03.11.2023
საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრამ აიბი მთიების საბაზო სკოლაში დიდი ინტელექტუალური ვნებათეღელვა გამოიწვია. ნამდვილი თინეიჯერული და ამავე დროს, ღირსეული შეჯიბრი მე-8 ტ1 კლასის გამარჯვებით დასრულდა.
საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრამ აიბი მთიების საბაზო სკოლაში დიდი ინტელექტუალური ვნებათეღელვა გამოიწვია. ნამდვილი თინეიჯერული და ამავე დროს, ღირსეული შეჯიბრი მე-8 ტ1 კლასის გამარჯვებით დასრულდა.
აიბი მთიებში გრძელდება პროექტი ,,სამკუთხედი”, რომლის ფარგლებშიც საბაზო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა უმასპინძლეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების ოფისის თავმჯდომარეს, ბატონ აბდულმელიკ ალკანს. შეხვედრა თემა – ,,საკომუნიკაციო კულტურა” საინტერესო ფორმატში წარიმართა, რომელიც თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც მოსწავლეებში, ისე პედაგოგებში საკომინიკაციო უნარების გაუმჯობესებისა და მისი ეფექტურად მართვისათვის სასწავლო პროცესში.
აიბი მთიების ,,მშობელთა სივრცე” ამჯერად მოზარდებს და მათი აკადემიური შედეგების მართვაზე დიალოგს დაეთმო. ინტერაქციული ხასიათის შეხვედრას ტრადიციულად მასპინძლობდნენ ფილოლოგიის დოქტორი: გია მურღულია და ფსიქოლოგი და ფსიქოკონსულტანტი ნანა გოგიჩაშვილი, უმაღლესი სკოლის ხელმძღვანელი რამაზ ფარესაშვილი და საბაზო სკოლოს ხელმძღვანელი ნინო დოლიძე.
აიბი მთიებში გრძელდება პროექტი ,,მშობელთა სივრცე”, რომლის ფარგლებშიც მშობლებს შევთავაზეთ, მონაწილეობა მიეღოთ კვების პროცედურაში. ამჯერად მათ კვების ბლოკის ღია სივრცემ უმასპინძლა.
2023 – 2024 სასწავლო წელს აიბი მთიების ერთ-ერთი პრიორიტეტი მსოფლიო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირებაა. ამ მიზნით აიბი მთიების გენერალურმა დირექტორმა ნინო ჩიკვაიძემ, ფინანსურმა მენეჯერმა ანა ჯავახიშვილმა და საშუალო სკოლის ხელმძღვანელმა რამაზ ფარესაშვილმა მონაწილეობა მიიღეს EduTech Europe საგანმანათლებლო გამოფენასა და ვორქშოფში, რომელიც ჩატარდა ნიდერლანდების სამეფოს დედაქალაქში ამსტრდამში 11-12 ოქტომბრს გამოფენასა და ვორკშოფზე წარმოდგენილნი იყვნენ ევროპისა და ამერიკის…
IB მთიების, როგორც ISO 450001 საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელის, პრიორიტეტულ საკითხს მოსწავლეთა უსაფრხოება წარმოადგენს. დღეს IB მთიების პერსონალისთვისა და მოსწავლეთათვის ჩატარდა უსაფრთხოების ტრენინგი, რომელსაც უძღვებოდნენ მოწვეული ტრენერები ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციიდან ,,ბიზნეს უსაფრთხოების ასოციაცია”. მსგავსი აქტივობების განხორციელება მთელი წლის მანძილზე გაგრძელდება.
გრძელდება აიბი მთიებისა და კოლეჯი ,,სპექტრის” ერთობლივი პროექტი ,,სახელობო განათლება”. მე-11 კლასის 94 მოსწავლე მომავალი სამი თვის განმავლობაში კოლეჯში გაივლიან მოკლევადიან სასერტიფიკატო კურსებს და დაეუფლებიან სხვადასხვა პროფესიებს მათი ინტერესებიდან გამომდინარე. აიბი მთიების მე-11 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ კოლეჯ სპექტრს, სადაც მათ უმასპინძლა კოლეჯის დირექტორმა მათე ტაკიძემ, რომელმაც საინტერესო მეგზურობა გაუწია მოსწავლეებს, დაათვალიერებინა ინფრასტრუქტურა და გააცნო პროფესიული…
აიბი მთიების მე-10 კლასის სააღმზრდელო პროექტის “გაეცანი პროფესიებს” ფარგლებში, მოსწავლეებმა უმასპინძლეს ცნობილ და საყვარელ ილო ბეროშვილსა და ანი ბებიას. სტუმრებმა საინტერესო დიალოგი წარმართეს. საუბრის თემა ძირითადად მსახიობის პროფესიას და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებს შეეხო.
აიბი მთიებში ,,მშობელთა სივრცე” განახლებული ფორმატითა და ბევრი იდეით იწყებს ახალ სასწავლო წელს. დღეს წლის პირველი შეხვედრა შედგა დაწყებითი სკოლის I-II კლასის მშობლებთან თემაზე ,,მშობლის სასწავლო გარემოში ადაპტაცია”. შეხვედრას უძღვებოდნენ ფილოლოგიის დოქტორი ბატონი გია მურღულია და ფსიქოლოგი და ფსიქოკონსულტანტი ქალბატონი ნანა გოგიჩაშვილი. შეხევედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, რაც თავის მხრივ, გვიბიძგებს, ხელი შევუწყოთ მსგავსი შეხვედრების ხშირად…
აიბი მთიებსა და კოლეჯს ,,სპექტრი” შორის ურთიერთთანამშრომლობა ახალ ფაზაში შედის პირველად, ჩვენი პარტნიორობის ისტორიაში, ვიწყებთ STEAM საგანმანათლებლო სისტემის ელემენტებით ერთობლივი პროექტების განხორციელებას. 2023-2024 სასწვლო წლის ოქტომბერში გთავაზობთ სასტარტო პროექტს ,,ფოლკლორი”.
აიბი მთიებში განახლდა საუნივერსიტეტო და სასტუდენტო უნარების გავითარებაზე უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობა. 28 სექტემბერს ვუმასპინძლეთ ქართულ-ამერიკულ (GAU) უნივერისტეტს. შეხვედრას ესწრებოდნენ აიბი მთიების მე-12 კლასის მოსწავლეები. უნივერისტეტის წარმომადგენლებმა, ბატონმა გიორგი თაქთაქიშვილმა და ქალბატონმა ანა ჭიპაშვილმა საინტერესოდ ისაუბრეს სტუდენტური ცხოვრების, გამოწვევებისა და მათთვის ფართო შესაძლებლობების შესახებ. შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა ე.წ. ქოუჩინგი თემაზე: ,,გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება”.
აიბი მთიებში დაიწყო STEAM საგანმანათებლო სისტემის დანერგვის II ეტაპი- პროექტებზე დაფუძნებული სწავლება. ჩვენი უმაღლესი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლის, გიორგი ლომთაძის, ინიციატივით 25-27 სექტემბერს გამართა გაეროს (UN) კონფლიქტების რეზოლუციის საკომიტეტო მუშაობის მოდელირება. პროექტი წარიმართა ლონდონის ბიზნეს სკოლასთან LSE ერთად. პროექტში მონაწილეობა მიიღეს აიბი მთიების უმაღლესი სკოლის ტექნიკური, საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული სკოლის მოსწავლეებმა. პროექტში მონაწილე საუკეთესო რეზოლუციის…
აიბი მთიების პატარა მოსწავლეებმა წარმატებით დაასრულეს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სრული კურსი. მათ საინტერესო, შემოქმედებითი და სახალისო აქტივობებით შეაჯამეს წლის განმავლობაში შეძენილი ცოდნა ყველა საგნობრივ დისციპლინაში. ღონისიძიებაში მნიშვნელოვნად იყვნენ ჩართულნი მშობლები. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს პატარა მოსწავლეებს!
კომაროვის მათემატიკის ოლიმპიადის პირველი ადგილის გამარჯვებული და ოქროს მედალოსანია აიბი მთიების მათემატიკის პედაგოგი ნინო საყვარელიძე, რომელიც უძღვება ჩვენი სკოლის საავატორო კურსს “ეილერის საათს”. აიბი მთიების დირექტორატი ვულოცავთ მას მასწავლებლების ოლიმპიადაში გამარჯვებას და ვამაყობთ, რომ ჩვენი გუნდის ნაწილია. გთავაზობთ ინტერვიუს ნინო საყვარელიძესთან: “ აიბი მთიების მათემატიკის მასწავლებელი 2007 წლიდან გახლავართ. ვთვლი, რომ ამ სკოლაში გატარებულმა წლებმა…