16.07.2024

საინტერესო სიახლე! აიბი მთების დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ახლახანს დაესწრო უმაღლესი განათლების სამიტს ,,ევროპა 2024 – ცვლილება და ინოვაცია მდგრად განვითარებაში! ნინო ჩიკვაიძე, სამიტზე გამდიდრებული გამოცდილების შემდეგ, დაბრუნდა ახალი შეხედულებებითა და იდეებით. დღეს ის შეხვდა აიბი მთიების მენეჯმენტის გუნდს, რათა წარმოედგინა ყოვლისმომცველი ანგარიში, რომელიც ხაზს უსვამს ძირითად საკითხებს და სამომავლო ინიციატივებს. თვალყური ადევნეთ დამატებით განახლებებს,…

11.07.2024

11 ივლისს, ბარსელონა – სიჯესში გაიხსნა 2 დღიანი საერთაშორისო საგანმანათლებლო სამიტი. საქართველოდან სამიტზე მიწვეულია აიბი მთიების გენერალური დირექტორი ნინო ჩიკვაიძე. სამიტი უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა მსოფლიოს სხვადასხვა წარმატებულ საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან კოლაბორაციისა. შემოგვიერთდით და თვალყური ადევნეთ სამიტის განახლებებს და ინფორმაციას. ერთად გავაგრძელოთ მომავალი თაობისათვის სასწავლო გარემოს დახვეწა და გამრავალფეროვნება!. დაწვრილებითი ბმული ღონისძიების შესახებ იხ. აქ #EducationalSummit #Barcelona…

16.05.2024

აიბი მთიები – უწყვეტი საგანმანათლებლო სივრცე. აიბი მთიების 2023-2024 სასწავლო წლის მთავარი ნაბიჯი – მსოფლიო საგანმანათლებლებლო სივრცეში ინტეგრირაცია. აიბი მთიები და მისი პარტნიორი ევროპის უმაღლესი სასწავლებელები მასპინძლობენ და უნიკლაურ შანსს აძლევენ ჩვენს პედაგოგებსა და მოსწავლეებსა და მათ მეგობრებს: იცხოვრონ სტუდენტური ცხოვრებით ორი ან ოთხი კვირის განმავლობაში:

26.04.2024

2024-2025 სასწავლო წლის აიბი მთიების საგანმანათლებლო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარი მიმართულება ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის სასწავლო და სააღმზრდელო პროცესებში ინტეგრირებაა. დღეს საინტერესო შეხვედრა /დიაკუსია გაიმართა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორთან, ზვიად გაბისონიასა და აიბი მთიების ფართო საზოგადოებასთან. შეხვედრის თემა ძირითადად შეეხო, ქართულ რეალობასა და სკოლაში ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობებს

23.04.2024

აიბი მთიებმა განახორციელა მასშტაბური გასვლითი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა: პროექტმა გააერთიანა დაწყებითი, საბაზო და უმაღლესი სკოლების 1300-ზე მეტი მოსწავლე. მათ გამგზავრებამდე შეისწავლეს მონასტრების ისტორიული და არქიტექტურული მნიშვნელობა. დღე მხიარული და საინტერესო პიკნიკით დასრულდა.

11.04.2024

სულ მალე აიბი მთიები მსოფლიო საერთაშორისო საგანმანათლებლო რუკაზე საკუთარ საპატიო ადგილს მონიშნავს. 2023-2024 სასწავლო წლის დასაწყისიდან დღემდე წარმატებით ხორციელდება იმ ტიპის საქმიანობა, რაც მნიშვნელოვნად გასაზღვრავს ინტეგრაციის პროცესს. 2-4 აპრილს აიბი მთიებში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა კემბრიჯის St. Andrew’s კოლეჯის STEM პროგრამების ხელმძღვანელი, ენდი ფლაუერი. ვიზიტის ფარგლებში ჩვენი ბრიტანელი პარტნიორი

03.04.2024

თანამოქმედება მომავლისათვის – აიბი მთიების საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროექტების მასშტაბური პრეზენტაციის დღე. დიდი მადლობა ჩვენს ერთგულ მეგობრებსა და პარტნიორებს, და ჩვენი დიდი ოჯახის თითოეულ წევრს. გვიგულშემატკივრეთ მსოფლიო მასშტაბით.

14.03.2024

აიბი მთიების ინტეგრირება ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ახალ საფეხურზეა. მიმდინარე წლის 4-5 მარტს აიბი მთიების დამფუძნებელი, ნინო ჩიკვაიძე, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ვენის Webster – ის უნივერსიტეტში. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები შედგა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრებთან, დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან, ლექტორებთან და ვებსტერის უნივერსიტეტის დირექტორთან პროფესორ სამუელ შუბერტთან. შეხვედრებისას მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები: აიბი მთიების საქმიანი შეხვედრები 7-8 მარტს…

05.03.2024

2024-2025 სასწავლო წლის დაგეგმარებისათვის აიბი მთიებისა და English book education შორის თანამშრომლობა ინტენსიურ რეჟიმშია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინგლისური ენის სწავლების ახალი სისტემისა და მეთოდების დანერგვა, როგორც ეფექტური საშუალება საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირებისათვის.

01.03.2024

აიბი მთიების 2024-2025 სასწავლო წლისთვის მზადება ახალ ფაზაში შედის. 2023 წლის შემოდგომიდან დღემდე ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება ის საქმიანობები, რომლებიც ქმნის გარანტიას აიბი მთიების საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ადაპტირებისათვის. დღეს აიბი მთიების დამფუძნებელმა, ნინო ჩიკვაიძემ, უმასპინძლა ოლენა კვარტიუკს – ბარსელონას EU Business School -ის Senior regional Recruitment მენეჯერს და Summer Boarding Courses- ის Partnerships Development მენეჯერს მუსაბ…

18.12.2023

აიბი მთიებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სწავლების სისტემაში, წლის პრიორიტეტული საკითხია; ამ მიზნით, აიბი მთიების პედაგოგებისათვის ჩატარდა ტრენინგი – ხელოვნური ინტელექტის როლი განათლებაში, რომელიც წარმართა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, აბდულმელიკ ალკანმა. ტრენინგს ჰქონდა, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ხასიათი, რომლის მსვლელობის დროს, სხვადასხვა საგნის სამოდელო გაკვეთილები დაიგეგმა აღნიშნული ტექნოლოგიების გამოყენებით.…

05.12.2023

აიბი მთიებისათვის განსაკუთრებული და მნიშვნელივანია თითოეული თანამშრომლისა და მოსწავლის წარმატება. ჩვენი დღევანდელი სიამაყის ობიექტი სალომე ჩხეიძეა, აიბი მთიების ხარისხის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი, რომელმაც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის (PhD) ხარისხი მოიპოვა. ვულოცავთ დიდი სიყვარულით!