აიბი მთიების მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის საინტერესო ინტერაქციული შეხვედრა გაიმართა შემდეგ თემებზე: თუ როგორ უნდა მოემზადონ სტუდენტობისთვის, როგორ უნდა აირჩიონ პროფესია და რა ახდენს გავლენას მათ გადაწყვეტილებაზე, რატომ უნდა ჩაერთონ სტუდენტურ აქტივობებსა და პროფესიულ მოხალისეობრივ საქმიანობებში, რა საჭირო უნარები სჭირდებათ როგორც მომავალ სტუდენტებს და როგორია ადაპტაცია სკოლიდან უნივერსიტეტში.
ჩვენი მოწვეული სტუმარი იყო მურო თაკალანძე, რომელიც არის ტრენერი, პრე საბაკალავრო პროგრამებისა და კარიერული განვითარების ლექტორი და სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტი