17.03.2022

ამა წლის 14-17 მარტის კვირაში  აიბი მთიების დაწყებით სკოლაში ჩატარდა ინგლისური ენის სწავლების აუდიტი. აუდიტის ფარგლებში მოწვეული იყო აიბი მთიების პარტნიორი ორგანიზაციის „English Book Education”-ის აკადემიური მენეჯერი ნენე გიგაშვილი. კათედრის საქმიანობა შეფასდა დადებითად, მუდმივი გაუმჯობესების მიზნით დაიგეგმა მომავალ სასწავლო წელს შესარულებელი სამუშაოები.

13-17.12.2021

13-17 დეკემბერს აიბი მთიების ტრანზიტულ სკოლაში სააღმზრდელო სამსახურისა და სკოლის ადმინისტრატორის ჩართულობით ჩატარდა  კვირეული “როგორ შევქმნათ ხელნაკეთი ნივთები“. მოსწავლეებმა სხვადასხვა ინსტრუმენტებისა და მასალის გამოყენებით ისწავლეს და შექმნეს ორნამენტები და საახალწლო მორთულობები. მიღებული ცოდნის საფუძველზე მოსწავლეები მორთავენ საკლასო ოთახებს.

10.12.2021

აიბი მთიიების ხელოვნების კათედრამ ტრანზიტულ სკოლაში განახორციელა პროექტი „კეატივი“  თემით სცენოგრაფია. კერძოდ, მოსწავლეები გაეცნენ პეტრე ოცხელის შემოქმედებას. შექმნეს ესკიზები, საკუთარი ინტერპრეტაციით დაანზადეს სცენარის მაკეტი და იმუშავეს დიზაინზე

09-10.12.2021

9 – 10 დეკემბერს აიბი მთიების დაწყებით  სკოლაში გაიმართა ონლაინ შეხვედრები დაწყებითი სკოლის მოსწავლეებთან და მათ მოშობლებთან. შეხვედრაზე სკოლის ხელმძღავნელმა ნინო აბაშიძემ და მისმა მართვის გუნდმა, წარმოადგინეს დეკემბრის თვის სტრატეგიული გეგმა და მიმოიხილეს ნოემბრის თვეში ჩატარებული საქმიანობის შედეგები

07-10.12.2021

შეხვედრა მშობელთა სათათბიროსთან – ამა წლის 7, 9 და 10 დეკემბერს ტარდება დაწყებითი, საბაზო და უმაღლესი სკოლის მმართველი გუნდის შეხვერდა  მშობელთა სათათბიროს წევრებთან. სადაც განიხილება ნოემბრის თვეში ჩატარებული საქმიანობის ანალიზი,   დეკემბრის თვის სამუშო გეგმა და +1 სწავლების სისტემა. მშობლებს მიეწოდებათ დეკემბრის სარეიტინგო წერების ცხრილი. შეხვედრა წარიმართება შემდეგი განრიგის მიხედვით. დაწყებითი სკოლის შეხვედრების განრიგი: 9.12 –…

22.11.2021

აიბი მთიების დაწყებით სკოლაში ჩატარდა მეცნიერების კვირეული, რომელიც დაიწყო პროექტით „მეცნიერების სახელოსნო“. პროექტი განახორციელა მევნიერების (ბუნებისმეტყველების) პედაგოგმა ქალბატონმა ნინო კლდიაშვილმა, თემა: „კოსმოსი“. პროექტი „სახელოსნო“ როგორც აკადემიური პროექტი, ტრადიციულად მესამე, მეოთხე კლასის მოსწავლეთათვის იგეგმება და ხორციელდება. თემის მიმართ მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, აღნიშნილ პროექტს შეუერთდნენ ელემენტალური სკოლის მოსწავლეები. მათ მშობლებთან ერთად შექმნეს და წარმოგიდგინეს გასაოცარი „კოსმოსური სამყარო“.…

12.11.2021

აიბი მთიების ტრანზიტული სკოლის მოსწავლეები ერთი კვირის განმავლობაში მუშაობდნენ თემებზე: „გაყოფის საიდუმლო“, „მსოფლიოს საათობრივი სატყელები“,  პროექტ „კრეატივის“ ფარგლებში. კვირის განმავლობაში, პროექტის დამუშავების პროცესში, მოსწავლეებთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართული მათემატიკის კათედრის პედაგოგები. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ძალიან კარგად დამუშავებული თემები და ასევე ტექნიკურად  გამართული ციფრული პრეზენტაციები  

08.11.2021

აიბი მთიების დაწყებითი სკოლში მიმდინარეობს პროექტი „საგამოფენო სივრცე აიბი მთიებში“, რომელიც დაიგეგმა და განხორციელდა საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრასთან ერთად მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ პროექტში და წარმოგნიდგინეს ძალიან საინტერესო ნამუშევრები

23.10.2021

 „მსოფლიოს ცნობილი ნაგებობები“ და „კოსმოსი“ ეს არის თემები, რომელის გარშემოც, ინგლისური ენის კათედრის ჩართულობით, მუშაობდნენ დაწყებითი სკოლის მოსწავლეები, პროექტ „სახელოსნოს“ ფარგლებში. მოსწავლეები ერთი კვირის განმავლობაში ეცნობოდნენ თემასთან დაკავშირებულ მასალებს და ძალიან საინტერესო ნამუშევრების პრეზენტაცია მოაწყვეს.

15.10.2021

“ჩემი ლიტერატურული დებიუტი” – ეს არის პროექტი, რომელზეც ერთი კვირის განმავლობაში მუშაობდნენ აიბი მთიების ტრანზიტული სკოლის მოსწავლეები. მათ უნდა შეექმნათ საინტერესო ბიოგრაფიის მქონე მწერალი, რომესაც უნდა ეცხოვრა მათივე ფანტაზიით შექმნილ ეპოქაში, და ამ მწერალს უნადა დაეწერა ლიტერატურული ნაწარმოები. ჩვენმა მოსწავლეებმა არაჩვეულებრივად გაართვეს თავი ამ სამუშაოს. დაიწერა  ზღაპრები, მოთხრობები, ნოველები, შეიქმნა  კომიქსები, ილუსტრაციები, რომლებიც ხელნაწერ წიგნებად…