05.02.2024

გრძელდება აიბი მთიებისა და ბრიტანული უნივერსიტეტის აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა. აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მოსწავლეებმა ბრიტანულ უნივერსიტეტში წარმართეს პროექტი Ted Talk. ჩვენ მოსწავლეებს წელსაც მიეცათ საშუალება, გამხდარიყვნენ Ted Talk-ერები. დიდი მადლობა ჩვენს ერთგულ მეგობარს, ბრიტანულ უნივერსიტეტს, ამ შესანიშნავი შესაძლებლობისათვის.

05.02.2024

აიბი მთიების 2024 წლის პრიორიტეტულ საკითხს სასკოლო ცხოვრებაში მშობლების ჩართულობა წარმოადგენს. „მშობელთა სივრცის“ ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა უმაღლესი სკოლის მშობელთა აუდიტორიასთან. შეხვედრის თემა იყო „აბიტურიენტი – მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მომავალი წარმატებისთვის“. შეხვედრა ფილოლოოგის დოქტორმა, გია მურღულიამ და ფსიქოლოგიის დოქტორმა ნანა გოგიჩაშვილმა წარმართეს. მშობლებმა საჭირო ინფორმაცია მიიღეს აიბი მთიების აბიტურ – პროგრამასთან დაკავშირებით და უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობის…