03.11.2023
საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრამ აიბი მთიების საბაზო სკოლაში დიდი ინტელექტუალური ვნებათეღელვა გამოიწვია. ნამდვილი თინეიჯერული და ამავე დროს, ღირსეული შეჯიბრი მე-8 ტ1 კლასის გამარჯვებით დასრულდა.
საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრამ აიბი მთიების საბაზო სკოლაში დიდი ინტელექტუალური ვნებათეღელვა გამოიწვია. ნამდვილი თინეიჯერული და ამავე დროს, ღირსეული შეჯიბრი მე-8 ტ1 კლასის გამარჯვებით დასრულდა.
აიბი მთიების ,,მშობელთა სივრცე” ამჯერად მოზარდებს და მათი აკადემიური შედეგების მართვაზე დიალოგს დაეთმო. ინტერაქციული ხასიათის შეხვედრას ტრადიციულად მასპინძლობდნენ ფილოლოგიის დოქტორი: გია მურღულია და ფსიქოლოგი და ფსიქოკონსულტანტი ნანა გოგიჩაშვილი, უმაღლესი სკოლის ხელმძღვანელი რამაზ ფარესაშვილი და საბაზო სკოლოს ხელმძღვანელი ნინო დოლიძე.
25.05.2023 – აიბი მთიების საბაზო სკოლის აღმზრდელ-პედაგოგებისათვის ფსიქოლოგ ნანა გოგიჩაშვილის მიერ ჩატარდა ძალიან საინტერესო ლექცია-სემინარი თემაზე: ემოციური ინტელექტის მნიშვნელობა ინფორმაციულ ეპოქაში. ემოციური ინტელექტის არსებობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს როგორც საგანმანათლებლო სივრცეში, ისე ყოველდღიურობაში, რაც თავის მხრივ, განსაზღვრავს ადამიანის ფსიქიკურ კეთილდღეობას. განათლების სისტემაში არსებულ თანამედროვე გამოწვევებთან მიმართებაში, ერთერთ მნიშვნელოვან აქტივობად შესაძლებელია განვიხილოთ პედაგოგიური კოლექტივის ფსიქოლოგიური ცნობიერების ამაღლება…
აიბი მთიები მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ასოციაცია (IEA)-ის მიერ ორგანიზებულ კვლევაში (Timss), რომლის მიზანია შეისწავლოს მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნებში მე-4 და მე-8 კლასის მოსწავლეთა მიღწევები. კვლევაში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეები, მათი მშობლები, პედაგოგები და დირექტორი. პროექტი მოიცავს ინტეგრირებულ ტესტირებებს სხვადასხვა საგნების გაერთიანებით და მიმდინარეობს სრულად ელექტრონულად. ტესტირებაში ჩართული იყვნენ აიბი მთიების მე-4 კლასისა და…
თავისუფლება და პასუხისმგებლობა – აიბი მთიებში გრძელდება საინტერესო საუბრები გია მურღულიასთან, სადაც მთავარ ამოცანას ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევა წარმოადგენს. მოსწავლეებთან შეხვედრა ლიბრარიუმის „წიგნის კლუბი“-ს პროექტის ფარგლებში შედგა, სადაც განიხილეს თუ რას ნიშნავს ადამიანისა და სახელმწიფოს თავისუფლება, ბიბლიისა და ლიტერატურის მაგალითზე შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს რას ნიშნავს ეს ორი ცნება – თავისუფლება და პასუხისმგებლობა ადამიანის ცხოვრებისთვის.…
აიბი მთიების მოსწავლეები ცერნში აიბი მთიებისა და ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციის ქართველ მეცნიერებთან თანამშრომლობის საფუძველზე დაიგეგმა და განხორციელდა შიდა სასკლო კონკურსში წარმატებულ მოსწავლეთა ვიზიტი ჟენევაში. ჯგუფის წევრები ვიზიტის ფარგლებში გაეცვნენ სამეცნიერო კვლევით ექსპერიმენტების ATLAS და ALISE-ის ძირითად მოწყობილობებსა და მუშაობის პინციპებს, იხილეს პირველი ამაჩქარებლისN SC (Synchrociclotron) სამუზეომო ექსპონატი ცერნში. დაათვალიერეს DCVP-data ცენტრის მუშაობის პროცესი, მოისმინეს…
აიბი მთიების საბაზო სკოლაში წარიმართა აკადემიური პროექტი “ლაბორატორია”. ტექნიკური მიმართულების მოსწავლეებმა იმუშავეს სხვადასხვა საინტერესო პროექტებზე “ენერგიები სამყაროში” თემის გარშემო, რომელიც საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრისა და მათემატიკის კათედრის ერთობლივი ხელმძღვანელობით წარიმართა. პროექტის ფინალისთვის მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პრეზენტაციები წარედგინათ სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან მოწვეული სტუმრებისთვის, გამოფენას ესტუმრნენ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მკვლევარი კახა ქარჩხაძე, ი.ჯავახიშვილის უნივერსიტეტის…
თამაშები თანამედროვე ქართულ არქიტექტურასთან აიბი მთიების IX კლასის მოსწავლეების ძალიან საინტერესო ნამუშევრები არქიტექტურის პედაგოგის თორნიკე დადიანის ხელმძღვანელობით
ლიბრარიუმის სივრცეში მოეწყო ლიტერატურული სალონი „თავისუფლების რაინდები – ცისფერყანწელები და გალაკტიონი“. აიბი მთიების ჰუმანიტარული კლასების მოსწავლეებმა წაიკითხეს ტიციან ტაბიძის, პაოლო იაშვილის, ვალერიან გაფრინდაშვილის, კოლაუ ნადირაძისა და გალაკტიონ ტაბიძის ლექსები და ნაწყვეტები მათი პირადი მიმოწერებიდან ლიტერატურაზე საუბრებს სასიამოვნო განწყობას უქმნიდა გიტარაზე შესრულებული მუსიკალური ნომრები
აიბი მთიების მე-8 კლასის 10 მოსწავლე მონაწილეობას იღებს Erasmus + -ის ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამაში “Tolerance Rules”, რომელიც იმართება ხორვატიაში. პროექტის ფარგლებში აიბი მთიების ორგანიზებით მოსწავლეებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში შედგა შეხვედრა საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორთან ქალბატონ ირინე ბართაიასთან, რომელმაც წარმართა საუბარი თემაზე: ევროპული ღირებულებები და ადამიანთა უფლებები. ეს დაეხმარება მოსწავლეებს გაიფართოონ წარმოდგენები აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით, იყვნენ…
აიბი მთიები შეურთდა ევროპის სასკოლო სპორტის საერთაშორისო დღეს ამ პროექტის ფარგლებში დაწყებითი და საბაზო სკოლის მოსწავლეებისთვის სპორტული აქტივობებით დატვირთული საინტერესო დღე დაიგეგმა
აიბი მთიების უმაღლესი სკოლის ჰუმანიტარული მიმართულება იწყებს მასშტაბურ საგანმანათლებლო საზოგადოებრივ პროექტს – ელექტრონული ჟურნალის გამოცემას, რომელსაც უხელმძღვანელებს გია მურღულია. ამ თემაზე გაიმართა პრეზენტაცია და აღნიშნული პროექტი გაეცნოთ ჰუმანიტარული მიმართულების მოსწავლეებს. პროექტი ეფუძნება ჰუმანიტარული აზროვნების საფუძვლებს და გულისხმობს სტატიებისა და ვიდეო თუ აუდიო მასალების მომზადებას შემდეგი სფეროებიდან: ლიტერატურა, ისტორია, ხელოვნება, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, რელიგია და ა.შ. ჟურნალს,…
აიბი მთიების ლიბრარიუმის სივრცეში გაიმართა ჩვენი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის თამარ გეგეშიძის ლიტერატურული სალონი “ჩუმად უნდა იჯდე”, რომელშიც მონაწილეობდნენ აიბი მთიების მოსწავლეები და პედაგოგები. საღამოზე მოსწავლეებმა სტუმრებს გაუზიარეს წიგნებით მიღებული შთაბეჭდილებები და ემოციები, ისაუბრეს თავიანთ თანატოლ პერსონაჟებზე და წაიკითხეს ამონარიდები წიგნებიდან
აიბი მთიების მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის საინტერესო ინტერაქციული შეხვედრა გაიმართა შემდეგ თემებზე: თუ როგორ უნდა მოემზადონ სტუდენტობისთვის, როგორ უნდა აირჩიონ პროფესია და რა ახდენს გავლენას მათ გადაწყვეტილებაზე, რატომ უნდა ჩაერთონ სტუდენტურ აქტივობებსა და პროფესიულ მოხალისეობრივ საქმიანობებში, რა საჭირო უნარები სჭირდებათ როგორც მომავალ სტუდენტებს და როგორია ადაპტაცია სკოლიდან უნივერსიტეტში. ჩვენი მოწვეული სტუმარი იყო მურო თაკალანძე, რომელიც არის…
აიბი მთიების ინგლისური ენის კათედრამ შეაჯამა სასწავლო წელი და წარსდგა სპექტაკლით “ოლივერ ტვისტი”. სწავლა ყოველთვის სახალისოა, როდესაც ის შემოქმედებითი და მოსწავლის ინტერესებზე მორგებულია. ვასრულებთ ინგლისური ენის კურსს და შეგხვდებით მომავალ სასწავლო წელს სიახლეებით