პროფესიულ კოლეჯ სპექტრში გაიმართა გამოფენა “პროფესიული განათლება წარმატებისთვის”, სადაც მოხდა პროფესიების გაცნობა და გაიმართა შეჯიბრი იმ პროფესიებში, რომელთაც სკოლის მოსწავლეები ეუფლებოდნენ გასულ თვეებში.
აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს და გაიმარჯვეს შემდეგ მიმართულებებში:
- ექსპერიმენტალური სახლის აწყობა და კეთილმოწყობა;
- ელექტროობა.
სასკოლო შეჯიბრის თითოეულ მიმართულებას ჰყავდა მხარდამჭერი კომპანია, რომელმაც დააჯილდოვა წარმატებული მოსწავლეები.
აიბი მთიების გენერალურმა დირექტორმა, ნინო ჩიკვაიძემ, ისაუბრა პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე, ამ მიმართულებით სკოლაში მიმდინარე აქტივობებსა და მოსწავლეთა მიღწევებზე. ასევე, ჩვენმა მოსწავლეებმა გერმანულ, ინგლისურ და ქართულ ენებზე წარმართეს პრეზენტაციები მათი მოტივაციისა და მიღებული პრაქტიკული ცოდნის შესახებ.
გამოფენას ესწრებოდნენ: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში, პროფესიული უნარების სააგენტოს წარმომადგენლები, GIZ-ის PSD TVET SC პროგრამის დირექტორის მოადგილე – სელმა ულრიხსი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – მარიამ ლაშხი, ICCA-ს აღმასრულებელი დირექტორი – ანა საბახტარაშვილი.
აიბი მთიებსა და კოლეჯ სპექტრს შორის წლევანდელი თანამშრომლობა წარმატებით დასრულდა.
დიდი მადლობა სპექტრს და მთელ გუნდს!