10.06.2022

აიბი მთიების ინგლისური ენის კათედრამ შეაჯამა სასწავლო წელი და წარსდგა სპექტაკლით “ოლივერ ტვისტი”. სწავლა ყოველთვის სახალისოა, როდესაც ის შემოქმედებითი და მოსწავლის ინტერესებზე მორგებულია. ვასრულებთ ინგლისური ენის კურსს და შეგხვდებით მომავალ სასწავლო წელს სიახლეებით

03.06.2022

3 ივნისს ყვარელში, ილიას ტბაზე გაიმართა წლის შემაჯამებელი შემოქმედებით – სარელაქსაციო დღე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო აიბი მთიების 1400-მდე მოსწავლემ, 600-მდე მშობელმა და სკოლის ყველა თანამშრომელმა აიბი მთიებმა უმაპსინძლა უკრაინიდან ჩამოსულ ოჯახებს, რომლებიც სიამოვნებით ჩაერთვნენ სხვადასხვა აქტიბობებში პროექტის მხარდამჭერი იყო საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაცია

02.06.2022

აიბი მთიების დაწყებით სკოლაში 5, 6 და 7 წლის მოსწავლეებისთვის დასრულდა წლის შემაჯამებელი პროექტი: “წერე, იკითხე, იმეტყველე”. შემაჯამებელი კვირის მიზანი იყო მოსწავლეებში ზეპირი მეტყველების უნარის განვითარება პროეტის მენეჯერი გახლდათ ელენენტარული სკოლის ხელმღვანელი – სოფო შარაშიძე. პროექტი წარიმართა დაწყებითი სკოლის ქართულის, მათემატიკის, მეცნიერების, ისტორიისა და უცხო ენების პედაგოგების მიერ, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი კლასის აღმზრდელ-პედაგოგები

31.05.2022

3 ივნისს ყვარელში, ილიას ტბაზე იმართება წლის შემაჯამებელი შემოქმედებით სარელაქსაციო დღე, რომელშიც მონაწილეობას იღებს აიბი მთიების ყველა მოსწავლე 5-დან 18 წლამდე და ასევე სკოლის ყველა თანამშრომელი. ამ პროექტში აიბი მთიები მასპინძლობს უკრაინიდან ჩამოსულ ოჯახებს. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაცია და მათი შუამდგომლობით დღეს შედგა პროექტის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა უკრაინელ ოჯახებთან

27.05.2022

ბოლო ზარი აიბი მთიებში სკოლა დაასრულა 70 მოსწავლემ და მათგან გაიცა: 22 პირველი ხარისხის ატესტატი (ოქრო) ; 8 მეორე ხარისხის ატესტატი. აიბი მთიების საპატიო მოსწავლეები გახდნენ: მარიამ ღვინეფაძე; დათა თოფურია. ბოლო ზარის აღსანიშნავად დღის ბოლოს გაიმართა ბანკეტი ყვარელში მეღვინეობა ხარების ტერიოტორიაზე

25.05.2022

აიბი მთიები გთავაზობთ საზაფხულო სკოლას დიდ ბრიტანეთში! თარიღი: 11 – 25 ივლისი ასაკი: 8-დან 16-მდე კურსის ხანგრძლივობა: 2 კვირა მდებარეობა: კენფორდის სკოლა, დიდი ბრიტანეთი ინგლისურის დონე: A1(დამწყები) და ზემოთ ფასი: 2850£ ფუნტი ფასი მოიცავს: ავიაბილეთი თბილისი – ლონდონი – თბილისი სასწავლო პროგრამა საცხოვრებელი სამჯერადი კვება ტრანსფერი: აეროპორტი – სკოლა – აეროპორტი სამოგზაურო დაზღვევა ექსკურსიები (ლონდონი,…

23.05.2022

აიბი მთიების პარტნიორ – კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაცია, რომელიც არის ინოვაციური პროექტი ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო სფეროში. პროგრამა ხორციელდება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით საფრანგეთის რენის უნივერსიტეტთან ერთად. პროგრამის დასრულებისას სტუდენტი იღებს ორმაგ დიპლომს: კავკასიის უნივერსიტეტისა და რენის ბიზნეს სკოლის დიპლომებს. ხვალ გაიმართება შეხვედრა დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებთან, სადაც ისინი მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას სასწავლო პროგრამის,…

23.05.2022

აიბი მთიები იწყებს სურსათის უვნებლობის ახალი საერთაშორისო სტანდარტის HACCP- ის დანერგვას, რაც უზრუნველყოფს საკვები პროდუქტების მეტ უსაფრთხოებას და აკმაყოფილებს საქართველოს საკანონმდებლო სისტემისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს. მიუხედავად იმისა, რომ აიბი მთიები უკვე წლებია არის ორი საერთაშორისო სტანდარტის, ISO 9001 და ISO 45001 -ის მფლობელი, ის აგრძელებს ხარისხის განვითარებაზე ზრუნვას და როგორც საქართველოს საკანონმდებლო სისტემის, ასევე…

20.05.2022

აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ანა საყვარელიძემ მონაწილეობა მიიღო აისეკისა და ალტერბრიჯის უნივერსიტეტის ორგანიზებულ ესეების კონკურსში და მოიპოვა საპრიზო ადგილი, მისი ნაშრომი დასახელდა ხუთ საუკეთესოს შორის აიბი მთიებს კი გადაეცა მადლობის სიგელი მისი მოსწავლის წარმატებისთვის ანამ წარმოადგინა ესე ინგლისურ ენაზე გენდერულ უთანასწორობაზე. აიბი მთიები ულოცავს მას ამ წარმატებას

20.05.2022

დღეს აიბი მთიების ლიბრარიუმში საინტერესო შეხვედრა გაიმართა დაწყებითი სკოლის მოსწავლეებსა და თანამედროვე ქართველ მწერალ ლელა ცუცქირიძეს შორის. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მწერლის ლექსები, მოთხრობები და ამ ნაწარმოებებზე შექმნილი ილუსტრაციები. ქალბატონმა ლელამ მოსწავლეთა შეკითხვებს უპასუხა და ესაუბრა თუ როგორ იქმნებოდა მისი პერსონაჟები და ილუსტრაციები. აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იყო მკითხველი. ჩვენი მოსწავლეებისთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო თანამედროვე მწერალთან შეხვედრა

18.05.2022

აიბი მთიების ზოგადი განათლების უმაღლესი სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს 16, 17 და 18 მაისს ჩაუტარდათ იმიტირებული ეროვნული გამოცდები პარტნიორი უნივერსიტეტების ხელშეწყობით. ამ გამოცდებით შეჯამდა აიბი მთიების აბიტურიენტების ცოდნა და მსგავსმა იმიტირებულმა პროცესმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა მომზადებას ეროვნული გამოცდებისთვის. გამოცდები ჩატარდა შემდეგ საგნებში: ქართული ინგლისური მათემატიკა ისტორია ბიოლოგია დიდ მადლობას ვუხდით პარტნიორ უნივერსიტეტებს აქტიური თანამშრომლობისა და…

17.05.2022

აიბი მთიეიბის საბაზო სკოლის პროექტი – “IB Mthiebi Pavilion” პროექტი წარმოადგენს კვლევის შეჯამებას, რომელიც საბაზო სკოლის VIII და IX ტექნიკური კლასების მოსწავლეების მიერ ჩატარდა. მოსწავლეებმა მოიძიეს და შეისწავლეს პავილიონური შენობების ტიპოლოგია ლონდონის “სერპენტინის პავლიონების” მაგალითზე. ტექნიკური კლასების მოსწავლეებმა ინდივიდუალურად წარმოადგინეს ჩატარებული კვლევის შედეგები პრეზენტაციის სახით. ასევე გამოიფინა ჯგუფურად შესრულებული მათივე დიზაინით შექმნილი პავილიონები მაკეტების სახით.…

16.05.2022

აიბი მთიებს გერმანელი პარტნიორები, IB-ის ბორდის წევრები ესტუმრნენ, დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა, შეხვდნენ ხელმძღვანელებს და ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე

13.05.2022

აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა ქართულ – ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის ვიცე დეკანი – ნატო ტორონჯაძე, რომელმაც ძალიან საინტერესო ინტერაქციული შეხვედრა წარმართა თემაზე: საკუთარი ბიზნესისა და ფინანსების მართვა და სტარტაპების განვითარება. შეხვედრაზე მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეზიარებინათ მათი სტარტაპ იდეები და ლექციის მსვლელობისას მიეღოთ მეტი საბაზისო ცოდნა მცირე ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო რესურსებსა და დაგეგმვასთან დაკავშირებით

13.05.2022

აიბი მთიების დაწყებით სკოლაში 5, 6 და 7 წლის მოსწავლეებისთვის მიმდინარეობს წლის შემაჯამებელი პროექტი: “წერე, იკითხე, იმეტყველე” პროექტის მეორე კვირა – წერის უნარი