აიბი მთიების უმაღლეს სკოლაში ფსიქოლოგიით დაინტერესებული დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებსთვის საინტერესო შეხვედრა ჩატარდა.
საუნივერსიტეტო საათის ფარგლებში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტიდან მოსწავლეებთან შესახვედრად ჰუმანიტარული და მეცნიერებათა სკოლის დეკანი ნინო შოშიტაშვილი და ფსიქოლოგი თამარ დორეული ესტუმრნენ სკოლას.
მათ საინტერესო დისკუსია წარმართეს მოსწავლეებთან ფსიქოლოგიის თემაზე, ისაუბრეს როგორც პროფესიასა და ამ პროფესიით დასაქმების პერსპექტივებზე, გააცნეს ფსიქოლოგის მუშაობის ძირითადი ტექნიკები და როგორი უნარები სჭირდება ადამიანს ამ პროფესიაში მოღვაწეობისთვის.