარე საქართველო”, რის ფარგლებშიც მოსწავლეები სხვადასხვა კულტურულ ღირსშესანიშნაობებს მოინახულებენ. წელს პირველად აიბი მთიების უმაღლესი სკოლის გასვლით აქტივობაში მონაწილეობენ პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტები, რომლებიც იზრუნებენ მოსწავლეებისთვის საინტერესო და შემოქმედებითი დღის შექმნაზე. ამ პროექტის ფარგლებში სკოლაში მოწვეული გვყავდა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი, ასოცირებული პროფესორი და საქართველოს ტურიზმის ასოციაციის საგანმანათლებლო კომიტეტის…

14.04.2022

„მხოლოდ დედა ენა არის ენა სულისა და გულისა, ყველა უცხო ენანი კი არიან ენანი მეხსიერებისა. . . მხოლოდ დედა ენაზე შეიძლება ილოცოს ადამიანმა გულმხურვალედ.“ იაკობ გოგებაშვილი აიბი მთიები გილოცავთ დედაენის დღეს!

13.04.2022

აიბი მთიების უმაღლეს სკოლაში გაიმართა პროექტ “ვირტუსი”-ს ფინალური ნაშრომების დაცვა, სადაც ტექნიკური და ჰუმანიტარული სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო ნაშრომები შემდეგ თემებზე: რუსეთ- უკრაინის ომი; კრიმინალისტიკური ამოცანები; შეიარაღება- ომის თანამედროვე სახე; Travelling through your own mind; თაობათა შორის დაპირისპირება; ბრბოს ფსიქოლოგია; ჰომეოსტაზური დარღვევები ფსიქოსომატური დაავადებებისას – მიზეზები და შედეგები; მათემატიკა და არქიტექტურა; ელექტროობა და ცოცხალი ორგანიზმები;…

08.04.2022

– აიბი მთიებისა და კოლეჯ სპექტრის 3 თვიანი პროფესიული განათლების კურსი წარმატებით დასრულდა. ჩვენი მოსწავლეები კოლეჯის ხელმძღვანელებისა და პედაგოგებისგან დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით. მათ კურსის განმავლობაში მიღებული თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა მნიშვნელოვნად გამოადგებათ მომავალ პროფესიებში. დიდ მადლობას ვუხდით სპექტრის გუნდს ასეთი აქტიური თანამშრომლობისთვის!

08.04.2022

აიბი მთიების ელემენტალური სკოლის პირველ და მეორე კლასებში დასრულდა  პროექტი „როგორ თანავცხოვრობთ პლანეტაზე“ შემაჯამებელი გაკვეთილებით. პედაგოგებმა მოსწავლეებთან ერთად განსხვავებული ფორმატით და საინტერესო ნამუშევრებით წარმოგვიდგინეს ორი კვირის განმავლობაში მიღებული ცოდნა

08.04.2022

აიბი მთიების ელემენტალური სკოლის 5 წლიანთა ჯგუფებში შეჯამდა პროექტი „როგორ თანავცხოვრობთ პლანეტაზე“ პროექტში მონაწილე ყველა საგნობრივი გაერთიანებების ინტეგრირებული, თეატრალიზებული წარმოდგენით

05.04.2022

აიბი მთიების 5, 6 და 7 წლის მოსწავლეებისთვის განხორციელდა პროექტი “მოიარე საქართველო”, რომელიც ითვალისწინებდა მიმდინარე პროექტის “როგორ ვთანაცხოვრობთ პლანეტაზე” სასკოლო სივრცეში მიღებული ცოდნის შეჯამებას გარე სივრცეში, პედაგოგიური გუნდისა და აღმზრდელ პედაგოგების ჩართულობით მოსწავლეებმა მოინახულეს ეკლესია-მონასტრები, შეაგროვეს შესაწირი და ჩაატარეს სარელაქსაციო აქტივობები ბუნებაში

04.04.2022

აიბი მთიების მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებს შეხვდა ფსიქოლოგი ნანა გოგიჩაშვილი. შეხვედრის თემას წარმოადგენდა “აბიტურიენტის პასუხისმგებლობის გაცნობიერება და ახალი გამოწვევები” ჩვენს მოსწავლეებს წინ ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო წელი ელოდებათ, სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი მზაობა და შემართება