აიბი მთიებისათვის 2023-2024 სასწავლო წლის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება პროექტებზე დაფუძნებული სწავლება.
გვსურს, გაგიზიაროთ პროექტი ,,ყულაბა”-აიბი მთიების სკოლამდელი კლასის 2023-2024 სასწავლო წლის I სემესტრის ცოდნის შემაჯამებელი ღონისძიება,
ჩვენმა მოსწავლეებმა თავი გამოიჩინეს და აუდიტორიის წინაშე ამაყად და მხიარულად წარმოაჩინეს საკუთარი ცოდნა და უნარები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხო ენებში, მათემატიკასა და მეცნიერებაში, ისტორიაში და სასცენო ხელოვნებაში.