04.03.2022

აიბი მთიების ელემნტალური სკოლის მოსწავლეებმა შეაჯამეს  კვირის სააღმზრდელო თემა „ზარი 112-ში“. მოაწყვეს სხვადასხვა სიტუაციების კოსტუმირებული ინსცენირება და სახალისოდ გაგვიზიარეს კვირის განმავლობაში მიღებული ინფორმაცია.

02.03.2022

აიბი მთიების დაწყებით სკოლაში ჩატარდა ქართული ენისა და სააღმზრდელო კათედრის ინტეგრირებული სამოტივაციო ღონისძიება „გაზაფხულის ერთი დღე“,   „წერილი დედას“. მოსწავლეებმა დედებს მიულოცეს დედის დღე.

22.11.2021

„ადაპტაციები ცოცხალ ორგანიზმებში“ _ თემის გარშემო, ერთი კვირის განმავლობაში იმუშავეს აიბი მთიების ტრანზიტული სკოლის მოსწავლეებმა, პროექტ „კრეატივის“ ფარგლებში. მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ მუშაობის პროცესში და შემოქმედებითად გასცეს პასუხი მთავარ კითხვებს: რა არის ცოცხალი ორგანიზმის ადაპტაცია სხვადასხვა ბუნებრივ და ხელოვნურ ეკოსისტემებში, როგორ ეხმარება ადაპტაციები ორგანიზმებს შეეგუონ კონკრეტულ საარსებო გარემმოს, ან გარემოს ცვლად პირობებს. მოსწავლეები გაეცნენ სხვადასხვა ეკოსისტემებსა…

19.11.2021

პროექტ “სამკუთხედის” ფარგლებში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შეხვდა ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი კოტე ყულიჯანოვი, რომელიც მოსწავლეებს ესაუბრა თანამედროვე ტექნოლოგიების როლსა და პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებაზე.