04.12.2023

2023-2024 წლის სეზონის შესანიშნავი დასაწყისი. საკალათბურთო შეხვედრა ჩვენ მეგობარ ევროპულ სკოლასთან აიბი მთიების გუნდის გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 51:41

30.11.2023

აიბი მთიები საქართველოდან წარმოგიდგენთ CNN-ის პროექტში Call to Earth მონაწილე დოკუმენტურ ფილმს, რომელიც შეიქმნა ჩვენი საბუნებისმეტყველო კათედრისა და მოსწავლეების მიერ. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა იკვლიეს და წარმოადგინეს გარემოს დაცვისა და კლიმატური ცვლილებების საკითხები. განსაკუთრებული მადლობა, რეჟისორს, ბატონ გიორგი მორბედაძეს.

Details

28.11.2023

აიბი მთიები აგრძელებს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში ინტეგრაციას. აიბი მთიების დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ნინო ჩიკვაიძემ, დღეს აიბი მთიების უმაღლესი სკოლის ხელმძღვანელთან, რამაზ ფარესაშვილთან და ინგლისური ენის პედაგოგთან, თამუნა რუხაძესთან ერთად მმართველ გუნდის წინაშე წარადგინა ა/წ ოქტომბერსა და ნოემბერში ამსტერდამსა და კემბრიჯში საქმიანი ვიზიტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილები, სიახლეები და სამომავლო გეგმები.

21.11.2023

აიბი მთიებში ჩატარდა ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის – ISO 9001:2015 და შრომის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის საერთაშორისო სტანდარტის ISO 45001:2018 გარე აუდიტი,რომელიც წარმართეს ინტერტეკის წამყვანმა საერთაშორისო აუდიტორებმა. აუდიტის ფარგლებში შემოწმდა: სკოლამ წარმატებით გაიარა გარე აუდიტი, სრულად დააკმაყოფილა ISO 9001:2015 მოთხოვნები და მიიღო წინადადებები გაუმჯობესებისათვის.

Details

20.11.2023

მიმდინარე წლის 14-16 ნოემბერს სამუშაო ვიზიტით კემბრიჯში იმყოფებოდა IB მთიების დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ნინო ჩიკვაიძე და ინგლისური ენის პედაგოგი თამარ რუხაძე. ვიზიტი ორგაბიზებული იყო British Educational Institution DUKES– ის წარმომადგენლის, მუსაბ ნასერ ანგუდის, მიერ. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა Cardiff Sixth Form და ST. Andrew’s კოლეჯებთან. ქართულ დელეგაციას უმასპინძლა Cardiff Sixth Form აკადემიური პროგრამების მენეჯერმა…

Details

16.11.2023

თანამედროვე განათლება დიდი ხანია გაცდა საკლასო ოთახებს. გლობალური აზროვნების განვითარებისათვის კი აუცილებელია სხვა ქვეყნის კულტურის, განათლებისა და ცოდნის გაზიარება. სწორედ ამიტომ აიბი მთიების მე-11 კლასის მოსწავლეები დღეს ბიზნეს ინგლისურის სასწავლო კურსის ფარგლებში დაესწრნენ ვენის ვებსტერის უნივერსიტეტის ონლაინ ლექციას თემაზე “კომუნიკაციის უნარები”. მათ ასევე ჰქონდათ საშუალება დაესვათ მათთვის საინტერესო შეკითხვები პროფესორ ანტონი ლოსტედტისთვის და მიეღოთ მონაწილეობა…

Details

15.11.2023

გვაქვს პატივი, გაგაცნოთ აიბი მთიების მოხალისეები, ამჯერად უკვე სერტიფიცირებულები საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის მიერ. დიდი სიამაყით გატყობინებთ, რომ ჩვენი STEAM პროექტის ,,ქართული ფოლკლორი”. შემეჯამებელ-საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვით, 3 საათში მოვახერხეთ 8312 ლარის შეგროვება პალესტინა-ისრაელის კრიზისში დაზარალებული ბავშვებისათვის. დიდი მადლობა ყველას მეგობრობისა და მონაწილეობისათვის! Georgia Red Cross Society / საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება

Details

09.11.2023

მეცნიერების მსოფლიო დღე-სთან დაკავშირებით “ევროპის უნივერსიტეტის” სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა ეკა კაველიძემ კერძო სკოლა Ib Mthiebi / Ib მთიები-ს მე-11 და მე-12 კლასელებისთვის ვორქშოპი თემაზე: “როგორ მოვამზადოთ სამეცნიერო ნაშრომი“ ჩაატარა. ვორქშოპის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია სამეცნიერო ნაშრომის ძირითადი სტრუქტურის და მახასიათებლების შესახებ. მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის “ევროპის უნივერსიტეტის“ შესახებ პრეზენტაცია სტუდენტთა…

Details

07.11.2023

აიბი მთიები, საქართველოს წითელი ჯვარი, ანსამბლი ,,მართვე”და კოლეჯი ,,სპექტრი” გთავაზობთ შემაჯამებელ-საქველმოქმედო ღონისძიებას – STEAM პროექტი ,,ქართული ფოლკლორი’’ ღონისძიების მხარდამჭერია ბაზარი ორბელიანზე და გარდენია შევარდნაძე. აიბი მთიებში რამდენიმე თვის მანძილზე განხორციელდა STEAM საგანმანათლებლო სისტემით სწავლება, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს და საკუთარი ხელით შექმნეს ქართული რეწვის ნიმუშები, შეისწავლეს ხალხური საბრძოლო და შრომის სიმღერები, ისწავლეს კერამიკის, ჭედურობისა და…

Details

06.11.2023

1 და 2 ნოემბერს დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარებმა, მიხეილ უკლებამ და მერაბ ანთაძემ გამართეს შეხვედრები სკოლა პანსიონ „აიბი მთიების“ მოსწავლეებთან. სალექციო შეხვედრები დაეთმო საქართველო-რუსეთის ურთიერთობების თემას. მომხსენებლებმა მიმოიხილეს რუსეთის საგარეო პოლიტიკის ისტორია, საქართველო-რუსეთის ურთიერთობების განვითარების ეტაპები, საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მიმდინარეობა და შედეგები.

Details

03.11.2023

საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრამ აიბი მთიების საბაზო სკოლაში დიდი ინტელექტუალური ვნებათეღელვა გამოიწვია. ნამდვილი თინეიჯერული და ამავე დროს, ღირსეული შეჯიბრი მე-8 ტ1 კლასის გამარჯვებით დასრულდა.

26.10.2023

აიბი მთიებში გრძელდება პროექტი ,,სამკუთხედი”, რომლის ფარგლებშიც საბაზო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა უმასპინძლეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების ოფისის თავმჯდომარეს, ბატონ აბდულმელიკ ალკანს. შეხვედრა თემა – ,,საკომუნიკაციო კულტურა” საინტერესო ფორმატში წარიმართა, რომელიც თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც მოსწავლეებში, ისე პედაგოგებში საკომინიკაციო უნარების გაუმჯობესებისა და მისი ეფექტურად მართვისათვის სასწავლო პროცესში.

Details

24.10.2023

აიბი მთიების ,,მშობელთა სივრცე” ამჯერად მოზარდებს და მათი აკადემიური შედეგების მართვაზე დიალოგს დაეთმო. ინტერაქციული ხასიათის შეხვედრას ტრადიციულად მასპინძლობდნენ ფილოლოგიის დოქტორი: გია მურღულია და ფსიქოლოგი და ფსიქოკონსულტანტი ნანა გოგიჩაშვილი, უმაღლესი სკოლის ხელმძღვანელი რამაზ ფარესაშვილი და საბაზო სკოლოს ხელმძღვანელი ნინო დოლიძე.

23.10.2023

აიბი მთიებში გრძელდება პროექტი ,,მშობელთა სივრცე”, რომლის ფარგლებშიც მშობლებს შევთავაზეთ, მონაწილეობა მიეღოთ კვების პროცედურაში. ამჯერად მათ კვების ბლოკის ღია სივრცემ უმასპინძლა.

Details

16.10.2023

2023 – 2024 სასწავლო წელს აიბი მთიების ერთ-ერთი პრიორიტეტი მსოფლიო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირებაა.  ამ მიზნით აიბი მთიების გენერალურმა დირექტორმა ნინო ჩიკვაიძემ, ფინანსურმა მენეჯერმა ანა ჯავახიშვილმა და საშუალო სკოლის ხელმძღვანელმა რამაზ ფარესაშვილმა მონაწილეობა მიიღეს EduTech Europe საგანმანათლებლო გამოფენასა და ვორქშოფში, რომელიც ჩატარდა ნიდერლანდების სამეფოს დედაქალაქში ამსტრდამში 11-12 ოქტომბრს გამოფენასა და ვორკშოფზე წარმოდგენილნი იყვნენ ევროპისა და ამერიკის…

Details