17 დეკემბერს აიბი მთიების დირექტორატმა და აკადემიურმა საბჭომ აქტიურად იმუშავა შემაჯამებელი წერების დებულებაზე, რომელიც მორგებულია როგორც ონლაინ რეჟიმზე, ასევე სასკოლო სივრცეში მყოფ მოსწავლეებზე, და მათზე, რომელთაც ჰიბრიდული სწავლება აირჩიეს. სკოლა მზად არის სამივე რეჟიმის მოსწავლეებისათვის ჩაატაროს ცოდნის შემაჯამებელი სამუშაოები, რომელიც ხელს შეუწყობს მეორე სემესტრის მიზნობრივ და ხარისხიან დაგეგმარებას.