კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარდა IB მთიების უმაღლესი სკოლისა და კავკასიის უნივერსიტეტის ნაყოფიერი თანამშრომლობის შემაჯამებელი ღონისძიება, ელექტრონული ჟურნალის “შთა-გონების” წარდგენის ფორმატში.
ჟურნალი მოსწავლეთა თავისუფალი აზროვნების სივრცეა, რომელშიც ისინი ახერხებენ: დაინახონ საინტერესო თემა, მოიპოვონ ინფორმაცია, შეისწავლონ, გააანალიზონ, შეაფასონ და გამოხატონ ის.
დღევანდელმა პრეზენტაციამ ისიც აჩვენა, რამდენად სასარგებლო და ნაყოფიერია სკოლისა და უნივერსიტეტის პარტნიორობა და თანამოაზრეობა – ამისთვის მადლობა “IB მთიების” დამფუძნებელსა და დირექტორს ნინო ჩიკვაიძესა და კავკასიის უნივერსიტეტის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს კახა შენგელიასა და იდეისა და ჟურნალის ავტორს – გია მურღულიას.
მთავარი მადლობა კი ჩვენს ბავშვებს, რომლებსაც შეუძლიათ, ჩვეულებრივი არაჩვეულებრივად აქციონ.