აიბი მთიების სასწავლო და სააღმზრდელო ცხოვრებაში მშობლების აქტიური თანამონაწილეობა წარმატებით გრძელდება.
აიბი მთიების ,,მშობელთა სივრცე” ამჯერად დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს და მათთან ურთიერთობას დაეთმო. ინტერაქციული ხასიათის შეხვედრას ტრადიციულად მასპინძლობდნენ ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია და ფსიქოლოგი და ფსიქოკონსულტანტი ნანა გოგიჩაშვილი, დაწყებითი სკოლის ხელმძღვანელი ნინო აბაშიძე.