06.10.2022

აიბი მთიების მე-8 კლასის 10 მოსწავლე მონაწილეობას იღებს Erasmus + -ის ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამაში “Tolerance Rules”, რომელიც იმართება ხორვატიაში. პროექტის ფარგლებში აიბი მთიების ორგანიზებით მოსწავლეებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში შედგა შეხვედრა საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორთან ქალბატონ ირინე ბართაიასთან, რომელმაც წარმართა საუბარი თემაზე: ევროპული ღირებულებები და ადამიანთა უფლებები. ეს დაეხმარება მოსწავლეებს გაიფართოონ წარმოდგენები აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით, იყვნენ…

04.10.2022

აიბი მთიების უმაღლესი სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის საუნივერსიტეტო საათის ფარგლებში ჩატარდა შემდეგი შეხვედრები: ჰუმანიტარული მიმართულების მოსწავლეთათვის: ფილმის ჩვენება და დისკუსია კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორ თემურ კუპრავასთან. საბუნებისმეტყველო მიმართულების მოსწავლეთათვის: შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინისა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკან გიორგი მახარაშვილთან, თემაზე: ჯანდაცვის პოლიტიკა. ტექნიკური მიმართულების მოსწავლეთათვის: კინო ჩვენება “ატომური ჩვევების გამომუშავება” ჯეიმს ქლერის წიგნის…

03.10.2022

აიბი მთიებში STEAM განათლების სისტემის განხორციელება დაიწყო. STEAM არის სინქრონიზებული სწავლების მიდგომა, რომელიც მოითხოვს მიზანმიმართულ კავშირს და სტანდარტებს შეფასებებსა და გაკვეთილის მოდელს შორის. STEAM-ის ჭეშმარიტი გამოცდილება მოიცავს ორ ან მეტ სტანდარტს მეცნიერებიდან, ტექნოლოგიებიდან, ინჟინერიიდან, მათემატიკიდან და ხელოვნებიდან, რომლებიც უნდა ისწავლებოდეს და შეფასდეს ერთმანეთის მეშვეობით. STEAM განათლების მნიშვნელოვანი პუნქტებია კვლევა-ძიება, თანამშრომლობა და პროცესზე დაფუძნებული სწავლება. პროექტი…

30.09.2022

აიბი მთიები შეურთდა ევროპის სასკოლო სპორტის საერთაშორისო დღეს ამ პროექტის ფარგლებში დაწყებითი და საბაზო სკოლის მოსწავლეებისთვის სპორტული აქტივობებით დატვირთული საინტერესო დღე დაიგეგმა

27.09.2022

აიბი მთიების უმაღლესი სკოლის ჰუმანიტარული მიმართულება იწყებს მასშტაბურ საგანმანათლებლო საზოგადოებრივ პროექტს – ელექტრონული ჟურნალის გამოცემას, რომელსაც უხელმძღვანელებს გია მურღულია. ამ თემაზე გაიმართა პრეზენტაცია და აღნიშნული პროექტი გაეცნოთ ჰუმანიტარული მიმართულების მოსწავლეებს. პროექტი ეფუძნება ჰუმანიტარული აზროვნების საფუძვლებს და გულისხმობს სტატიებისა და ვიდეო თუ აუდიო მასალების მომზადებას შემდეგი სფეროებიდან: ლიტერატურა, ისტორია, ხელოვნება, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, რელიგია და ა.შ. ჟურნალს,…

26.09.2022

აიბი მთიების უმაღლეს სკოლაში გრძელდება საუნივერსიტეტო საათის პროექტი, რომელიც ემსახურება დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის პროფესიებისა და დასაქმების პერსპექტივების გაცნობას და სტუდენტური ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში უმაღლეს სკოლაში ჩატარდა შემდეგი ღონისძიებები: ტექნიკური მიმართულების მოსწავლეებისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობის და ინოვაციების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა და აიბი მთიების ტექნიკური სკოლის STEAM განათლების კონსულტანტმა ავთო მღებრიშვილმა…