17.02.2023

აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მოსწავლეები ემზადებიან სტუდენტობისთვის. საუნივერსიტეტო საათის ფარგლებში უმაღლესი სასწავლებლების გაცნობის მიზნით მოსწავლეები მორიგი ვიზიტით ესტუმრნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. მათ საინტერესო შეხვედრა ჰქონდათ უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, სადაც შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია: ეროვნული გამოცდების სპეციფიკასა და უნივერსიტეტის მიერ კოეფიციენტების განაწილებაზე, უნივერსიტეტის სტრუქტურაზე, შეფასების სისტემასა და სწავლის სპეციფიკაზე ფაკულტეტების მიხედვით, გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობაზე,…

16.02.2023

აიბი მთიების მოსწავლეებისთვის საუნივერსიტეტო საათის ფარგლებში ჩატარდა საინტერესო შეხვედრა ბრიტანული უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან. შეხვედრის თემას წარმოდგენა დასაქმების ბაზრის გაცნობა პროფესიების მიხედვით, რომელიც წარმართა ბრიტანული უნივერსიტეტის და English Book Education- ის დამფუძნებელმა მიშა გურგენიძემ. მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ იმ ძირითად მოთხოვნებს და უნარ- ჩვევებს, რომლებიც ნებისმიერი მიმართულების ადამიანს სჭირდება პროფესიული წარმატებისა და დასაქმებისთვის, გაეცნენ თუ რამდენად ეხმარება…

15.02.2023

აიბი მთიებში საინტერესო შეხვედრები გრძელდება: საბაზო და უმაღლესი სკოლის მოსწავლეებს თავისუფალი თეატრის დამფუძნებელი და მთავარი დირექტორი ავთო ვარსემაშვილი შეხვდა. საინტერესო საუბარი შედგა თეატრალური ხელოვნების ისტორიაზე, თეატრის დანიშნულებასა და რეჟისორის პროფესიაზე. დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა ქართველი მწერალი და მთარგმნელი, რეჟისორი მიხეილ ანთაძე. დისკუსია ვეფხისტყაოსნის გარშემო წარიმართა, თუ როგორ უნდა გაიაზრონ სწორად მისი შინაარსი და რა გავლენა…

21.12.2022

STEAM განათლების სისტემის ფარგლებში აიბი მთიების უმაღლეს სკოლაში რობოტიკის გაკვეთილებზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. მე-10 და მე-11 ტექნიკური კლასის მოსწავლეებმა სემესტრის განმავლობაში შეძენილი ცოდნა შეაჯამეს და საინტერესო ნამუშევრები შექმნეს, რომლებიც ტექნიკურად გამართეს და დააპროგრამეს. მათ სასწავლო პრაქტიკები გაიარეს ილიაუნის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრში. ნამუშევრების შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით რობოტიკის პედაგოგებს:

21.12.2022

გრძელდება აიბი მთიების თანამშრომლობა ევროპისა და აშშ-ს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რომლის მიზანია აიბი მთიების უფროსკლასელთა ჩართულობა მსოფლიო საგანმანათლებლო სისტემებში. შეხვედრა შედგა ავსტრიის ვებსტერის უნივერსიტეტთან მარკეტინგის თემაზე შეხვედრის წარმმართველი იყო ვებსტერის უნივერსიტეტის სრული პროფესორი, მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მარია მადლბერგერი.

21.10.2022

აიბი მთიების ჰუმანიტარული მიმართულების მოსწავლეები ეცნობიან მათთვის საინტერესო პროფესიებს უმაღლესი სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ვინც იურიდიული მიმართულებით, სისხლის ანდა სამოქალაქო სამართლის განხრით აპირებენ სწავლის გაგრძელებას, საუნივერსიტეტო საათის ფარგლებში გაეცნენ ამ სფეროში მოღვაწეობის სპეციფიკებს და ესტუმრნენ გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს, სადაც მოსწავლეებს უმასპინძლა სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გივი ლობჟანიძემ და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის…

04.10.2022

აიბი მთიების უმაღლესი სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის საუნივერსიტეტო საათის ფარგლებში ჩატარდა შემდეგი შეხვედრები: ჰუმანიტარული მიმართულების მოსწავლეთათვის: ფილმის ჩვენება და დისკუსია კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორ თემურ კუპრავასთან. საბუნებისმეტყველო მიმართულების მოსწავლეთათვის: შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინისა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკან გიორგი მახარაშვილთან, თემაზე: ჯანდაცვის პოლიტიკა. ტექნიკური მიმართულების მოსწავლეთათვის: კინო ჩვენება “ატომური ჩვევების გამომუშავება” ჯეიმს ქლერის წიგნის…

03.10.2022

აიბი მთიებში STEAM განათლების სისტემის განხორციელება დაიწყო. STEAM არის სინქრონიზებული სწავლების მიდგომა, რომელიც მოითხოვს მიზანმიმართულ კავშირს და სტანდარტებს შეფასებებსა და გაკვეთილის მოდელს შორის. STEAM-ის ჭეშმარიტი გამოცდილება მოიცავს ორ ან მეტ სტანდარტს მეცნიერებიდან, ტექნოლოგიებიდან, ინჟინერიიდან, მათემატიკიდან და ხელოვნებიდან, რომლებიც უნდა ისწავლებოდეს და შეფასდეს ერთმანეთის მეშვეობით. STEAM განათლების მნიშვნელოვანი პუნქტებია კვლევა-ძიება, თანამშრომლობა და პროცესზე დაფუძნებული სწავლება. პროექტი…

14.09.2022

მოგესალმებით მოსწავლეებო, პატივცემულო მშობლებო, აიბი მთიების თანამშრომლებო, დღეს 14 სექტემბერია, იწყება ახალი 2022-2023 სასწავლო წელი. 27 წელია რაც აიბი მთიები სწავლის დაწყებას ზეიმობს. 14 სექტემბერი ახალი სასწავლო წლის დასაწყისიცაა და აიბი მთიების დაბადების დღეც. ასე რომ, დღეს აიბი მთიები 27 წლის გახდა, გილოცავთ! ყველას გაინტერესებთ როგორი შედეგებით და რა სიახლეებით ხვდება სკოლა ახალ სასწავლო წელს.…

11.03.2022

2022 წლის 26 მარტს სავაჭრო ცენტრში „თბილისი მოლი’’ Junior Achievement Georgia • ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო, USAID/Georgia-ს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „სამეწარმეო განათლების მხრადაჭერა ევროპასა და ევრაზიაში“ და TBC – თიბისი-სთან თანამშრომლობით, მართავს „მეწარმეობის’’ პროგრამის სწავლებაში ჩართული მინიკომპანიების გამოფენა-გაყიდვას, სადაც წარმოდგენილი იქნება მეწარმეობის პროგრამაში მონაწილე 30 საუკეთესო მინიკომპანიის პროდუქცია.  საქართველოს მაშტაბით შერჩეულ 30 მინი…

11.03.2022

2-დან 11 მარტის კვირაში აიბი მთიების  დაწყებითი სკოლის III-IV კლასის მოსწავლეები დიდი ხალისით მონაწილეობდნენ პროექტ “სახელოსნოში” „პერსონაჟის მოგზაურობა 21 საუკუნეში“, რომლის მიზანი მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების განვითარება, სწავლის მოტივაციის ზრდა, გუნდური მუშაობის ჩვევების ჩამოყალიბებაა. მოსწავლეებმა შეარჩიეს ნაწარმოებები, ეპიზოდები, პერსონაჟები, დაყვეს ნაწარმოებები სიუჟეტებად, შექმნეს კომიქსები, დიორამები და წარუდგინეს აუდიტორიას.

08-09.03.2022

აიბი მთიების დაწყებით, საბაზო და უმაღლეს სკოლაში ჩატარდა გაერთიანებული პედაგოგიური დარბაზის სხდომა. პედაგოგებს და აღმზრდელ პედაგოგებს წარედგინათ მარტი-აპრილის თვის სამუშაო გეგმა, აქცენტირებული მიმართულებები და საგაკვეთილო პროცესისა და სამეცადინო საათის განახლებული მეთოდური დოკუმენტაცია.

04.03.2022

აიბი მთიების ელემნტალური სკოლის მოსწავლეებმა შეაჯამეს  კვირის სააღმზრდელო თემა „ზარი 112-ში“. მოაწყვეს სხვადასხვა სიტუაციების კოსტუმირებული ინსცენირება და სახალისოდ გაგვიზიარეს კვირის განმავლობაში მიღებული ინფორმაცია.

02.03.2022

აიბი მთიების დაწყებით სკოლაში ჩატარდა ქართული ენისა და სააღმზრდელო კათედრის ინტეგრირებული სამოტივაციო ღონისძიება „გაზაფხულის ერთი დღე“,   „წერილი დედას“. მოსწავლეებმა დედებს მიულოცეს დედის დღე.