25.02.2022

ელემენტალური სკოლის კვირის თემას “ჯანსაღი კვება” წარმოადგენდა და ჩვენმა მოსწავლეებმა მიღებული ცოდნა შემოქმედებითად შეაჯამეს და პრაქტიკაში გამოიყენეს აიბი მთიების კურსდამთავრებულ, შეფ – მზარეულ ავთანდილ ცეცხლაძესთან ერთად, ყველაზე ჯანსაღი პროდუქტების გამოყენებით გამოაცხეს პური “ფოკაჩა”. დიდი მადლობა ბატონ ავთანდილს რომ კიდევ უფრო საინტერესო გახადა ღღევანდელი დღე.

12.11.2021

„ცოდნის ტრანსფერი“ აიბი მთიების ელემენტალური სკოლის მეორე კლასის მოსწავლები აქტიურად ჩაერთნენ ქართული ენისა და მათემატიკის კათედრის ინტეგრირებულ სამოტივაციო აქტივობაში „კოდირებული ანდაზის დეკოდირება“. მოსწავლეებმა ხალისით გააერთიენეს მათემატიკისა და ქართულის საგნებში მიღებული ცოდნა.

12.11.2021

„ვაკეთოთ, ვისწავლოთ“ აიბი მთიების ელემენტალური სკოლის პირველი კლასის მოსწავლებმა წარმოგვიდგინეს ნაძერწი ნამუშევრები, მათემატიკის კათედრის მიერ განხორცილებულ სამოტივაციო აქტივობის ფარგლებში „სწავლა კეთებით“.

08.11.2021

აიბი მთიების ელემენტალურ სკოლაში ძალიან საინტერესოდ და შემოქმედებითად წარიმართა პროექტი „საგამოფენო სივრცე აიბი მთიებში“, რომელიც განხორციელდა საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრასთან ერთად. პროექტის ფარგლებში ელემენტალური სკოლის მოსწავლეებმა შექმნეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეების მაკეტები და გააერთიანეს საქართველოს რუკა.