07.04.2023
სადღესასწაულო ფესტივალი ხარება აიბი მთიებში https://youtu.be/GRCgCDx6nzY
სადღესასწაულო ფესტივალი ხარება აიბი მთიებში https://youtu.be/GRCgCDx6nzY
აიბი მთიებს ესტუმრნენ პოლონეთის ტექნოლოგიებისა და IT უნივერსიტეტის წარმომადგენლები. შეხვედრა შედგა მე11 კლასის მოსწავლეებთან და მიზნად ისახავდა პოლონეთში სწავლის გაგრძელებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას, უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების გაცნობას.
ექსპო ჯორჯიას საგამოფენო სივრცეში ჩატარდა აიბი მთიების სასწავლო წლის შემაჯამებელი შემოქმედებითი კონფერენცია. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეების მიერ შექნილი მაკეტები, წლის მანძილზე მომზადებული ნამუშევრები აქტუალური თემების გარშემო და ელექტრონული ჟურნალი, რომელიც თავისუფალი აზროვნების და იდეების გამოხატვის სივრცეა. აიბი მთიების 2022-2023 სასწავლო წლის პრიორიტეტს წარმოადგენდა STEAM განათლების სისტემის დანერგვა, რის ფარგლებშიც მთელი წლის სასწავლო სისტემა დაფუძნებულია პროექტებით…
აიბი მთიების დაწყებით სკოლაში ხელოვნებისა და ინგლისურის ინტეგრირებული შემოქმედებითი სამოტივაციო პროექტი წარიმართა. მესამე კლასის მოსწავლეებმა ძალიან საინტერესო ნამუშევრები შექმნეს, იმოგზაურეს კოსმოსში, გაეცნენ მზის სისტემას, პლანეტებს და პირველ მოგზაურებს კოსმოსში. მიღებული ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს.
აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მოსწავლეების წარმატებული შედეგები ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში: 28 მარტს ევროპის უნივერსიტეტში პროგრამირების მხარდაჭერის ასოციაციის ინიციატივით, ასევე Liberty • ლიბერთი ბანკისა და ” სოფტგენ – ჯგუფი”-ს მხარდაჭერით მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის დახურვის ცერემონია გაიმართა. აიბი მთიების დირექტორატი ულოცავს მოსწავლეებს ამ წარმატებას.
აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები საუნივერსიტეტო საათის ფარგლებში ეცნობიან პროფესიებს საინტერესო შეხვედრებით. ამჯერად მოსწავლეების შეხვდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობის და ინოვაციების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი და აიბი მთიების ტექნიკური სკოლის STEAM განათლების კონსულტანტი ავთო მღებრიშვილი. მან საინტერესო ინტერაქციული შეხვედრა წარმართა მომავლის პროფესიებზე და მოსწავლეებს გააცნო ის მიმართულებები, რომლებიც დღეს და უახლოეს წლებში ყველაზე…
აიბი მთიებს ესტუმრა ეროვნული საგამოცდო ცენტრის ბიოლოგიის ჯგუფის წევრი, სრული პროფესორი და ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ნანა დვალიშვილი. შეხვედრა შედგა საბუნებისმეტყველო მიმართულების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან. მოწვეულმა სტუმარმა აბიტურიენტებს გააცნო საგამოცდო პროგრამა და ისაუბრა ტესტის სტრუქტურის, საგამოცდო დროისა და გამოცდის სხვა ტექნიკურ მხარეებზე.
აიბი მთიები იწყებს ჰუმანიტარული მიმართულების ელექტრონული ჟურნალის გამოცემას სახელწოდებით “შთა-გონება”. ჟურნალი ხელს უწყობს ჰუმანიტარულ განათლებას და სკოლას ახალ საინტერესო გზას უკვალავს. ამ ტიპის განათლება განსაზღვრავს საზოგადოების სოციალურ და აკადემიურ სახეს. ჟურნალში წარმოდგენილია მოსწავლეთა შემოქმედება შემდეგი რუბრიკებით: ლიტერატურა, ისტორია, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, ხელოვნება, პოლიტიკა, მოდა და დიზაინი, კულინარია, სამართალი, რელიგია და “ჩვენი მწერლები”. ელექტრონული ჟურნალის წარმოებაში ჩართულნი…
აიბი მთიებმა განახორციელა მასშტაბური გასვლითი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა ეკლესია- მონასტრების, როგორც ისტორიული ძეგლების მონახულებას, მონასტრული ცხოვრების გაცნობას, ბერ-მონაზვნებისთვის შესაწირისა და სააღდგომო ნობათის მირთმევას და მათთან საინტერესი საუბრების წარმართვას. პროექტმა გააერთიანა დაწყებითი, საბაზო და უმაღლესი სკოლების 1300-ზე მეტი მოსწავლე. მათ გამგზავრებამდე შეისწავლეს მონასტრების ისტორიული და არქიტექტურული მნიშვნელობა დღე მხიარული და საინტერესო პიკნიკით დასრულდა.
აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის პროექტ “აირჩიე პროფესიის “ ფარგლებში შედგა საინტერესო შეხვედრა კარაპს მედლაინის ექიმ მანანა ქოჩიაშვილთან, რომელიც მეან-გინეკოლოგი და რადიოლოგია. მან მოსწავლეებს გააცნო პროფესია ექიმი, რა უნარები სჭირდება ამ პროფესიის ადამიანს და რას მოიცავს ძირითადი სამუშაო საქმიანობა. მოსწავლეები ასევე იმყოფებოდნენ კარაპს მედლაინის კლინიკაში და საშუალება ჰქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ პროფესიას.
აიბი მთიებისა და გაეროს მოდელირებული სამიტის თანამშრომლობა ქ.ნიუ იორკში განახლდა . აიბი მთიების მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს გაეროს მოდელირებულ სამიტში, სადაც მათ მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღეს, შეეცადნენ სხვა თვალით დაენახათ და ემსჯელათ სამყაროში მიმდინარე სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე, შეიძინეს მეგობრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და რაც მთავარია, საშუალება ექნებათ მიღებული ცოდნა და გამოცდილება თანატოლებს გაუზიარონ სკოლაში. ვულოცავთ აიბი მთიების…
აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მოსწავლეები საუნივერსიტეტო საათის ფარგლებში ესტუმრნენ სეუს უნივერსიტეტს. მათ ძალიან საინტერესო ლექცია ჩაურდათ თემაზე: როგორ ავირჩიო პროფესია და რა უნარებს უნდა მივაქციო ყურადღება არჩევისას. ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ უნივერსიტეტის კამპუსი და გაცნობოდნენ სტუდენტურ გარემოს. დიდი მადლობა მასპინძლობისთვის საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს!
აიბი მთიების მე-12 კლასის მოსწავლეები დაესწრენენ გამოცდების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო შეხვედრას, სადაც მათ შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია ეროვნული გამოცდების სიახლეებთან დაკავშირებით, თუ რა წესები და რეგულაციები მოქმედებს გამოცდისას და შემდეგ ნაშრომების შეფასებისას, ასევე რა ფაქტორები უნდა გაითვალისწინონ უნივერსიტეტების შერჩევისას. შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა ჩვენი აბიტურიენტებისთვის.
აიბი მთიების წიგნის კლუბში საინტერესო შეხვედრა ჩატარდა გია მურღულიასთან საბაზო და საშუალო სკოლის ლიტერატურითა და ხელოვნებით დაინტერესებული მოსწავლეთათვის. შეხვედრის თემას წარმოადგენდა „ბიბლია როგორც ლიტერატურული ინსპირაცია“, სადაც საინტერესო საუბრები შედგა სამყაროს წარმოდგენის ბიბლიურ მოდელზე. სპიკერმა განმარტა, როგორ არის ბიბლიური თემები ასახული მსოფლიო და ქართულ ლიტერატურაში, განიხილა ბიბლიის უდიდესი კავშირი ხელოვნებასთან და მოსწავლეებს ბიბლიურ სიუჟეტზე შექმნილი რამდენიმე…
აიბი მთიების მმართველი გუნდი 2023-2024 სასწავლო წლის სიახლეებზე მუშაობას განაგრძობს. დაიგეგმა ინგლისურისა და გერმანული ენების სასწავლო სისტემაში ინოვაციების დანერგვა. მოწვეულ იქნენ გოეთეს ინსტიტუტიდან და English Book Education-დან სპეციალისტები, რომლებმაც წარმართეს სასწავლო პროცესებზე დაკვირვება შემდეგი მიმართულებებით: დაგეგმეს ერთობლივი მუშაობის პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს ინგლისურისა და გერმანულის სწავლების სტანდარტის აწევასა და მის ხარისხიან განხორხიელებას განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით გოეთეს…