25.04.2023

აიბი მთიების მოსწავლეები ცერნში აიბი მთიებისა და  ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციის ქართველ მეცნიერებთან თანამშრომლობის საფუძველზე დაიგეგმა და განხორციელდა  შიდა სასკლო კონკურსში  წარმატებულ  მოსწავლეთა  ვიზიტი ჟენევაში. ჯგუფის წევრები ვიზიტის ფარგლებში გაეცვნენ   სამეცნიერო კვლევით ექსპერიმენტების ATLAS  და  ALISE-ის   ძირითად მოწყობილობებსა და მუშაობის პინციპებს, იხილეს პირველი ამაჩქარებლისN SC (Synchrociclotron) სამუზეომო ექსპონატი ცერნში. დაათვალიერეს  DCVP-data ცენტრის მუშაობის პროცესი, მოისმინეს…

12.04.2023

აიბი მთიებში ქველმოქმედება გრძელდება. სააღდგომო საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხით, ჩვენმა მოსწავლეებმა დიდუბის რაიონში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს სააღდგომო ნობათი მიართვეს და მიულოცეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული გვსურს, მადლობა გადავუხადოთ დიდუბის რაიონის გამგეობას განსაკუთრებული მხარდაჭერისათვის.

10.04.2023

აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის პროექტ “აირჩიე პროფესიის “ ფარგლებში შედგა საინტერესო შეხვედრა ლიდერფუდის საწარმოში. მოსწავლეებს უმასპინძლა და საწარმო დააღვალიერებინა ლიდერფუდის დამფუძნებელმა ირაკლი დუმბაძემ. მან მოსწავლეებს გააცნო პროფესია კვების ტექნოლოგი, რა უნარები სჭირდება ამ პროფესიის ადამიანს და რას მოიცავს ძირითადი სამუშაო საქმიანობა. დიდი მადლობა კომპანია ლიდერფუდს თანამშრომლობისთვის

10.04.2023

აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა საინტერესო შეხვედრა თემაზე: “როგორ დავგეგმოთ მომავალი” შეხვედრაზე მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებით დაინტერესების შემთხვევაში რა შესაძლებლობები აქვთ, როგორ უნდა შეარჩიონ ქვეყანა და უნივერსიტეტი, როგორ მოიპოვონ დაფინანსება და რა ეტაპები უნდა გაიარონ სასურველი მიზნის მისაღწევად. შეხვედრა წარმართეს ბესიკ კიკნაძემ და დავით კალანდარიშვილმა, რომლებიც დიდი ხანია წარმატებით თანამშრომლობენ…

06.04.2023

აიბი მთიებს ესტუმრნენ პოლონეთის ტექნოლოგიებისა და IT უნივერსიტეტის წარმომადგენლები. შეხვედრა შედგა მე11 კლასის მოსწავლეებთან და მიზნად ისახავდა პოლონეთში სწავლის გაგრძელებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას, უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების გაცნობას.

04.04.2023

ექსპო ჯორჯიას საგამოფენო სივრცეში ჩატარდა აიბი მთიების სასწავლო წლის შემაჯამებელი შემოქმედებითი კონფერენცია. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეების მიერ შექნილი მაკეტები, წლის მანძილზე მომზადებული ნამუშევრები აქტუალური თემების გარშემო და ელექტრონული ჟურნალი, რომელიც თავისუფალი აზროვნების და იდეების გამოხატვის სივრცეა. აიბი მთიების 2022-2023 სასწავლო წლის პრიორიტეტს წარმოადგენდა STEAM განათლების სისტემის დანერგვა, რის ფარგლებშიც მთელი წლის სასწავლო სისტემა დაფუძნებულია პროექტებით…

01.04.2023

აიბი მთიების დაწყებით სკოლაში ხელოვნებისა და ინგლისურის ინტეგრირებული შემოქმედებითი სამოტივაციო პროექტი წარიმართა. მესამე კლასის მოსწავლეებმა ძალიან საინტერესო ნამუშევრები შექმნეს, იმოგზაურეს კოსმოსში, გაეცნენ მზის სისტემას, პლანეტებს და პირველ მოგზაურებს კოსმოსში. მიღებული ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს.

01.04.2023

აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მოსწავლეების წარმატებული შედეგები ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში: 28 მარტს ევროპის უნივერსიტეტში პროგრამირების მხარდაჭერის ასოციაციის ინიციატივით, ასევე Liberty • ლიბერთი ბანკისა და ” სოფტგენ – ჯგუფი”-ს მხარდაჭერით მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის დახურვის ცერემონია გაიმართა. აიბი მთიების დირექტორატი ულოცავს მოსწავლეებს ამ წარმატებას.

31.03.2023

აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები საუნივერსიტეტო საათის ფარგლებში ეცნობიან პროფესიებს საინტერესო შეხვედრებით. ამჯერად მოსწავლეების შეხვდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობის და ინოვაციების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი და აიბი მთიების ტექნიკური სკოლის STEAM განათლების კონსულტანტი ავთო მღებრიშვილი. მან საინტერესო ინტერაქციული შეხვედრა წარმართა მომავლის პროფესიებზე და მოსწავლეებს გააცნო ის მიმართულებები, რომლებიც დღეს და უახლოეს წლებში ყველაზე…

30.03.2023

აიბი მთიებს ესტუმრა ეროვნული საგამოცდო ცენტრის ბიოლოგიის ჯგუფის წევრი, სრული პროფესორი და ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ნანა დვალიშვილი. შეხვედრა შედგა საბუნებისმეტყველო მიმართულების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან. მოწვეულმა სტუმარმა აბიტურიენტებს გააცნო საგამოცდო პროგრამა და ისაუბრა ტესტის სტრუქტურის, საგამოცდო დროისა და გამოცდის სხვა ტექნიკურ მხარეებზე.