ხანგრძლივი პანდემიური მდგომარეობის შემდეგ აიბი მთიებმა განახორციელა მასშტაბური გასვლითი პროექტი ,,მოიარე და დაანახე საქართველო”, რომელიც ითვალისწინებდა შემეცნებით, სარელაქსაციო და საქველმოქმედო ტურს ქართლ – კახეთის რეგიონში და მიზნად ისახავდა უცნობი ღირსშესანიშნაობებისა და ისტორიული ძეგლების აღმოჩენასა და ფართო საზოგადოებისთვის გაზიარებას, ასევე მოსწავლეებში ეკო კულტურის განვითარებას ჰეშთეგით
პროექტმა გააერთიანა დაწყებითი, საბაზო და უმაღლესი სკოლების 1300-ზე მეტი მოსწავლე და განხორციელდა საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის, სააღმზრდელო სამსახურისა და პარტნიორი უნივერსიტეტების ერთობლივი მუშაობით.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, ჩვენმა მოსწავლეებმა ეკლესია-მონასტრებს სააღდგომო ნობათი მიართვეს.
დღე მხიარული და საინტერესო პიკნიკით დასრულდა