14.09.2023
აიბი მთიები გილოცავთ ახალ 2023-2024 სასწავლო წელს!
აიბი მთიების პატარა მოსწავლეებმა წარმატებით დაასრულეს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სრული კურსი. მათ საინტერესო, შემოქმედებითი და სახალისო აქტივობებით შეაჯამეს წლის განმავლობაში შეძენილი ცოდნა ყველა საგნობრივ დისციპლინაში. ღონისიძიებაში მნიშვნელოვნად იყვნენ ჩართულნი მშობლები. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს პატარა მოსწავლეებს!
კომაროვის მათემატიკის ოლიმპიადის პირველი ადგილის გამარჯვებული და ოქროს მედალოსანია აიბი მთიების მათემატიკის პედაგოგი ნინო საყვარელიძე, რომელიც უძღვება ჩვენი სკოლის საავატორო კურსს “ეილერის საათს”. აიბი მთიების დირექტორატი ვულოცავთ მას მასწავლებლების ოლიმპიადაში გამარჯვებას და ვამაყობთ, რომ ჩვენი გუნდის ნაწილია. გთავაზობთ ინტერვიუს ნინო საყვარელიძესთან: “ აიბი მთიების მათემატიკის მასწავლებელი 2007 წლიდან გახლავართ. ვთვლი, რომ ამ სკოლაში გატარებულმა წლებმა…
აიბი მთიების დაწყებითი სკოლის IV დ კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს შემაჯამებელი სამოტივაციო ღონისძიება სპექტაკლის სახით სახელწოდებით “პლანეტა სმაილო”. სპექტაკლის მსვლელობისას პერსონაჟები იძიებდნენ სამყაროში მიმოფანტულ გასაღებებს, რომლითაც ყუთში ჩაკეტილი ღიმილი უნდა დაებრუნებინათ. წარმოდგენის ბოლოს ბავშვებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მათთვის ყველაზე მთავარი ღიმილი და ბედნიერებაა. They are the world, they are the children პროექტი წარმართა ინგლისური ენის…
აიბი მთიების პირველ კლასელები სახალისოდ და საინტერესოდ ასრულებენ სასწავლო წელს. ჩატარდა წლის შემაჯამებელი ღონისძიება ,,ოქროს გასაღები”. მოსწავლეებმა შეაჯამეს წლის განმავლობაში შეძენილი ცოდნა ყველა საგნობრივ დიაციპლინაში. ღონისძიებაში განსაკუთრებით აქტიურად იყვნენ ჩართულნი პატარა მოსწავლეების მშობლები. მოსწავლეებმა საგნობრივი თავსატეხების დახმარებით მოიპოვეს ოროს მონეტები, რომლებიც გადაცვალეს ოქროს გასაღებში და წარმატებით გადავიდნენ სასწავლო წლის მომდევნო საფეხურზე და გახდნენ მეორე კლასელები.
საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ლიტერატურული კონკურსის –„ვწერ თავისუფალ თემას“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კონკურსის გამარჯვებული, პირველი ადგილის მფლობელი, სკოლა „აიბი მთიები“ – ს მოსწავლე ალექსანდრე გუგუნავა გახდა. ალექსანდრეს SEU – სგან სპეციალური პრიზი და 1000 ლარი, გადაეცა. ასევე დაჯილდოვდნენ აიბი მთიების მოსწავლეები: ლიზი მარსაგიშვილი და გვანცა ძმანაშვილი. მოსწავლეების წარმატებაში განსაკუთრებით მნიშველოვანი როლი მიუძღვით პედაგოგ მარიამ ჭიკაძეს და…
ბოლო ზარი აიბი მთიებში! წელს აიბი მთიების მე-17 გამოშვებაა, სკოლა დაასრულა 83-მა მოსწავლემ და მათგან 38 მედალოსანია. აიბი მთიების საპატიო მოსწავლე გახდა ლიზი მარსაგიშვილი. ბოლო ზარის აღსანიშნავად სკოლის დამფუძნებლების ორგანიზებით გაიმართა ბანკეტი ყვარელში, მეღვინეობა ხარების ტერიოტორიაზე. აიბი მთიები ულოცავს ყველა კურსდამთავრებულს და უსურვებს ძალიან დიდ წარმატებას ცხოვრების საინტერესო გზაზე!
STEAM განათლების პროექტის „მომავლის აიბი მთიები“ –ს გამარჯვებულმა მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა სკოლის დირექტორატისგან მიიღეს სამახსოვრო პრიზები. განსაკუთრებული ჯილდოები წილად ხვდათ იმ მოსწავლეებს, რომლებმაც პროექტზე მუშაობისა და მისი პრეზენტაციის დროს გამოამჟღავნეს მაქსიმალური ცოდნა, შემოქმედებითობა და კრიტიკული აზროვნების უნარები: ჟიურის რჩეული: შეგახსენებთ, X და XI კლასის მოსწავლეებმა შექმნეს და წარმოადგინეს მათი ხედვით სასწავლო პროცესის განვითარებაზე…
აიბი მთიების დაწყებითი სკოლის IVა კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინგლისური ენის შემაჯამებელი ღონისძიება თეატრალური წარმოდგენით “Eureka moment- apple fall! “ პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეები გაეცნენ მეცნიერული საწყისებისა და მითოლოგიის თემატიკას, შეისწავლეს კოსმოსური ამბები და კავშირები კოსმოსსა და მითოსს შორის, გაიცნეს მეცნიერები, რომელთაც შექმნეს გზა დიდ აღმოჩენებამდე. პროექტის დასასრულს კი შთამბეჭდავი თეატრალური წარმოადგენა გამართეს ინგლისურ ენაზე პროექტის ხელმძღვანელი…
25.05.2023 – აიბი მთიების საბაზო სკოლის აღმზრდელ-პედაგოგებისათვის ფსიქოლოგ ნანა გოგიჩაშვილის მიერ ჩატარდა ძალიან საინტერესო ლექცია-სემინარი თემაზე: ემოციური ინტელექტის მნიშვნელობა ინფორმაციულ ეპოქაში. ემოციური ინტელექტის არსებობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს როგორც საგანმანათლებლო სივრცეში, ისე ყოველდღიურობაში, რაც თავის მხრივ, განსაზღვრავს ადამიანის ფსიქიკურ კეთილდღეობას. განათლების სისტემაში არსებულ თანამედროვე გამოწვევებთან მიმართებაში, ერთერთ მნიშვნელოვან აქტივობად შესაძლებელია განვიხილოთ პედაგოგიური კოლექტივის ფსიქოლოგიური ცნობიერების ამაღლება…
აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მოსწავლეებს ესტუმრა კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, დავით ნატროშვილი. მოწვეულმა სტუმარმა გამართა საინტერესო ლექცია-სემინარი თემაზე: “ფსიქიკური ჯანმრთელობა, როგორ ავიცილოთ თავიდად სტრესი.” აღნიშნულ თემას მოჰყვა საინტერესო დისკუსია მოსწავლეებსა და სპიკერს შორის.
აიბი მთიების პატარა მოსწავლეების ფერადი, მხიარული და საინტერესო შემაჯამებელი გაკვეთილები ინგლისურ ენაში. მესამე კლასელებმა თოჯინების სახელოსნოში იმოგზაურეს და ზღაპრის გმირები გააცოცხლეს ინგლისურენოვანი პერფორმანსით. პროექტი წარმართეს ინგლისური ენის პედაგოგებმა: ანა გაბელაიამ და ქეთი კინწურაშვილმა.
“მომავლის აიბი მთიები” აიბი მთიებში გრძელდება ერთწლიანი და ექვსწლიანი სტრატეგიული დაგეგმარება და 2023-2024 სასწავლო წლის პრიორიტეტების განსაზღვრა, სადაც მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა STEAM მეთოდოლოგიის ჩართვას სასწავლო და სასწავლო-სააღმზრდელო პროცესებში. თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემაში, STEAM-ის მეთოდოლოგიის დანერგვამ მიმდინარე სასწავლო წელს, აიბი მთიების უმაღლესი სკოლის აკადემიურ პროექტებსა და გაკვეთილებში, წარმატებით განახორციელა პროცესები. ინჟინერია, ეკონომიკა, რობოტიკა, პრეკალკულუსი, ჰუმანიტარული აზროვნების საფუძვლები,…
აიბი მთიები მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ასოციაცია (IEA)-ის მიერ ორგანიზებულ კვლევაში (Timss), რომლის მიზანია შეისწავლოს მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნებში მე-4 და მე-8 კლასის მოსწავლეთა მიღწევები. კვლევაში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეები, მათი მშობლები, პედაგოგები და დირექტორი. პროექტი მოიცავს ინტეგრირებულ ტესტირებებს სხვადასხვა საგნების გაერთიანებით და მიმდინარეობს სრულად ელექტრონულად. ტესტირებაში ჩართული იყვნენ აიბი მთიების მე-4 კლასისა და…
აიბი მთიების მე-10 კლასის სააღმზრდელო პროექტის “გაეცანი პროფესიებს” ფარგლებში, მოსწავლეები ესტუმრნენ კოლეჯ სპექტრს, სადაც მათ უმასპინძლა კოლეჯის დირექტორმა მათე ტაკიძემ, რომელმაც საინტერესო მეგზურობა გაუწია მოსწავლეებს, დაათვალიერებინა ინფრასტრუქტურა და გააცნო პროფესიული პროგრამები. მოსწავლეები მომავალი სასწავლო წლიდან კოლეჯში გაივლიან მოკლევადიან სასერტიფიკატო კურსებს და დაეუფლებიან სხვადასხვა პროფესიებს მათი ინტერესებიდან გამომდინარე. აიბი მთიები დიდ მადლობას უხდის კოლეჯ სპექტრის გუნდს…