27.12.2022

აიბი მთიების მათემატიკის კათედრამ, დამსახურებული მედლები გადასცა, კინგსის ოლიმპიადაში გამარჯვებულ მე-5 და მე -4 კლასის მოსწავლეებს : ვულოცავთ გამარჯვებულ მოსწავლეებს და კიდევ უფრო მეტ წარმატებებს ვუსურვებთ

26.12.2022

აიბი მთიების დაწყებით სკოლაში 5, 6 და 7 წლის მოსწავლეების საშობაო ღონისძიება გაიმართა მოსწავლეებმა შეაჯამეს სემესტრის განმავლობაში მიღებული ცოდნა და წადმოადგინეს თეარტალური დადგმით “შობის ჯადოსნური ღამე.”

21.12.2022

STEAM განათლების სისტემის ფარგლებში აიბი მთიების უმაღლეს სკოლაში რობოტიკის გაკვეთილებზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. მე-10 და მე-11 ტექნიკური კლასის მოსწავლეებმა სემესტრის განმავლობაში შეძენილი ცოდნა შეაჯამეს და საინტერესო ნამუშევრები შექმნეს, რომლებიც ტექნიკურად გამართეს და დააპროგრამეს. მათ სასწავლო პრაქტიკები გაიარეს ილიაუნის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრში. ნამუშევრების შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით რობოტიკის პედაგოგებს:

21.12.2022

გრძელდება აიბი მთიების თანამშრომლობა ევროპისა და აშშ-ს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რომლის მიზანია აიბი მთიების უფროსკლასელთა ჩართულობა მსოფლიო საგანმანათლებლო სისტემებში. შეხვედრა შედგა ავსტრიის ვებსტერის უნივერსიტეტთან მარკეტინგის თემაზე შეხვედრის წარმმართველი იყო ვებსტერის უნივერსიტეტის სრული პროფესორი, მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მარია მადლბერგერი.

20.12.2022

ლიბრარიუმის სივრცეში მოეწყო ლიტერატურული სალონი „თავისუფლების რაინდები – ცისფერყანწელები და გალაკტიონი“. აიბი მთიების ჰუმანიტარული კლასების მოსწავლეებმა წაიკითხეს ტიციან ტაბიძის, პაოლო იაშვილის, ვალერიან გაფრინდაშვილის, კოლაუ ნადირაძისა და გალაკტიონ ტაბიძის ლექსები და ნაწყვეტები მათი პირადი მიმოწერებიდან ლიტერატურაზე საუბრებს სასიამოვნო განწყობას უქმნიდა გიტარაზე შესრულებული მუსიკალური ნომრები

20.12.2022

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიზიტი აიბი მთიებში. მოსწავლეებს უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის წარმომადგენლები ესტუმრნენ: ეკოლოგი ვაჟა ტრაპაიძე, ბიოლოგი დიანა ძიძიგური და ქიმიკოსი მარინა რუხაძე. მათ გააცნეს საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის მიმართულებები, როგორ უნდა გააკეთონ საუკეთესო არჩევანი, როგორია თითეულზე სწავლის სპეციფიკა და რა მოლოდინები უნდა ჰქონდეთ მომავალ სტუდენტებს, ასევე ესაუბრნენ გაცვლითი პროგრამების, კვლვევების განხორციელებისა და სტუდენტურ პროექტებში…

19.12.2022

აიბი მთიებში საშობაო საქველომოქმედო ბაზრობა გაიმართა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან ერთად. დაწყებითი, საბაზო და უმაღლესი სკოლის მოსწავლებმა ხელნაკეთი ნივთები და საახალწლო ნუგბარი გამოფინეს და გაყიდეს ამ აქციით მოსწავლეები უერთდებიან საქართველოს წითელი ჯვრის კამპანიას ,,მათ ვჭირდებით”, რომელიც განსაკუთრებული საჭიროების მქონე 400 შინმოვლის ბენეფიციარს გაულამაზებს შობის დღესასწაულს.

19.12.2022

აიბი მთიების მე-11 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს გაეროს მოდელირების საერთაშორისო ფორუმში, რომელიც კანტის აკადემიის მიერ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან პარტნიორობით გაიმართა. GIMUN 2022 მთავარი გზავნილი – ახალი ეტაპი – რეგენერაცია იყო. ახალგაზრდა ლიდერებისთვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა მოძველებული ხედვების რეგენერაცია და ახალი ეტაპის შექმნა. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს გაეროს მოდელირების პროცედურების ვორქშოფებში, საჯარო გამოსვლებში, დებატებისა და მოლაპარაკებებში, რეზოლუციების შემუშავებასა…

15.12.2022

აიბი მთიების ზუსტ და საბუნებისმეტყველო სკოლის მე-11 კლასში საგაკვეთილო პროცესი ჩატარდა STEAM სისტემით. პროექტის თემა: “ახალი ტექნოლოგიები, ჭკვიანი სახლი” STEAM მეთოდოლოგიის გამოყენებით მოსწავლეებმა ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმიასა და მათემატიკაში თეორიულად განიხილეს ამ საგნების კავშირი მოცემულ თემასთან, რობოტიკის გაკვეთილზე მოსწავლეებმა პრაქტიკულად განახორციელეს განხილული საკითხები ტექნიკური მოწყობილობების დახმარებით, პროექტი შეაჯამეს ხელოვნებისა და ბიზნესის პედაგოგებთან ერთად. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა…

06.12.2022

აიბი მთიების უმაღლესი სკოლაში საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული ინჟინერიის საორიენტაციო შეხვედრა ჩატარდა. მოწვეულ სტუმრებს აიბი მთიების პარტნიორი – თავისუფალი უნივერსიტეტიდან წარმოადგენდნენ: მერიკო გოგოლაძე და ნატალია ხუბაშვილი – კომპიუტერული მეცნიერებებისა და ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებების პროგრამის კოორდინატორები. სპიკერებმა მომავალ სტუდენტებს აღნიშნული სფერო გააცნეს, ესაუბრნენ სწავლების სპეციფიკაზე, პროფესიულ მიმართულბებსა და დასაქმების პერსპექტივებზე.

05.12.2022

აიბი მთიების ტრანზიტული სკოლის მოსწავლეები ნოემბრის თვის მაინძილზე ეუფლებოდნენ მასპინძლობის კულტურას და სუფრასთან ქცევის ეტიკეტს მათ წარმოადგინეს შეძენილი ცოდნა და აქციეს ერთგვარ გამოცდილებად – საკლასო ოთახები მოაწყვეს კაფეს ფორმატში, სადაც უმასპინძლეს უფროს მეგობრებს, მშობლებსა და პედაგოგებს

05.12.2022

დაიწყო აიბი მთიების თანამშრომლობის პირველი ეტაპი ევროპისა და აშშ-ს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რომლის მიზანია აიბი მთიების უფროსკლასელთა ჩართულობა მსოფლიო საგანმანათლებლო სისტემებში. STEAM განათლების დანერგვამ საშუალება მისცა უმაღლესი სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს ადაპტირდნენ საერთაშორისო საგანმანათლებლო სისტემებთან. პირველი შეხვედრა შედგა ავსტრიის ვებსტერის უნივერსიტეტთან ვებსტერის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორმა მარკ მეუმ უფროსკლასელთათვის ჩაატარა ლექცია თემაზე: ემოციური კომუნიკაციის ფსიქოლოგია.

02.12.2022

აიბი მთიებისა და კოლეჯ სპექტრის თანამშრომლობის ეფექტურობიდან გამომდინარე სამომავლო საქმიანობის განვითარებისთვის დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენს ევროპის ბიზნეს ასოციაცია. პროფესიული განათლების პოპულარიზაციის ფარგლებში შეხვედრა შედგა აიბი მთიების, კოლეჯ სპექტრსა და ევროპის ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებლებს შორის, რომლებმაც სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. ასევე მათ დაათვალიერეს კოლეჯი, გაეცნენ სხვადასხვა მიმართულებების საქმიანობებს და შეხვდნენ აიბი მთიების მოსწავლეებს, რომლებიც ამ ეტაპზე კოლეჯში ეუფლებიან…

01.12.2022

მენეჯმენტის როლის და მნიშვნელობის თემატიკაზე საინტერესო აქტივობა ჩაატარა ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორმა, ადამიანური ინჟინერიის და მენეჯმენტის სპეციალისტმა, აიბი მთიების STEAM განათლების სისტემის კონსულტანტმა დინა ასლამაზიშვილმა. ვორქშოფის შედეგად მოსწავლეებს შეეძლოთ მიეღოთ ინფორმაცია თუ როგორი უნარები სჭირდება ადამიანს მენეჯერობისა და ლიდერობისთვის, რა მნიშვნელობა აქვს გუნდურად მუშაობას და სწორად წარმართულ მენეჯმენტს სხვადასხვა პროფესიასა და ორგანიზაციულ კულტურაში.