12.04.2023

აიბი მთიებში ქველმოქმედება გრძელდება. სააღდგომო საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხით, ჩვენმა მოსწავლეებმა დიდუბის რაიონში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს სააღდგომო ნობათი მიართვეს და მიულოცეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული გვსურს, მადლობა გადავუხადოთ დიდუბის რაიონის გამგეობას განსაკუთრებული მხარდაჭერისათვის.

10.04.2023

აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის პროექტ “აირჩიე პროფესიის “ ფარგლებში შედგა საინტერესო შეხვედრა ლიდერფუდის საწარმოში. მოსწავლეებს უმასპინძლა და საწარმო დააღვალიერებინა ლიდერფუდის დამფუძნებელმა ირაკლი დუმბაძემ. მან მოსწავლეებს გააცნო პროფესია კვების ტექნოლოგი, რა უნარები სჭირდება ამ პროფესიის ადამიანს და რას მოიცავს ძირითადი სამუშაო საქმიანობა. დიდი მადლობა კომპანია ლიდერფუდს თანამშრომლობისთვის

10.04.2023

აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა საინტერესო შეხვედრა თემაზე: “როგორ დავგეგმოთ მომავალი” შეხვედრაზე მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებით დაინტერესების შემთხვევაში რა შესაძლებლობები აქვთ, როგორ უნდა შეარჩიონ ქვეყანა და უნივერსიტეტი, როგორ მოიპოვონ დაფინანსება და რა ეტაპები უნდა გაიარონ სასურველი მიზნის მისაღწევად. შეხვედრა წარმართეს ბესიკ კიკნაძემ და დავით კალანდარიშვილმა, რომლებიც დიდი ხანია წარმატებით თანამშრომლობენ…