08.04.2022

– აიბი მთიებისა და კოლეჯ სპექტრის 3 თვიანი პროფესიული განათლების კურსი წარმატებით დასრულდა. ჩვენი მოსწავლეები კოლეჯის ხელმძღვანელებისა და პედაგოგებისგან დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით. მათ კურსის განმავლობაში მიღებული თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა მნიშვნელოვნად გამოადგებათ მომავალ პროფესიებში. დიდ მადლობას ვუხდით სპექტრის გუნდს ასეთი აქტიური თანამშრომლობისთვის!

08.04.2022

აიბი მთიების ელემენტალური სკოლის პირველ და მეორე კლასებში დასრულდა  პროექტი „როგორ თანავცხოვრობთ პლანეტაზე“ შემაჯამებელი გაკვეთილებით. პედაგოგებმა მოსწავლეებთან ერთად განსხვავებული ფორმატით და საინტერესო ნამუშევრებით წარმოგვიდგინეს ორი კვირის განმავლობაში მიღებული ცოდნა

08.04.2022

აიბი მთიების ელემენტალური სკოლის 5 წლიანთა ჯგუფებში შეჯამდა პროექტი „როგორ თანავცხოვრობთ პლანეტაზე“ პროექტში მონაწილე ყველა საგნობრივი გაერთიანებების ინტეგრირებული, თეატრალიზებული წარმოდგენით

05.04.2022

აიბი მთიების 5, 6 და 7 წლის მოსწავლეებისთვის განხორციელდა პროექტი “მოიარე საქართველო”, რომელიც ითვალისწინებდა მიმდინარე პროექტის “როგორ ვთანაცხოვრობთ პლანეტაზე” სასკოლო სივრცეში მიღებული ცოდნის შეჯამებას გარე სივრცეში, პედაგოგიური გუნდისა და აღმზრდელ პედაგოგების ჩართულობით მოსწავლეებმა მოინახულეს ეკლესია-მონასტრები, შეაგროვეს შესაწირი და ჩაატარეს სარელაქსაციო აქტივობები ბუნებაში

04.04.2022

აიბი მთიების მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებს შეხვდა ფსიქოლოგი ნანა გოგიჩაშვილი. შეხვედრის თემას წარმოადგენდა “აბიტურიენტის პასუხისმგებლობის გაცნობიერება და ახალი გამოწვევები” ჩვენს მოსწავლეებს წინ ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო წელი ელოდებათ, სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი მზაობა და შემართება