07.02.2023

გსურს დაისვენო არაჩვეულებრივ ადგილას და ამავდროულად შეისწავლო ინგლისური ენა მაღალკვალიფიციურ პედაგოგებთან? დარეგისტრირდი ჩვენს საზაფხულო სკოლებში და გაატარე ზაფხულის ერთი კვირა საინტერესოდ. აიბი მთიები 10-დან 17 წლამდე მოსწავლეებს გთავაზობთ 2 კვირიან საზაფხულო სკოლას დიდ ბრიტანეთში Canford School. სასწავლო პროგრამის თარიღებია: 10 – 24 ივლისი. კურსის ღირებულება შეადგენს 3400 ფუნტს.  ფასი მოიცავს სრულ პაკეტს: აიბი მთიები 12-დან…

Details

06.02.2023

აიბი მთიების მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სპორტულ შეჯიბრებებში. გასულ კვირას მათ ამხანაგურ ტურნირში მიიღეს მონაწილეობა და საკალათბურთო მატჩი ჩაატარეს ქართულ – ამერიკულ აკადემიასა და ბრიტანულ- ქართულ აკადემიასთან.

06.02.2023

აიბი მთიების უმაღლეს სკოლაში ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულების მოსწავლეები იწყებენ პროექტს “ვირტუსი”, რომელიც წარმოადგენს ინტერდისციპლინარულ პროექტს და მასში ჩართულია ყველა საგნობრივი გაერთიანება. პროექტის პრეზენტაცია შედგა ჩვენს პარტნიორ ქართულ- ამერიკულ უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში პროფილური სკოლების მენეჯერების მიერ. პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეებს კონსულტირებას გაუწევენ უნივერსიტეტის ლექტორები. პროექტის განმავლობაში მოსწავლეები იმუშავებენ სხვადასხვა თემებზე ისეთი…

Details

03.02.2023

აიბი მთიების უმაღლესი სკოლის ჰუმანიტარული მიმართულების მოსწავლეების მიერ ჩატარდა სკოლის ელექტრონული ჟურნალის, “შთა-გონების” პირველი ნომრის პრეზენტაცია. ჟურნალი წარადგინა სარედაქციო კოლეგიამ, დაკომპლექტებული იმ ადამიანებისგან, რომლებიც თანამშრომლობდნენ ჟურნალთან და უძღვებოდნენ რუბრიკებს. აღნიშნულ პროექტს ხელმძღვანელობდა გია მურღულია. ჟურნალის პრეზენტაცია შედგა ჩვენს პარტნიორ კავკასიის უნივერსიტეტში

Details

03.02.2023

აიბი მთიების ტრანზიტულ სკოლაში მიმდინარეობს პროექტი “ვეფხისტყაოსნის სამყარო”, რომლის ფარგლებში მე-5 კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა. ვიზიტი საინტერსო აღმოჩნდა მოზარდებისათვის, მათ საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ვეფხისტყაოსნის უძველესი ხელნაწერები, გამოეხატათ საკუთარი მოსაზრებები და ვიზიტი დაესრულებინათ სახალისო თამაშებით.

Details

02.02.2023

აიბი მთიების ლიბრარიუმთან არსეული „თანამედროვე მკითხველთა კლუბის“ წევრებსა და მწერალ ტორესა მოსის შორის საინტერესო შეხვედრა შედგა. მწერალი მოზარდებს ესაუბრა თუ რამდენად შეიძლება იყოს ლიტერატურა წარმატების მოდერატორი. აქტიური დიალოგი გაიმართა თანამედროვე ავტორის შემოქმედების გარშემო. დიდი მადლობა ტორესა მოსის და ჩვენს მკითხველებს ასეთი საინტერესო შეხვედრისათვის.

Details

01.02.2023

მშობელთა სივრცე – აიბი მთიების მორიგი ინოვაციური პროექტი, რომელიც სასწავლო სააღმზრდელო პროცესში მშობელთა ჩართულობას ეძღვნება. პროექტი მოიცავს სხვადასხვა თემას, ლექცია / დიალოგების წარმართვას. ასეთი შეხვედრები ხელს შეუწყობს თანამედროვე გამოწვევათა უკეთ გააზრებას, სკოლისა და მშობლის ურთიერთობის კულტურის ამაღლებას. პროექტის ფარგლებში ჩატარდა პირველი ინტერაქციული შეხვედრა მშობლებთან, თემაზე: როგორ გვეხმარება “ვეფხისტყაოსანი” ბავშვის აღზრდაში, რომელიც წარმართა პროექტის ხელმძღვანელმა, გია…

Details

30.01.2023

აიბი მთიების მოსწავლეებისთვის საუნივერსიტეტო საათის მეორე ეტაპი დაიწყო. გასული სემესტრი სრულად დაეთმო პროფესიული ორიენტაციის შეხვედრებს. ახლა კი მოსწავლეებისთვის მიმდინარეობს ღია კარის დღეები მათ მიერ შერჩეულ უნივერსიტეტებში. მოსწავლეები ეცნობიან იმ საუნივერსიტეტო გარემოს, სადაც მომავალი წლიდან დაიწყებენ სტუდენტურ ცხოვრებას: ათვალიერებენ ინფრასტუქტურას და სტუდენტურ სივრცეებს, ხვდებიან მათ მიერ შერჩეული საბაკალავრო პროგრამების წარმომადგენლებს და მათგან იღებენ დეტალურ ინფორმაციას, ეცნობიან…

Details

27.01.2023

აიბი მთიების ინგლისური ენის კათედრამ უმაღლესი სკოლის სასწავლო კურიკულუმის ფარგლებში დანერგა Ted Talk პროექტებით სწავლება. პროექტი განხორციელდა ბრიტანულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. შეირჩა 23 საუკეთესო მომხსენებელი. პროექტის ძირითადი მიზნის მიხედვით მოსწავლეებმა Ted Talk პროექტის ფარგლებში აუდიტორიას გაუზიარეს საკუთარი ხედვა და გამოცდილება იმისათვის, რომ შთააგონონ და სხვაგვარად დააფიქრონ ამა თუ იმ საკითხზე. ეფექტური კომუნიკაციისთვის მნიშვნელოვანია ისეთი უნარის განვითარება,…

Details

16.01.2023

აიბი მთიების მოსწავლეების ზამთრის ბანაკი ინგლისში . საინტერესო თავგადასავლები Bell English School in London-ში, სადაც მოსწავლეები ორი კვირის განმავლობაში სწავლობენ ზოგად ინგლისურს და ჩართულნი არიან სხვადასხვა შემეცნებით აქტივობებში

27.12.2022

აიბი მთიების მათემატიკის კათედრამ, დამსახურებული მედლები გადასცა, კინგსის ოლიმპიადაში გამარჯვებულ მე-5 და მე -4 კლასის მოსწავლეებს : ვულოცავთ გამარჯვებულ მოსწავლეებს და კიდევ უფრო მეტ წარმატებებს ვუსურვებთ

Details

26.12.2022

აიბი მთიების დაწყებით სკოლაში 5, 6 და 7 წლის მოსწავლეების საშობაო ღონისძიება გაიმართა მოსწავლეებმა შეაჯამეს სემესტრის განმავლობაში მიღებული ცოდნა და წადმოადგინეს თეარტალური დადგმით “შობის ჯადოსნური ღამე.”

Details

21.12.2022

STEAM განათლების სისტემის ფარგლებში აიბი მთიების უმაღლეს სკოლაში რობოტიკის გაკვეთილებზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. მე-10 და მე-11 ტექნიკური კლასის მოსწავლეებმა სემესტრის განმავლობაში შეძენილი ცოდნა შეაჯამეს და საინტერესო ნამუშევრები შექმნეს, რომლებიც ტექნიკურად გამართეს და დააპროგრამეს. მათ სასწავლო პრაქტიკები გაიარეს ილიაუნის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრში. ნამუშევრების შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით რობოტიკის პედაგოგებს:

21.12.2022

გრძელდება აიბი მთიების თანამშრომლობა ევროპისა და აშშ-ს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რომლის მიზანია აიბი მთიების უფროსკლასელთა ჩართულობა მსოფლიო საგანმანათლებლო სისტემებში. შეხვედრა შედგა ავსტრიის ვებსტერის უნივერსიტეტთან მარკეტინგის თემაზე შეხვედრის წარმმართველი იყო ვებსტერის უნივერსიტეტის სრული პროფესორი, მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მარია მადლბერგერი.

Details