23.12.2023

აიბი მთიებისათვის 2023-2024 სასწავლო წლის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება პროექტებზე დაფუძნებული სწავლება.გვსურს, გაგიზიაროთ პროექტი ,,ყულაბა”-აიბი მთიების სკოლამდელი კლასის 2023-2024 სასწავლო წლის I სემესტრის ცოდნის შემაჯამებელი ღონისძიება,ჩვენმა მოსწავლეებმა თავი გამოიჩინეს და აუდიტორიის წინაშე ამაყად და მხიარულად წარმოაჩინეს საკუთარი ცოდნა და უნარები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხო ენებში, მათემატიკასა და მეცნიერებაში, ისტორიაში და სასცენო ხელოვნებაში.

23.12.2023

2023-2024 სასწავლო წლის I სემესტრის შემაჯამებელ ლექციებზე მოსწავლეებთან ერთად კოლეჯ ,,სპექტრს” ეწვია აიბი მთიების დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ნინო ჩიკვაიძე . მან პირადად მიულოცა შობა-ახალი წელი კოლეჯის დირექტორს, მათე ტაკიძესა და მთელ აკადემიურ გუნდს და გამოხტა დიდი პატივისცემა ეფექტური თანამშრომლობისა და ერთგული პარტნიორობისათვის.

20.12.2023

ჩვენთან კემბრიჯული ამბები გრძელდება. აიბი მთიების დამფუძნებლის , ნინო ჩიკვაიძის, დიდ ბრიტანეთში ვიზიტის შემდეგ, მოლაპარაკებების სერია წარმატებით მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ, დღეს აიბი მთიებში სტუმრად გვყავდა ქართველი სტუდენტი ანა კვეტენაძე- კემბრიჯში St. Andrew’s კოლეჯის ძალიან წარმატებული სტუდენტი, რომელიც სწავლას კემბრიჯის უნივერსიტეტში განაგრძობს. შეხვედრა დაეთმო აიბი მთიების საბაზო და საშუალო სკოლის მოსწავლეების ინფორმირებასა და დიდი ბრიტანეთში სტუდენტური…

19.12.2023

აიბი მთიების დაწყებით სკოლაში წლებია ხორცილდება ჭადრაკის, როგორც საგნის სწავლება, რომელსაც პროფესიუნალურ დონეზე წარმართავს პარმენ გელზონია. დეკემბრის თვეში ტრადიციულად მიმდინარეობს ცოდნის შემაჯამებელი სამოტივაციო საჭადრაკო ტურნირი, სადაც მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება, პირველ სემესტრში მიღებული ცოდნისა და უანრების გამოვლენისა. გამოგვყევით და ერთად, გავიცნოთ 2023-2024 წლის ჩემპიონი ჭადრაკში იანვრის ბოლოს.

18.12.2023

 აიბი მთიებში გრძელდება მე-10 კლასის სააღმზრდელო პროექტი “გაეცანი პროფესიებს”. უმაღლეს სკოლაში მიმდინარეობს ორ პროფესიაზე მოსწავლეთა ინფორმირება – ინჟინერია და დიზაინი. პროექტის ფარგლებში, უმაღლესი სკოლის მოსწავლეებმა უმასპინძლეს დეველოპერული კომპანიის ,,თეთრი კვადრატი” აღამასრულებელ დირექტორს, შორენა დარჩიაშვილს. სტუმარმა საინტერესო, სასარგებლო და ემოციური რჩევები გაუზიარა ჩვენს მოსწავლეებს პროფესიის არჩევისა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევების შესახებ.

18.12.2023

აიბი მთიებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სწავლების სისტემაში, წლის პრიორიტეტული საკითხია; ამ მიზნით, აიბი მთიების პედაგოგებისათვის ჩატარდა ტრენინგი – ხელოვნური ინტელექტის როლი განათლებაში, რომელიც წარმართა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, აბდულმელიკ ალკანმა. ტრენინგს ჰქონდა, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ხასიათი, რომლის მსვლელობის დროს, სხვადასხვა საგნის სამოდელო გაკვეთილები დაიგეგმა აღნიშნული ტექნოლოგიების გამოყენებით.…