21.05.2025
HELLO, WORLD! ზაფხულის ინგლისურენოვანი საერთაშორისო STEAM სკოლა 6 –12 წლის ბავშვებისთვის შეიგრძენი კომუნიკაცია სამყაროსთან — ასოებით, ბგერებით და ციფრებით დარეგისტრირდი აქ:
HELLO, WORLD! ზაფხულის ინგლისურენოვანი საერთაშორისო STEAM სკოლა 6 –12 წლის ბავშვებისთვის შეიგრძენი კომუნიკაცია სამყაროსთან — ასოებით, ბგერებით და ციფრებით დარეგისტრირდი აქ:
STEAM კვირეული „მომავალის სათამაშო“ – ინსპირაცია ქართული ანიმაციიდან! აიბი მთიების დაწყებით სკოლაში მომავლის ფერადი სამყარო შევქმენით! ბავშვებმა ხელოვნება, მუსიკა, ქართული ენა, ისტორია, მათემატიკა და მეცნიერება გამოიყენეს, რათა მომავლის სათამაშო შეექმნათ – ისეთივე ფერადი, საინტერესო და ინოვაციური, როგორიც მათი წარმოსახვაა! გვადევნეთ თვალი , წინ უამრავი საინტერესო ამბები გველის.
რაინდობის გზა დაიწყო! კვირეულის კულმინაცია – აიბი მთიების ყველაზე პატარა მოსწავლეები ქართული ეროვნული სამოსით დიდუბის ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში. მათი რაინდობის პირველი ნაბიჯები – ტრადიციების პატივისცემა და მომავლის რწმენა! იხილეთ ამ განსაკუთრებული დღის ყველაზე ამაღელვებელი კადრები.
რაინდის ისტორია – პატარა გმირების შემოქმედება! წარმოსახვა, შემოქმედება და პატარა გმირები დიდი იდეებით! პატარების მიერ შექმნილი უნიკალური ისტორიები!
აიბი მთიების საჭადრაკო კლუბის ზამთრის თასის პატარა ჩემპიონები. ჩვენმა ჭადრაკის პატარა ვარსკვლავებმა თავიანთი ნიჭით და მონდომებით საოცარი წარმატებები გვაჩვენეს! გაიცანით ჩვენი გამარჯვებულები! მადლობას ვუხდით ჩვენს შესანიშნავ პედაგოგს, პარმენ გელაზონიას, ამ განსაკუთრებული მომენტისათვის!
-გვაქვს პატივი, დასრულებულად გამოვაცხადოთ აიბი მთების STEAM საზაფხულო ინგლისურენოვანი სკოლის პროგრამა! 4 კვირის მანძილზე ჩვენმა პატარებმა და პედაგოგებმა აჩვენეს წარმოუდგენელი თავდადება, ენთუზიაზმი და ზრდა. დღეს მათი შრომა და მიღწევები სიმბოლური სერტიფიკატით აღვნიშნეთ. დიდი მადლობა ჩვენს საოცარ მასწავლებლებს, მხარდამჭერ მშობლებს და, რაც მთავარია, ჩვენს შესანიშნავ მოსწავლეებს! თქვენმა ძალისხმევამ და გატაცებამ ეს ზაფხული დაუვიწყარი გახადა. გისურვებთ წარმატებას…
აიბი მთიების პატარა 5 წლიანი კლასის მოსწავლეებმა წარმატებით დაასრულეს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სრული კურსი. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს პატარა მოსწავლეებს.
აიბი მთიებში სამოტივაციო აქტივობების განხორციელება სასწავლო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია. დღეს აიბი მთიების დაწყებითი სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებს მიეცათ საშუალება, მონაწილეობა მიეღოთ საზოგადოებრივი მეცნიერებებისა და სააღმზრდელო სამსახურის მიერ დაგეგმილ ინტეგრირებულ სამოტივაციო ღონისძებაში ,,ᲡᲢᲣᲛᲠᲐᲓ ᲛᲣᲖᲔᲣᲛᲨᲘ”
აიბი მთიების სასწავლო და სააღმზრდელო ცხოვრებაში მშობლების აქტიური თანამონაწილეობა წარმატებით გრძელდება. აიბი მთიების ,,მშობელთა სივრცე” ამჯერად დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს და მათთან ურთიერთობას დაეთმო. ინტერაქციული ხასიათის შეხვედრას ტრადიციულად მასპინძლობდნენ ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია და ფსიქოლოგი და ფსიქოკონსულტანტი ნანა გოგიჩაშვილი, დაწყებითი სკოლის ხელმძღვანელი ნინო აბაშიძე.
აიბი მთიებისათვის 2023-2024 სასწავლო წლის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება პროექტებზე დაფუძნებული სწავლება.გვსურს, გაგიზიაროთ პროექტი ,,ყულაბა”-აიბი მთიების სკოლამდელი კლასის 2023-2024 სასწავლო წლის I სემესტრის ცოდნის შემაჯამებელი ღონისძიება,ჩვენმა მოსწავლეებმა თავი გამოიჩინეს და აუდიტორიის წინაშე ამაყად და მხიარულად წარმოაჩინეს საკუთარი ცოდნა და უნარები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხო ენებში, მათემატიკასა და მეცნიერებაში, ისტორიაში და სასცენო ხელოვნებაში.
აიბი მთიების დაწყებით სკოლაში წლებია ხორცილდება ჭადრაკის, როგორც საგნის სწავლება, რომელსაც პროფესიუნალურ დონეზე წარმართავს პარმენ გელზონია. დეკემბრის თვეში ტრადიციულად მიმდინარეობს ცოდნის შემაჯამებელი სამოტივაციო საჭადრაკო ტურნირი, სადაც მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება, პირველ სემესტრში მიღებული ცოდნისა და უანრების გამოვლენისა. გამოგვყევით და ერთად, გავიცნოთ 2023-2024 წლის ჩემპიონი ჭადრაკში იანვრის ბოლოს.
აიბი მთიებში გრძელდება პროექტი ,,მშობელთა სივრცე”, რომლის ფარგლებშიც მშობლებს შევთავაზეთ, მონაწილეობა მიეღოთ კვების პროცედურაში. ამჯერად მათ კვების ბლოკის ღია სივრცემ უმასპინძლა.
აიბი მთიებში ,,მშობელთა სივრცე” განახლებული ფორმატითა და ბევრი იდეით იწყებს ახალ სასწავლო წელს. დღეს წლის პირველი შეხვედრა შედგა დაწყებითი სკოლის I-II კლასის მშობლებთან თემაზე ,,მშობლის სასწავლო გარემოში ადაპტაცია”. შეხვედრას უძღვებოდნენ ფილოლოგიის დოქტორი ბატონი გია მურღულია და ფსიქოლოგი და ფსიქოკონსულტანტი ქალბატონი ნანა გოგიჩაშვილი. შეხევედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, რაც თავის მხრივ, გვიბიძგებს, ხელი შევუწყოთ მსგავსი შეხვედრების ხშირად…
აიბი მთიების პატარა მოსწავლეებმა წარმატებით დაასრულეს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სრული კურსი. მათ საინტერესო, შემოქმედებითი და სახალისო აქტივობებით შეაჯამეს წლის განმავლობაში შეძენილი ცოდნა ყველა საგნობრივ დისციპლინაში. ღონისიძიებაში მნიშვნელოვნად იყვნენ ჩართულნი მშობლები. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს პატარა მოსწავლეებს!
აიბი მთიების პირველ კლასელები სახალისოდ და საინტერესოდ ასრულებენ სასწავლო წელს. ჩატარდა წლის შემაჯამებელი ღონისძიება ,,ოქროს გასაღები”. მოსწავლეებმა შეაჯამეს წლის განმავლობაში შეძენილი ცოდნა ყველა საგნობრივ დიაციპლინაში. ღონისძიებაში განსაკუთრებით აქტიურად იყვნენ ჩართულნი პატარა მოსწავლეების მშობლები. მოსწავლეებმა საგნობრივი თავსატეხების დახმარებით მოიპოვეს ოროს მონეტები, რომლებიც გადაცვალეს ოქროს გასაღებში და წარმატებით გადავიდნენ სასწავლო წლის მომდევნო საფეხურზე და გახდნენ მეორე კლასელები.