აიბი მთიებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სწავლების სისტემაში, წლის პრიორიტეტული საკითხია;
ამ მიზნით, აიბი მთიების პედაგოგებისათვის ჩატარდა ტრენინგი – ხელოვნური ინტელექტის როლი განათლებაში, რომელიც წარმართა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, აბდულმელიკ ალკანმა.
ტრენინგს ჰქონდა, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ხასიათი, რომლის მსვლელობის დროს, სხვადასხვა საგნის სამოდელო გაკვეთილები დაიგეგმა აღნიშნული ტექნოლოგიების გამოყენებით. ჩვენ ვამზადებთ თანამედროვე გაკვეთილის მოდელს, რომელიც პედაგოგს აძლევს საშუალებას გაკვეთილის საერთაშორისო სტანდარტით მომზადებისა და ფოკუსირებულია მოსწავლის მაღალ ჩართულობაზე.