15.11.2021

აიბი მთიების მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს. უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი გულნაზი გალდავა მოსწავლეებს ესაუბრა პროფესიის არჩევის პერსპექტივებზე და გააცნო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები და სწავლების კონცეფცია. მოსწავლეებმა ასევე დაათვალიერეს კრიმინალისტიკის ლაბორატორია, სადაც უმასპინძლა ლაბორატორიის ხელმძღვანელმა პროფესორმა გია დეკანოზიშვილმა. მადლობას ვუხდით პარტნიორ უნივერსიტეტს თანადგომისათვის და, კერძოდ, უნივერსიტეტის ვიცე კანცლერს ბ. გიორგი თავხელიძეს.

15.11.2021

დღეს აიბი მთიებში დაიწყო ხარისხის მართვის მენეჯმენტის გარე აუდიტი ISO 9001:2015, რომელიც მიზნად ისახავს აიბი მთიებში მენეჯმენტის მუშაობის ეფექტურობის განსაზღვრას

12.11.2021

„ცოდნის ტრანსფერი“ აიბი მთიების ელემენტალური სკოლის მეორე კლასის მოსწავლები აქტიურად ჩაერთნენ ქართული ენისა და მათემატიკის კათედრის ინტეგრირებულ სამოტივაციო აქტივობაში „კოდირებული ანდაზის დეკოდირება“. მოსწავლეებმა ხალისით გააერთიენეს მათემატიკისა და ქართულის საგნებში მიღებული ცოდნა.

12.11.2021

აიბი მთიების ტრანზიტული სკოლის მოსწავლეები ერთი კვირის განმავლობაში მუშაობდნენ თემებზე: „გაყოფის საიდუმლო“, „მსოფლიოს საათობრივი სატყელები“,  პროექტ „კრეატივის“ ფარგლებში. კვირის განმავლობაში, პროექტის დამუშავების პროცესში, მოსწავლეებთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართული მათემატიკის კათედრის პედაგოგები. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ძალიან კარგად დამუშავებული თემები და ასევე ტექნიკურად  გამართული ციფრული პრეზენტაციები  

12.11.2021

„ვაკეთოთ, ვისწავლოთ“ აიბი მთიების ელემენტალური სკოლის პირველი კლასის მოსწავლებმა წარმოგვიდგინეს ნაძერწი ნამუშევრები, მათემატიკის კათედრის მიერ განხორცილებულ სამოტივაციო აქტივობის ფარგლებში „სწავლა კეთებით“.

10.11.2021

მიმდინარე წელს, ICPC-ს მსოფლიო 44-ე ფინალზე ჯოზეფ ს. დებლასის ჯილდო განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა პროფესორ ჰამლეტ მელაძეს – ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში შეტანილი წვლილისათვის კომპიუტერული ხელოვნებისა და მეცნიერების წინსვლაში, აგრეთვე ჩრდილოეთ ევრაზიისა და მთელი მსოფლიოს ნიჭიერი სტუდენტებისთვის შესაძლებლობების მიცემისათვის. ICPC წარმოაგენს კომპიუტინგის უდიდეს ასოციაციას მსოფლიოში, მისი მიზანია ხელი შეუწყოს დარგის განვითარებას მთელს მსოფლიოში და თავისი…

08.11.2021

აიბი მთიების დაწყებითი სკოლში მიმდინარეობს პროექტი „საგამოფენო სივრცე აიბი მთიებში“, რომელიც დაიგეგმა და განხორციელდა საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრასთან ერთად მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ პროექტში და წარმოგნიდგინეს ძალიან საინტერესო ნამუშევრები

08.11.2021

აიბი მთიების ელემენტალურ სკოლაში ძალიან საინტერესოდ და შემოქმედებითად წარიმართა პროექტი „საგამოფენო სივრცე აიბი მთიებში“, რომელიც განხორციელდა საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრასთან ერთად. პროექტის ფარგლებში ელემენტალური სკოლის მოსწავლეებმა შექმნეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეების მაკეტები და გააერთიანეს საქართველოს რუკა.

05.11.2021

აიბი მთიებში გრძელდება შრომის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის საერთაშორისო სტანდარტის ISO : 45001-2018 გარე აუდიტორის მონიტორინგი, რესერთიფიცირების მიზნით. დღე მესამე: აუდიტორი შეხვდა აიბი მთიების ფსიქოლოგს ნანა გოგიჩაიშვილს, სადაც განიხილეს: ფსიქოლოგისა და აღმზრდელ-პედაგოგების ერთობლივი მუშაობის სისტემა, რისკ ჯგუფის მოსწავლეებთან მუშაობის სტრუქტურა, პანდემიის მდგომარეობისა და ონლაინ სწავლების მახასიათებლები და მათი გავლენა მოსწავლეების ფსიქო კლიმატზე. აუდიტორის ვიზიტი გაგრძელდა უმაღლესი…

05.11.2021

2019 წელს კოლეჯ სპექტრსა და აიბი მთიებს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგლებში სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები ირჩევენ მოკლვადიან სასერტიფიკატო კურსებს და ეუფლებიან სხვადასხვა პროფესიებს, რაშიც საკმაოდ დიდია მოსწავლეების დაინტერესება და ჩართულობა. დღეს აიბი მთიების მე-11 კლასის მოსწავლეებს შეხვდა კოლეჯ სპექტრის დირექტორი მათე ტაკიძე, რომელმაც საინტერესო მეგზურობა გაუწია მათ და გააცნო პროფესიული პროგრამები.

05.11.2021

პროექტ “სამკუთხედის” ფარგლებში აიბი მთიებში საუნივერსიტეტო საათზე მოწვეული იყო რობაქიძის უნივერსიტეტის დოქტორანტი ოთარ ანდრიაძე, რომელმაც წაიკითხა ლექცია თემაზე “მოტივაცია”, სადაც განხილული იყო შემდეგი საკითხები: მომავლის დაგეგმარება, მისი განხორციელების გზები და თვითშეფასების უნარის განვითარება.

04.11.2021

აიბი მთიებში გრძელდება შრომის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის საერთაშორისო სტანდარტის ISO : 45001-2018 გარე აუდიტორის მონიტორინგი, რესერთიფიცირების მიზნით.  დღე მეორე: —-  დღეს გაიმართა შეხვედრა აუდიტორსა და ხარისხის სამსახურის მენეჯერ სალომე ჩხეიძეს შორის, სადაც აუდიტს დაექვემდებარა: ·      2020-2021 სასწავლო წელს ჩატარებული სამუშაობის ანალიზი აიბი მთიების მმართველი გუნდის მიერ. —-  ჩატარდა სასადილო დარბაზისა  და სამზარეულოს მონიტორინგი,…

03.11.2021

დღეს აიბი მთიებში დაიწყო შრომის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის საერთაშორისო სტანდარტის ISO : 45001-2018 გარე აუდიტორის სამდღიანი მონიტორინგი, რესერთიფიცირების მიზნით. დღე პირველი 1.      ჩატარდა გახსნითი შეხვედრა სკოლის დირექტორატთან. 2.      შედგა სამუშაო შეხვედრა აიბი მთიების გენერალურ დირექტორ ნინო ჩიკვაიძესთან, სადაც განიხილეს: –2020-2021 სასწავლო წელს აიბი მთიების შრომის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტით…

02.11.2021

დასრულდა მათემეტიკის კათედრის მიერ ორგანიზებული პროექტი „კანონზომიარებათა ალგებრა“ პროექტ „ლაბორატორიის“ ფარგლებში. აიბი მთიების საბაზო სკოლის მოსწავლეებმა დაამუშავეს თემები და წარადგინეს პრეზენტაციები აუდიტორიის წინაშე.

01.11.2021

აიბი მთიების საბაზო სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა მწერალ თამარ გეგეშიძის მხარვრული წერის მასტერკლასი, პროექტის „ჩემი ლიტერატურული დებიუტი“ ფარგლებში.