30.11.2023

აიბი მთიები საქართველოდან წარმოგიდგენთ CNN-ის პროექტში Call to Earth მონაწილე დოკუმენტურ ფილმს, რომელიც შეიქმნა ჩვენი საბუნებისმეტყველო კათედრისა და მოსწავლეების მიერ. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა იკვლიეს და წარმოადგინეს გარემოს დაცვისა და კლიმატური ცვლილებების საკითხები. განსაკუთრებული მადლობა, რეჟისორს, ბატონ გიორგი მორბედაძეს.

28.11.2023

აიბი მთიები აგრძელებს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში ინტეგრაციას. აიბი მთიების დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ნინო ჩიკვაიძემ, დღეს აიბი მთიების უმაღლესი სკოლის ხელმძღვანელთან, რამაზ ფარესაშვილთან და ინგლისური ენის პედაგოგთან, თამუნა რუხაძესთან ერთად მმართველ გუნდის წინაშე წარადგინა ა/წ ოქტომბერსა და ნოემბერში ამსტერდამსა და კემბრიჯში საქმიანი ვიზიტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილები, სიახლეები და სამომავლო გეგმები.