22.10.2021
პროექტი “სამკუთხედი”-ს ყოველკვირეული შეხვედრების ფარგლებში აიბი მთიების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები სტუდენტური ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციების მიღებას აგრძელებენ. დღეს ისინი შეხვდნენ ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის წარმომადგენელს – ანა ჭიპაშვილს, რომელიც მათ ბაკალავრის შეფასების სისტემაზე ესაუბრა. ანა გახლავთ ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის გარე კომუნიკაციებისა და კარიერის ცენტრის ხელმძღვანელი.