15.02.2024

აიბი მთიებისა და კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის ერთობლივი ტრენინგკურსის შემაჯამებელი დღე და უმაღლესი სკოლის მოსწავლეთა საზეიმო სერტიფიცირება კავკასიის უნივერსიტეტში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იდეის ავტორებსა და ორგანიზატორებს ახალი თაობის წარმატებაში შეტანილი წვლილისათვის.

13.02.2024

პირველად სასკოლო სივრცეში! კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის, კახა შენგელიას, ინიციატივით აიბი მთიების უმაღლეს სკოლაში ახალ სასწავლო სისტემას ჩაეყარა საფუძველი. კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრისა და აიბი მთიების ორგანიზებით უმაღლესი სკოლის მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებისთვის, დაიწყო ტრენინგ კურსი სახელწოდებით „მეწარმეობა: ანტრეპრენერული აზროვნება და უნარები“. აიბი მთიებისათვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს მოსწავლეებში სამეწარმეო აზროვნების განვითარების ხელშეწყობა. ტრენინგკურსი…

12.02.2024

აიბი მთიებმა დაიწყო 2024-2025 სასწავლო წლისთვის მზადება. English Book Education ეგიდით კაჭრეთში ჩატარდა კონფერენცია, სადაც ექსპერტებმა წარმოადგინეს მათემატიკის საბუნებისმეტყველო და ინგლისური სწავლების ახლებური ხედვა მსოფლიო საგანმანათლებლო ჭრილში. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა აიბი მთიების დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნინო ჩიკვაიძე და მათემატიკის კათედრის ხელმძღვანელი ანა თოფურია. კონფერენციის ფარგლებში სკოლის წარმომადგენლებმა გამართეს სამუშაო შეხვედრები მათემატიკის, საბუნებისმეტყველო და ინგლისურის…

12.02.2024

აიბი მთიებში ,,გამარჯვებების სერია” გრძელდება. ამჯერად ჩვენმა მოსწავლეებმა: და ისტორიის პედაგოგმა: პირველი ადგილი მოიპოვეს კავკასიის უნივერსიტეტისა და ევროკავშირის ერთობლივ ინტელექტუალურ თამაშში ,,რა, სად, როდის?”

06.02.2024

IB მთიების უფროსკლასელები საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს, ფილოლოგიის დოქტორ ვასილ მაღაფერიძეს მასპინძლობდნენ. სტუმარი მოსწავლეებს ესაუბრა თემაზე: “რაინდობა ისტორიასა და ლიტერატურაში”. ყველამ ერთად გავიხსენეთ სარაინდო რომანი “ამირანდარეჯანიანი”, ვეფხისტყაოსანი”, სალადინის სარაინდო კოდექსი, “დონ-კიხოტი”, სვანური ტაძრების გარემოხატულობა – სარაინდო სიუჟეტებს რომ ასახავს, სახელის მოხვეჭისა და ღირსების მნიშვნელობანი და კიდევ ბევრი სხვა საკითხი, რომლებიც თემას უკავშირდებოდა.

05.02.2024

აიბი მთიები STEM ოლიმპიადის პირველი ტურის გამარჯვებულია! აიბი მთიები ხუთეულშია! აიბი მთები მეოთხე ადგილზეა 180 მონაწილეს შორის! ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს: ჩვენს პედაგოგებს: აიბი მთიები ამაყობს თქვენით და გიცხადებთ მხარდაჭერას ფინალურ გამარჯვებაში!

05.02.2024

გრძელდება აიბი მთიებისა და ბრიტანული უნივერსიტეტის აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა. აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მოსწავლეებმა ბრიტანულ უნივერსიტეტში წარმართეს პროექტი Ted Talk. ჩვენ მოსწავლეებს წელსაც მიეცათ საშუალება, გამხდარიყვნენ Ted Talk-ერები. დიდი მადლობა ჩვენს ერთგულ მეგობარს, ბრიტანულ უნივერსიტეტს, ამ შესანიშნავი შესაძლებლობისათვის.

05.02.2024

აიბი მთიების 2024 წლის პრიორიტეტულ საკითხს სასკოლო ცხოვრებაში მშობლების ჩართულობა წარმოადგენს. „მშობელთა სივრცის“ ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა უმაღლესი სკოლის მშობელთა აუდიტორიასთან. შეხვედრის თემა იყო „აბიტურიენტი – მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მომავალი წარმატებისთვის“. შეხვედრა ფილოლოოგის დოქტორმა, გია მურღულიამ და ფსიქოლოგიის დოქტორმა ნანა გოგიჩაშვილმა წარმართეს. მშობლებმა საჭირო ინფორმაცია მიიღეს აიბი მთიების აბიტურ – პროგრამასთან დაკავშირებით და უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობის…