აიბი მთიების 2024-2025 სასწავლო წლისთვის მზადება ახალ ფაზაში შედის.
2023 წლის შემოდგომიდან დღემდე ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება ის საქმიანობები, რომლებიც ქმნის გარანტიას აიბი მთიების საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ადაპტირებისათვის.
დღეს აიბი მთიების დამფუძნებელმა, ნინო ჩიკვაიძემ, უმასპინძლა ოლენა კვარტიუკს – ბარსელონას EU Business School -ის Senior regional Recruitment მენეჯერს და Summer Boarding Courses- ის Partnerships Development მენეჯერს მუსაბ ანგუდის.
EU business Schoolის წარმომადგენელთან შეხვედრის ძირითადი თემა სამომავლო, მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს შეეხებოდა, რაც გულისხმობს:
- აპრილის თვეში მემორანდუმის გაფორმებას ევროპული უნივერსიტეტის ბარსელონას, მიუნხენისა და ჟენევის უნივერსიტეტებთან, რომლებიც ქმნიან ერთიან საგანმანათლებლო სივრცეს
- აიბი მთებმის დამფუძნებელმა ოფიციალური მიწევევა მიიღო მსოფლიო საერთაშორისო საგანმანათლებლო სამიტზე, რომელიც ივლისში ესპანეთში გაიმართება.
მეორე შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო:
- აიბი მთიების და კემბრიჯის St. Andrew’s კოლეჯის თანამშრომლობა და მემორანდუმის გაფორმება გაზაფხულზე
- Canford-ის და Cambridge College-ის საზაფხულო სკოლებში აიბი მთიების მოსწავლეთა მონაწილება, რომელიც გულისხმობს შესანიშნავ შესაძლებლობებს:
- 15-17 წლის მოსწავლეებისთვის სტუდენტური უნარების განვითარებასა და სასტუდენტო ცხოვრებისთვის მომზადებას
- 11-15 წლის მოსწავლეებისათვის STEAM საგანმანათლებლო სისტემით პროდუქტების შექმნას, რომელიც ეფუძნება საგანთა თეორიულ შესწავლასა და პროექტების შექმნის გამოცდილებას
ცხადია, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროცესებში ჩართულობა ითვალისწინებს ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესებას გამოგვყევით, დიდ , საინტერესო და ახალ მოგზაურობაში