28.12.2023

კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარდა IB მთიების უმაღლესი სკოლისა და კავკასიის უნივერსიტეტის ნაყოფიერი თანამშრომლობის შემაჯამებელი ღონისძიება, ელექტრონული ჟურნალის “შთა-გონების” წარდგენის ფორმატში. ჟურნალი მოსწავლეთა თავისუფალი აზროვნების სივრცეა, რომელშიც ისინი ახერხებენ: დაინახონ საინტერესო თემა, მოიპოვონ ინფორმაცია, შეისწავლონ, გააანალიზონ, შეაფასონ და გამოხატონ ის. დღევანდელმა პრეზენტაციამ ისიც აჩვენა, რამდენად სასარგებლო და ნაყოფიერია სკოლისა და უნივერსიტეტის პარტნიორობა და თანამოაზრეობა – ამისთვის მადლობა…

23.12.2023

აიბი მთიებისათვის 2023-2024 სასწავლო წლის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება პროექტებზე დაფუძნებული სწავლება.გვსურს, გაგიზიაროთ პროექტი ,,ყულაბა”-აიბი მთიების სკოლამდელი კლასის 2023-2024 სასწავლო წლის I სემესტრის ცოდნის შემაჯამებელი ღონისძიება,ჩვენმა მოსწავლეებმა თავი გამოიჩინეს და აუდიტორიის წინაშე ამაყად და მხიარულად წარმოაჩინეს საკუთარი ცოდნა და უნარები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხო ენებში, მათემატიკასა და მეცნიერებაში, ისტორიაში და სასცენო ხელოვნებაში.

23.12.2023

2023-2024 სასწავლო წლის I სემესტრის შემაჯამებელ ლექციებზე მოსწავლეებთან ერთად კოლეჯ ,,სპექტრს” ეწვია აიბი მთიების დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ნინო ჩიკვაიძე . მან პირადად მიულოცა შობა-ახალი წელი კოლეჯის დირექტორს, მათე ტაკიძესა და მთელ აკადემიურ გუნდს და გამოხტა დიდი პატივისცემა ეფექტური თანამშრომლობისა და ერთგული პარტნიორობისათვის.

20.12.2023

ჩვენთან კემბრიჯული ამბები გრძელდება. აიბი მთიების დამფუძნებლის , ნინო ჩიკვაიძის, დიდ ბრიტანეთში ვიზიტის შემდეგ, მოლაპარაკებების სერია წარმატებით მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ, დღეს აიბი მთიებში სტუმრად გვყავდა ქართველი სტუდენტი ანა კვეტენაძე- კემბრიჯში St. Andrew’s კოლეჯის ძალიან წარმატებული სტუდენტი, რომელიც სწავლას კემბრიჯის უნივერსიტეტში განაგრძობს. შეხვედრა დაეთმო აიბი მთიების საბაზო და საშუალო სკოლის მოსწავლეების ინფორმირებასა და დიდი ბრიტანეთში სტუდენტური…

19.12.2023

აიბი მთიების დაწყებით სკოლაში წლებია ხორცილდება ჭადრაკის, როგორც საგნის სწავლება, რომელსაც პროფესიუნალურ დონეზე წარმართავს პარმენ გელზონია. დეკემბრის თვეში ტრადიციულად მიმდინარეობს ცოდნის შემაჯამებელი სამოტივაციო საჭადრაკო ტურნირი, სადაც მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება, პირველ სემესტრში მიღებული ცოდნისა და უანრების გამოვლენისა. გამოგვყევით და ერთად, გავიცნოთ 2023-2024 წლის ჩემპიონი ჭადრაკში იანვრის ბოლოს.

18.12.2023

 აიბი მთიებში გრძელდება მე-10 კლასის სააღმზრდელო პროექტი “გაეცანი პროფესიებს”. უმაღლეს სკოლაში მიმდინარეობს ორ პროფესიაზე მოსწავლეთა ინფორმირება – ინჟინერია და დიზაინი. პროექტის ფარგლებში, უმაღლესი სკოლის მოსწავლეებმა უმასპინძლეს დეველოპერული კომპანიის ,,თეთრი კვადრატი” აღამასრულებელ დირექტორს, შორენა დარჩიაშვილს. სტუმარმა საინტერესო, სასარგებლო და ემოციური რჩევები გაუზიარა ჩვენს მოსწავლეებს პროფესიის არჩევისა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევების შესახებ.

18.12.2023

აიბი მთიებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სწავლების სისტემაში, წლის პრიორიტეტული საკითხია; ამ მიზნით, აიბი მთიების პედაგოგებისათვის ჩატარდა ტრენინგი – ხელოვნური ინტელექტის როლი განათლებაში, რომელიც წარმართა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, აბდულმელიკ ალკანმა. ტრენინგს ჰქონდა, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ხასიათი, რომლის მსვლელობის დროს, სხვადასხვა საგნის სამოდელო გაკვეთილები დაიგეგმა აღნიშნული ტექნოლოგიების გამოყენებით.…

05.12.2023

აიბი მთიებისათვის განსაკუთრებული და მნიშვნელივანია თითოეული თანამშრომლისა და მოსწავლის წარმატება. ჩვენი დღევანდელი სიამაყის ობიექტი სალომე ჩხეიძეა, აიბი მთიების ხარისხის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი, რომელმაც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის (PhD) ხარისხი მოიპოვა. ვულოცავთ დიდი სიყვარულით!

04.12.2023

2023-2024 წლის სეზონის შესანიშნავი დასაწყისი. საკალათბურთო შეხვედრა ჩვენ მეგობარ ევროპულ სკოლასთან აიბი მთიების გუნდის გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 51:41

30.11.2023

აიბი მთიები საქართველოდან წარმოგიდგენთ CNN-ის პროექტში Call to Earth მონაწილე დოკუმენტურ ფილმს, რომელიც შეიქმნა ჩვენი საბუნებისმეტყველო კათედრისა და მოსწავლეების მიერ. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა იკვლიეს და წარმოადგინეს გარემოს დაცვისა და კლიმატური ცვლილებების საკითხები. განსაკუთრებული მადლობა, რეჟისორს, ბატონ გიორგი მორბედაძეს.

28.11.2023

აიბი მთიები აგრძელებს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში ინტეგრაციას. აიბი მთიების დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ნინო ჩიკვაიძემ, დღეს აიბი მთიების უმაღლესი სკოლის ხელმძღვანელთან, რამაზ ფარესაშვილთან და ინგლისური ენის პედაგოგთან, თამუნა რუხაძესთან ერთად მმართველ გუნდის წინაშე წარადგინა ა/წ ოქტომბერსა და ნოემბერში ამსტერდამსა და კემბრიჯში საქმიანი ვიზიტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილები, სიახლეები და სამომავლო გეგმები.