აიბი მთიების საბაზო სკოლა
აიბი მთიების მე-8 კლასის 10 მოსწავლე მონაწილეობას იღებს Erasmus + -ის ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამაში “Tolerance Rules”, რომელიც იმართება ხორვატიაში.
პროექტის ფარგლებში აიბი მთიების ორგანიზებით მოსწავლეებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში შედგა შეხვედრა საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორთან ქალბატონ ირინე ბართაიასთან, რომელმაც წარმართა საუბარი თემაზე: ევროპული ღირებულებები და ადამიანთა უფლებები.
ეს დაეხმარება მოსწავლეებს გაიფართოონ წარმოდგენები აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით, იყვნენ აქტიურნი თანატოლებთან გამართულ დებატებში და საინტერესოდ შეძლონ მსჯელობა წამოჭრილი საკითხების ირგვლივ.
აღნიშნულ შეხვედრას ორგანიზება გაუწია სალომე ჩხეიძემ და გიორგი ბახტაძემ.
დიდი მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობისთვის