20.12.2021

აიბი მთიებმა წარმატებით გაიარა ხარისხის მართვის მენეჯმენტის აუდიტი ISO 9001:2015 და შრომის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის საერთაშორისო სტანდარტის ISO 45001:2018 გარე აუდიტი. საერთაშორისო სტანდარტებთან სრულად შესაბამისობით შეფასდა სკოლის საქმიანობა, მართვის სისტემა, მატერიალური და ადამიანური რესურსი.

20-21.12.2021

20-21 დეკემბერს ჩატარდა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის უახლესი საერთაშორისო სტანდარტის ISO 45001:2018 წამყვანი აუდიტორის ტრენინგი. ტრენინგი წარიმართა IRCA აკრედიტირებული ორგანიზაციის მიერ.

21-29.12.2021

21-29 დეკემბერს აიბი მთიების დაწყებით, საბაზო და უმაღლეს სკოლებში განხორციელდება დეკემბრის თვის ცოდნის შემაჯამებელი სარეიტინგო ტესტირება, როგორც საკლასო გარემოში, ასევე Online და ჰიბრიდული რეჟიმის მოსწავლეთათვის შემდეგი გარფიკის მიხედვით: დაწყებითი სკოლა 5-6 კლასები: 23.12.2021 – მეცნიერების საწყისები; პასკალის საათი; 24. – ჩვენი სამშობლო; ჰეროდოტეს საათი; 27.12 ქართული ენა და ლიტ, მსოფლიო ლიტ 28 მათემატიკა, ეილერის საათი…

17.12.2021

17 დეკემბერს აიბი მთიების დირექტორატმა და აკადემიურმა საბჭომ აქტიურად იმუშავა შემაჯამებელი წერების დებულებაზე, რომელიც მორგებულია როგორც ონლაინ რეჟიმზე, ასევე სასკოლო სივრცეში მყოფ მოსწავლეებზე, და მათზე, რომელთაც ჰიბრიდული სწავლება აირჩიეს. სკოლა მზად არის სამივე რეჟიმის მოსწავლეებისათვის ჩაატაროს ცოდნის შემაჯამებელი სამუშაოები, რომელიც ხელს შეუწყობს მეორე სემესტრის მიზნობრივ და ხარისხიან დაგეგმარებას.

06-17.12.2021

აიბი მთიების საბაზო სკოლაში მიმდინარეობს პროექტი „მუსიკა ყველგან“. პროექტის ფარგლებში მუსიკით დაინტერესებულ მოსწავლეთათვის, აიბი მთიების პედაგოგის გიორგი ხურცილავას მოწვევით, ჯგუფი „ინფადუსი“-ს წევრებმა ჩაატარეს მასტერკლასი „როგორ შევქმნათ მუსიკალური კომპოზიცია“. https://youtu.be/8BasRNBCjE4

13-17.12.2021

13-17 დეკემბერს აიბი მთიების ტრანზიტულ სკოლაში სააღმზრდელო სამსახურისა და სკოლის ადმინისტრატორის ჩართულობით ჩატარდა  კვირეული “როგორ შევქმნათ ხელნაკეთი ნივთები“. მოსწავლეებმა სხვადასხვა ინსტრუმენტებისა და მასალის გამოყენებით ისწავლეს და შექმნეს ორნამენტები და საახალწლო მორთულობები. მიღებული ცოდნის საფუძველზე მოსწავლეები მორთავენ საკლასო ოთახებს.

11.12.2021

აიბი მთიებისა და კოლეჯი ,,სპექტრის’’ თანამშრომლობის ფარგლბში , მე-11 კლასის მოსწავლეთათვის დაგეგმილ პროგრამაში კიდევ ერთი სპეციალობა დაემატა  – შრომის უსაფრთხოება. მოსწავლეები, რომლებიც შეუერთდნენ ამ სპეციალობას, აღნიშნავენ, რომ კურსის გავლის შემდეგ კრიტიკულად მიუდგებიან უსაფრთოების ნორმების დაცვას, როგორც საზოგადოებრივ, ისე პირად სივრცეში.

2021-2022

აიბი მთიების მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი გთავაზობთ პროექტს „მოდელირებული ლექციები“. პროექტის ფარგლებში თქვენ შესაძლებლობა გექნებათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ლექცია და დაესწროთ მას. ლექციის პროცესში შეხვდეთ სხვადასხვა ფაქულტეტის ლექტორებს და ჩაერთოთ საინტერესო დისკუსიებში და რაც მთავარია ერთი დღე გახდებით GAU-ს სტუდენტები.

10.12.2021

21-ე საუკუნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროექტს Ted Talk საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში საფუძველი ჩაეყარა  აიბი მთიების მოსწავლეების მიერ. Ted Talk-ის მიზანი – გაუზიარე საკუთარი გამოცდილება და დააფიქრე სხვაგვარად – ღონისძიების ფარგლებში მიღწეულ იქნა. წარმოგიდგენ ჩვენ გამარჯვებულ მოსწავლეებს: ნიკოლოზ ცერცვაძე – მოხსენება: „Daydreaming – the most powerful “useless” tool of human mind“ – ბრიტანულ უნივერსიტეტში 4 -წლიანი საბაკალავრო…

09-10.12.2021

9 – 10 დეკემბერს აიბი მთიების უმაღლეს სკოლაში გაიმართა ონლაინ შეხვედრები მე-10 , მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებთან და მათ მოშობლებთან. შეხვედრაზე სკოლის ხელმძღავნელმა რამაზ ფარესაშვილმა და მისმა მართვის გუნდმა, წარმოადგინეს დეკემბრის თვის სტრატეგიული გეგმა და მიმოიხილეს ნოემბრის თვეში ჩატარებული საქმიანობის შედეგები

10.12.2021

აიბი მთიიების ხელოვნების კათედრამ ტრანზიტულ სკოლაში განახორციელა პროექტი „კეატივი“  თემით სცენოგრაფია. კერძოდ, მოსწავლეები გაეცნენ პეტრე ოცხელის შემოქმედებას. შექმნეს ესკიზები, საკუთარი ინტერპრეტაციით დაანზადეს სცენარის მაკეტი და იმუშავეს დიზაინზე

09-10.12.2021

9 – 10 დეკემბერს აიბი მთიების დაწყებით  სკოლაში გაიმართა ონლაინ შეხვედრები დაწყებითი სკოლის მოსწავლეებთან და მათ მოშობლებთან. შეხვედრაზე სკოლის ხელმძღავნელმა ნინო აბაშიძემ და მისმა მართვის გუნდმა, წარმოადგინეს დეკემბრის თვის სტრატეგიული გეგმა და მიმოიხილეს ნოემბრის თვეში ჩატარებული საქმიანობის შედეგები

07.12.2021

7 დეკემბერს ციფრული აკადემიის წარმომადგენლებმა ჩაატარეს ონლაინ მასტერკლასი აიბი მთიების მეცხრე, მეათე კლასის მოსწავლეთათვის, თემაზე „რა არის ტექნოლოგიები და პროგრამული უზრუნველყოფა, რა პროფესიები, მიმართულებები და შესაძლებლობები არსებობს დღეს პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში.

07.12.2021

7 დეკემბერს აიბი მთიების საბაზო სკოლაში გაიმართა ონლაინ შეხვედრები მე-7 , მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებთან და მათ მოშობლებთან. შეხვედრაზე სკოლის ხელმძღავნელმა ნინო დოლიძემ და მისმა მართვის გუნდმა, წარმოადგინეს დეკემბრის თვის სტრატეგიული გეგმა და მიმოიხილეს ნოემბრის თვეში ჩატარებული საქმიანობის შედეგები

07.12.2021

აიბი მთიების უმაღლეს სკოლაში პროექტის ,,ერთი დღე სკოლაში’’ ფარგლებში ჩატარდა შიდა კომპლექსური კვლევა, რომელიც წარმართა სამუშაო გუნდმა. გუნდი დაკომპლექტებულა სამსახურების ხელმძღვანელებით, რომელთა საქმიანობა პირდაპირ კავშირშია და უზრუნველყოფს, მოსწავლეთა და თანამშრომლეთა უსაფრთხოების დაცვასა და ჯანსაღი სასწავლო და სააღმზრდელო პროცესების მართვას. კვლევის შედეგად უმაღლესი სკოლის საქმიანობა შეფასდა დადებითად