წარმატებული დღეები აიბი მთიებში გრძელდება. ამჯერად ჩვენმა მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა:
- ნიკოლოზ გაბისონია;
- ნიკოლოზ ცაბუტაშვილი;
- გიორგი გაგოშვილი.
გაიმარჯვეს კონკურსში “ვირტუალური მოგზაურობა დროსა და სივრცეში”.
კონკურსი კავკასიის უნივერსიტეტში, ტურიზმის სკოლის პროგრამებით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის გაიმართა.
ვორკშოპს უძღვებოდა ელენე კვირიკაშვილი, რომელიც გახლავთ მასპინძლობის მენეჯმენტის პროგრამის ლექტორი, მოგზაური და ირლანდიური სპორტული ჰაბის -“PUB 44”-ის დამფუძნებელი.
კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცათ სერტიფიკატები
დიდი მადლობა ჩვენს მოსწავლეებს
განსაკუთრებული მადლობა კავკასიის უნივერსიტეტს.