01.04.2022

აიბი მთიების ელემენტარულ სკოლაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს თემატური პროექტებით, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტით სწავლების მოდელს. ყველა საგნობრივი კათედრა ერთიანდება კონკრეტული თემის გარშემო. მოსწავლეთათვის დღე შემეცნებითი, სახალისო, საინტერესო და შემოქმედებითია სასწავლო პროცესი ხორციელდება “სწავლა კეთებით” მოსწავლე პროექტის მიმდინარეობისას ცდილობს დააკავშიროს სხვადასხვა საგნებიდან მიღებული ცოდნა, რაც თავის მხრივ უვითარებს მას კოგნიტურ, მოტორულ და სოციალურ უნარებს ამ კვირის…

31.03.2022

აიბი მთიებში ამერიკულ – ქართული განათლების  ცენტრის LEAF-ის ორგანიზებით  ჩატარდა განათლების  საერთაშორისო  გამოფენა,  სადაც  ჩვენს მომავალ სტუდენტებს. შეხვდნენ მსოფლიოს  სხვადასხვა  ქვეყნებიდან უნივერსიტეტების წარდმომადგენლები. მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ  საუკეთესო უნივერსიტეტებს, მათ პროგრამებს და მიეღოთ ინფორმაცია საზღვარგარეთ სწავლასა და დაფინანსებასთან დაკავშირებით. შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. წარმოდგენილნი იყვნენ შემდეგი უნივერსიტეტები: Tio University of Applied Sciences  ნიდერლანდები University of Nevada, Reno – აშშ IE University ესპანეთი…

30.03.2022

აიბი მთიების თანამშრომელთათვის ჩატარდა ტრენინგი შრომის უსაფრთხოების შესახებ. ტრენინგის ორგანიზატორი შპს „ბიზნეს უსაფრთხოების ასოციაცია“ ტრენინგის წამყვანი ნიკა ხარაშვილი

29.03.2022

აიბი მთიებისა და კავკასიის უნივერსიტეტის ურთიერთანამშრომლობის საფუძველზე აიბი მთიების პროფილური სკოლების მოსწავლეებისთვის ჩატარდა „ვორქშოპი“ თემაზე: „რა არის სოციოლოგის პროფესია და როგორ ჩავატაროთ კვლევა“. „ვორქშოპის“ ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებს უძღვებოდა სოციოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი ფლორა ესებუა. მონაწილეებს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები

28.03.2022

აიბი მთიების ელემენტალურ სკოლაში დაიწყო კვირის პროექტი „როგორ თანავცხოვრობთ პლანეტაზე“ პროექტის მიზანი: შემეცნებითი ინტერესის განვითარება სამყაროს შესახებ; სამყაროს შექმნის შესახებ მეცნიერული და ბიბილიური შეხედულების გაცნობა; ბუნებაზე და ერთმანეთზე ზრუნვის მოთხოვნილებების გაღვივება

28.03.2022

აიბი მთიების ფსიქოლოგი ნანა გოგიჩაშვილი შეხვდა მე-12 კლასის მოსწავლეებს და მათ წინა საგამოცდო სტრესის მართვასა და პროფესიის არჩევის შედეგებზე ესაუბრა. შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ და ინტერაქციულად წარიმართა, მოსწავლეებმა მათ პროფესიულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრეს და სასარგებლო რჩევებიც მიიღეს ქალბატონი ნანასგან. სულ უფრო ცოტა დრო რჩება ყველაზე მნიშვნელოვან გამოცდებამდე

26.03.2022

აიბი მთიების XI კლასის მოსწავლეებმა 2022 წლის სამეწარმეო განათლების ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა. მათ დააარსეს მინი ბიზნეს კომპანია ,,Clay-Hulukies” და შექმნეს თიხის ულამაზესი ნაწარმი. წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს!

25.03.2022

მოსამზადებელი ჯგუფისა და ექვს-შვიდ წლიანთა მოსწავლეებისათვის დაიგეგმა პროექტი ,,როგორ თანავცხოვრობთ პლანეტაზე”. პროექტი ინტეგრირებულია და ყველა საგნობრივი კათედრა იღებს მონაწილეობას. ამა წლის 25 მარტს, შეხვედრაზე ელემენტარული სკოლის პედაგოგებმა წარმოადგინეს პროექტის განხორცილებისათვის საჭირო მეთოდები და დაგეგმილი აქტივობები

24.03.2022

24 მარტს ჩატარდა ელემენტარულის სკოლის (მოსამზადებელი ჯგუფი, I კლასი, II კლასი) აღ.პედაგოგთა სწავლება როგორ ვაჯამებთ შესრულებულ სამუშაოებს და რა სისტემით ვგეგმავთ მომდევნო კვირის ჩასატარებელ სამუშაოებს

23.03.2022

ამა წლის 21-25 მარტის კვირაში აიბი მთიების საბაზო სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ინსტრუქტაჟი საგანგებო სიტუაციებში მოქმედების წესების შესახებ. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია: რას ნიშნავს საგანგებო სიტუაცია, მისი გამომწვევი მიზეზები და შესაძლო საფრთხეები. განიხილეს და იმსჯელეს საფრთხის თავიდან აცილების შესაძლებლობებზე

23.03.2022

აიბი მთიეიბის დაწყებით სკოლაში სააღმზრდელო თემის ფარგლებში „ჩემი გადაწყვეტილება“ მოსწავლეებმა შექმნეს გადაწყვეტილების შუქნიშანი“ – „შეჩერდი“, „მოიფიქრე“, „გადაწყვიტე“. პროექის მიზანია მოსწავლემ გაიაზროს გადაწყვეტილების დადებითი და უარყოფითი მხარეები, რომელიც დაეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში

23.03.2022

ამა წლის 23 მარტს შედგა სამუშაო შეხვედრა აიბი მთიების მათემატიკის კათედრის პედაგოგებისა და English Book Education ორგანიზაციის წარმომადგენელთან ბატონ ზვიად დეკანოიძესთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა 2022-2023 სასწავლო წლის  დაწყებითი სკოლის მათემატიკის სასწავლო პროგრამაში ცვლილებების შეტანა და საერთაშორისო საბაკალავრო ორგანიზასიის (IB) მათემატიკის სასწავლო პროგრამული პაკეტის  განხილვა PYP -საფეხურზე

21.03.2022

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა  ინკლუზია ნიშნავს არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებაში, არამედ ყველა ადამიანისთვის თავისუფალ, თანასწორ, მშვიდობიან გარემოში ცხოვრებას.  აიბი მთიებიში ქრომოსომებს არ ითვლიან!

18.03.2022

აიბი მთიებისა და ბრიტანეთის უნივერსიტეტის ურთიეთრთანამშრომლობის საფუძვენზე აიბი მთიიების მე-11, მე-12 კლასელებისთვის ჩატარდა ლექცია „მენეჯმენტის მართვა“, რამაც საკმაოდ დიდი ინტერესი გამოწვია მოსწავლეებში. ლექცია მიმდინარეობდა დიალოგის რეჟიმში, ჩვენი მოსწავლეების აქტიური ჩართულობით.

18.03.2022

აიბი მთიების ელემენტალურ სკოლაში ჩატარდა სასწავლო-სააღმზრდელო პროექტი „ყულაბა“ ინგლისურ და გერმანულ ენაში. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა სახალისო და საინტერესო აქტივობებით შეაჯამეს ერთი კვირის განმავლობაში მიღებული ცოდნა.