06-17.12.2021

აიბი მთიების საბაზო სკოლაში მიმდინარეობს პროექტი „მუსიკა ყველგან“. პროექტის ფარგლებში მუსიკით დაინტერესებულ მოსწავლეთათვის, აიბი მთიების პედაგოგის გიორგი ხურცილავას მოწვევით, ჯგუფი „ინფადუსი“-ს წევრებმა ჩაატარეს მასტერკლასი „როგორ შევქმნათ მუსიკალური კომპოზიცია“. https://youtu.be/8BasRNBCjE4

07.12.2021

7 დეკემბერს ციფრული აკადემიის წარმომადგენლებმა ჩაატარეს ონლაინ მასტერკლასი აიბი მთიების მეცხრე, მეათე კლასის მოსწავლეთათვის, თემაზე „რა არის ტექნოლოგიები და პროგრამული უზრუნველყოფა, რა პროფესიები, მიმართულებები და შესაძლებლობები არსებობს დღეს პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში.

07.12.2021

7 დეკემბერს აიბი მთიების საბაზო სკოლაში გაიმართა ონლაინ შეხვედრები მე-7 , მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებთან და მათ მოშობლებთან. შეხვედრაზე სკოლის ხელმძღავნელმა ნინო დოლიძემ და მისმა მართვის გუნდმა, წარმოადგინეს დეკემბრის თვის სტრატეგიული გეგმა და მიმოიხილეს ნოემბრის თვეში ჩატარებული საქმიანობის შედეგები

03.12.2021

აიბი მთიების საბაზო სკოლაში ამა წლის 22 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე მიმდინარეობდა ინგლისური ენის კათედრის აკადემიური პროექტი „ლაბორატორია“თემებით „ნასა“ და „წიგნის ჭია“. პროექტ „ნასა“-ს ფარგლებში მოსწავლეებმა ჩაატარეს კვლევა „ნასას ეროვნული როლი კოსმოსის სივრცის კვლევაში“, ხოლო პროექტ „წიგნის ჭია“-ს ფარგლებში მოსწავლეებმა იმუშავეს მარკ ტვენის, ჩარლზ დიკენსის და მიჩელის ნაწარმოებებზე. მოსწავლეებმა დაახასიათეს მთავარი გმირები და მათი ცხოვრების წესი…

01-10.12.2021

შიდა სასკოლო საკალათბურთო ტურნირის შესარჩევი ეტაპი – საბაზო სკოლაში იგეგმება შიდა სასკოლო საკალათბურთო ტურნირის შესარჩევი ეტაპი , რომელიც განხორციელდება 10 დეკემბრამდე და შეარჩევს  2006-2008  წლებში დაბადებული მოსწავლეთა საკალათბურთო აიბი მთიების ნაკრებ გუნდს.

01.11.2021

აიბი მთიების საბაზო სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა მწერალ თამარ გეგეშიძის მხარვრული წერის მასტერკლასი, პროექტის „ჩემი ლიტერატურული დებიუტი“ ფარგლებში.