20.11.2023

მიმდინარე წლის 14-16 ნოემბერს სამუშაო ვიზიტით კემბრიჯში იმყოფებოდა IB მთიების დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ნინო ჩიკვაიძე და ინგლისური ენის პედაგოგი თამარ რუხაძე. ვიზიტი ორგაბიზებული იყო British Educational Institution DUKES– ის წარმომადგენლის, მუსაბ ნასერ ანგუდის, მიერ. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა Cardiff Sixth Form და ST. Andrew’s კოლეჯებთან. ქართულ დელეგაციას უმასპინძლა Cardiff Sixth Form აკადემიური პროგრამების მენეჯერმა…

16.11.2023

თანამედროვე განათლება დიდი ხანია გაცდა საკლასო ოთახებს. გლობალური აზროვნების განვითარებისათვის კი აუცილებელია სხვა ქვეყნის კულტურის, განათლებისა და ცოდნის გაზიარება. სწორედ ამიტომ აიბი მთიების მე-11 კლასის მოსწავლეები დღეს ბიზნეს ინგლისურის სასწავლო კურსის ფარგლებში დაესწრნენ ვენის ვებსტერის უნივერსიტეტის ონლაინ ლექციას თემაზე “კომუნიკაციის უნარები”. მათ ასევე ჰქონდათ საშუალება დაესვათ მათთვის საინტერესო შეკითხვები პროფესორ ანტონი ლოსტედტისთვის და მიეღოთ მონაწილეობა…

15.11.2023

გვაქვს პატივი, გაგაცნოთ აიბი მთიების მოხალისეები, ამჯერად უკვე სერტიფიცირებულები საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის მიერ. დიდი სიამაყით გატყობინებთ, რომ ჩვენი STEAM პროექტის ,,ქართული ფოლკლორი”. შემეჯამებელ-საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვით, 3 საათში მოვახერხეთ 8312 ლარის შეგროვება პალესტინა-ისრაელის კრიზისში დაზარალებული ბავშვებისათვის. დიდი მადლობა ყველას მეგობრობისა და მონაწილეობისათვის! Georgia Red Cross Society / საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება